x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასე გესალმებიან და გემშვიდობებიან იშხანში... დიდად სასიამოვნოა ასეთი წარწერების ნახვა"-გიორგი კალანდიას ფოტორეპორტაჟი ისტორიული ქართული მიწებიდან

image

"ასე გესალმებიან და გემშვიდობებიან იშხანში... დიდად სასიამოვნოა ასეთი წარწერების ნახვა" - წერს სოციალურ ქსელში ისტორიიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ხელოვნების ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგია კალანდია, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება. მან ისტორიულ ტაოს მიწაზე მოინახულა ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუშები: იშხანი, ოშკი და ხახული და იქიდან ფოტორეპორტაჟი შემოგვთავაზა.



ანდრიაობას გილოცავთ ტაოდან, ოთხთას დიდებული ტაძრიდან

image


image

დღევანდელი მოგზაურობის შედეგი... ულამაზესად რესტავრირებული იშხანი. საოცარი ემოციები და შთაბეჭდილებები

image

image

image

image

image

image

image



დიდებული და მშვენიერი ხახული. დღევანდელი ემოცია


image

image

image

ასეთი მედიდური და მისტიური დაგვხვდა დღეს ოშკი, რაც მთავარია მის გუმბათს ჩამონგრევა აღარ ემუქრება, რადგან თურქმა რესტავრატორებმა ძალოვანი ხარაჩო გუმბათქვეშ უკვე დააყენეს. ძალიან მოგვხიბლა დღეს ოშკმა


image

image

image


შეგახსენებთ, რომ ტაო, ტაონი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.

აღმოსავლურ-ქართველური სახელმწიფოს — ქართლის სამეფოს წარმოქმნის (ძვ. წ. IV-III საუკუნეები) ხანაში ტაო მისი ორგანული ნაწილი იყო. ძვ. წ. II საუკუნიდან ის სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში გადადის. IV—VII საუკუნეებში ტაო მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. სომხეთის სახელმწიფოს ორბიტაში ყოფნა იწვევდა სომხური კულტურის დანერგვასა და გაძლიერებას, მიგრირებული სომხური ეთნიკური ელემენტის მომძლავრებას. ქართული მოსახლეობა თანდათან კარგავდა თავის ეთნიკურ-კულტურულ სახეს. რელიგიის დაპირისპირების ვითარებაში, როდესაც სომხურმა ეკლესიამ ქალკედონის საეკლესიო კრება დაგმო და მონოფიზიტობა აღიარა, ქართულმა ეკლესიამ კი დიოფიზიტობა. ტაო დიოფიზიტობის (ქალკედონიზმის) ძლიერ ცენტრს წარმოადგენდა; VII საუკუნეში ქართული მოსახლეობა უბრუნდებოდა თავის ეთნიკურ-კულტურულ წრეს; VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. ტაო გარდაიქცა ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთ უდიდეს კერად. XVI საუკუნეში ტაო სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში მისი ნაწილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია.

0
510
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0