მუსიკა სიმღერა "Despacito" შვიდგზის გინესის რეკორდსმენი გახდა 2018, 20 ოქტომბერი, 19:12 პუერტორიკელი მუსიკოსის ლუის ფონსის და დედი იანკის სიმღერამ Despacito-მ ერთბაშად გინესის წიგნის რეკორდების 7 სერტიფიკატი მიიღო, ესენია: "ყველადი მოსმენადი სიმღერა მსოფლიოში", "პირველი სიმღერა, რომლის ნახვამაც YouTube-ზე 5 მილიარდს გადააჭარბა", "ყველაზე ნახვადი ვიდეო ინტერნეტში", "სიმღერა, რომელიც Billboard Hot Latin Songs-ის ჰიტ-აღლუმში რეკორდული რაოდენობის კვირაობით იდგა სათავეში", "17 კვირა პირველ ადგილზე Hot 100 Billboard"-ში, "ყველაზე მოწონებადი ვიდეო" და "ყველაზე ნახვადი სიმღერა დუეტის შესრულებით". ოფიციალური დაჯილდოება გაიმართა მაიამიში 17 ოქტომბერს, ფონსი ძალზე კმაყოფილი და ამაყი იყო ამ მიღწევით და ფოტოც გამოაქვეყნა, ფონსიმ მადლობა მოუხადა ყვლა იმას, ვინც მასთან ერთად ამ სიმღერაზე მუშაობდა, პანამელ შემსრულებელს ერიკ ენდერს, რეპერ დედი იანკის და ჯასტინ ბიბერს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად მოინაწილეები არიან ამ დიდი წარმატების. 2017 წლია აპრილში კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა გამოუშვა Despacito-ს რემიქსი, რამაც კიდე უფრო გაზარდა ინტერესი ამ სიმღერის მიმართ, სხვათა შორის ბიბერმა პირველად იმღერა ესპანურ ენაზე. სიმღერა Despacito 2017 წლის 13 იანვარს გამოვიდა და 1996 წლის "მაკარენას"შემდეგ პირველი ესპანურენოვანი სიმღერა გახდა, რომელიც ერთდროულად ჩაუდგა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმებს სათავეში. იხილეთ აგრეთვე423 5-ს მოსწონს
|