x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფილიპინებში დარწმუნებულები არიან,რომ გოგონა თევზისგან დაფეხმძიმდა
image
ფილიპინებში, ქალაქ ბაკაკიში 17 წლის გოგონა სახელად კიმბერლი "თევზისგან დაფეხმძიმდა".



7 თვეში გოგონას მუცელი შესამჩნევად წამოეზარდა და წონაში 10 კილოგრამი მოიმატა, კიმბერლის მშობლებმა კატეგორიულად მოსთხოვეს გოგონას, ეღიარებინა ვისთან იწვა და ვინ იყო ბავშვის მამა, თუმცა გოგონა ყველაფერს უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ მას მამაკაცი არასდროს ჰყოლია.

image

კიმბერლი ექოსკოპიაზე წაიყვანეს, რა დროსაც გოგონას მუცელში გამოჩნდა თევზის მსგავსი ჩანასახი.



ადგილობრივი მცხოვრებლები ძალზე ცრუმორწმუნეები არიან. იქ ფიქრობენ, რომ თუ გოგონა ოკეანეში მენსტრუაციის დროს ბანაობს, ის შეიძლება დაავადდეს, ამის გარდა, შეიძლება ყურადღება მიიპყროს ზოგიერთი ზღვის ბინადრისა, ეს იქნება თევზი, რვაფეხა თუ გველთევზა.



ამიტომ ადგილობრივი მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ გოგონა თევზისგან დაფეხმძიმდა.



თუმცა, როდესაც კიმბერლი კონსულტაციაზე სხვა ექიმთან წაიყვანეს, გოგონას სულ სხვა დიაგნოზი დაუსვეს. მას აღმოუჩინეს საკვერცხეების კისტა. ექიმები ცდილობდნენ პატარა ქალაქის ბაკაკაის მცხოვრებლებისთვის აეხსნათ, რომ გოგონას მუცელში არავითარი თევზი არ ცხოვრობს, რომ იგი საოპერაციოა, თუმცა ცრუმორწმუნე მოსახლეობა მაინც ვერ დააჯერეს.


უახლოეს ხანში გოგონას ოპერაციას გაუკეთებენ, რადგან კისტა სწრაფად იზრდება და შესაძლოა კიმბერლის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს.image

1
471
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
471
  
2019, 7 იანვარი, 7:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1