სიახლეები მიხეილ გიორგაძე ავარიის შემდეგ სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს 2018, 21 ნოემბერი, 16:14 ![]() შეგახენებთ, მიხეილ გიორგაძე 18 ნოემბერს ყვარლის გზაზე ავტოავარიაში მოჰყვა, იგი მარტო იჯდა ავტომობილში, რომელიც ხეს შეეჯახა. ის მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მინისტრის მოადგილეს თავის ტვინის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მენჯის ძვლის და ნეკნების მრავლობით მოტეხილობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. მიხეილ გიორგაძე 2014 წლიდან იყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ხოლო 2018 წლის ივლისიდან – მინისტრის მოადგილე. გიორგაძე ყოფილი წყალბურთელია, 1983-1992 წლებში იყო საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის წევრი, თბილისის „დინამოს” წყალბურთელი, საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი. 1994-1997 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი, ხოლო 1998 წლიდან 2014 წლის ივლისამდე — შპს „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, რომელიც ჯაზ-ფესტივალებს უწევს საქართველოში ორგანიზებას. 94 5-ს მოსწონს
|