x
image
natia.a
ავარიაში დაღუპული გოგონას სიტყვები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა
image


"წვეულებაზე მივედი და გამახსენდა, რომ დამარიგე, ალკოჰოლი არ მიმეღო! მთელი საღამო სპრაიტს ვსვამდი. შენ მითხარი, რომ ამაყობდი ჩემით და მეც ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. მეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა ნასვამი საჭესთან ჯდომა. თუმცა ჩემი მეობრები ყოველთვის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. შენ, როგორც ყოველთვის, მართალი იყავი.


მშვიდად წავედი მანქანისკენ -დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მოხდებოდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.


"ბიჭი, რომელიც ავარიის მიზეზი გახდა, ძალიან მთვრალი იყო" - ეს სიტყვები პოლიციის ოფიცრისგან გავიგონე. მაგრამ უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობ, ჩემს ირგვლივ სისხლის გუბე დგა... ჩემი სისხლის! ვცდილობ, არ ვიტირო!



"გოგო კვდება" - ყვირიან ექიმები. ერთმა ბიჭმა გადაწყვიტა დამთვრალიყო და მანქანა მთელი სიჩქარით გაექროლებინა, შედეგად კი მე უნდა მოვკვდე!


დედიკო, რატომ აკეთებენ ადამიანები ამას, როცა იციან, რომ სხვებს ცხოვრებას უნგრევენ. მგონია, რომ ასობით დანა მსერავს. უნდა მოვკვდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, ნასვამი დამჯდარიყო საჭესთან?


დედიკო, გთხოვ, ნუ იდარდებ. ჩემს დასაც უთხარი, არ იტიროს, მამიკო კი ძლიერი იყოს. მე ზეცაში მივფრინავ. იქიდან ვიზრუნებ თქვენზე. იქნებ იმ ბიჭს არავინ ასწავლა, რომ საჭესთან მთვრალი არ უნდა დამჯდარიყო. რომ ესწავლებინათ, იქნებ ახლა ცოცხალი ვყოფილიყავი...


დედიკო, ვგრძნობ, რომ სუნთქვა მისუსტდება. სასოწარკვეთილი ვარ. ეს ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წამებია, მე კი სიკვდილისთვის საერთოდ არ ვარ მზად...


დედიკო, მინდა, რომ ჩემთან იყო. მინდა, შენი ხელი მეჭიროს, სანამ მოვკვდები!


მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. მშვიდობით, დედიკო!".

image

ტექსტი, რომელიც ქართულად პროზის სახით არის ნათარგმნი, ორგინალში (ინგლისურ ენაზე) ლექსად დაიწერა (Somebody Should Have Taught Him) 2000 წელს, მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისთვის. იგი საოცარდ პოპულარული გახდა და მრავალ ენაზე ითარგმნა. მართალია, თავად ტექსტი ფიქციაა, მაგრამ ამ გოგონას მსგავსად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის გამო მომხდარი ავტოკატასტროფების შედეგად.


ამიტომ, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების სიცოცხლეს!



ასევე დაგაინტერესებთ:


1. "სტოკჰოლმის სინდრომი" - სკანდალური მძევლობის ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრაimage


2. თავიდან ვერავინ ხვდება, რატომ აღაშფოთა მნახველები ამ ფოტომ - დააკვირდით!image


3. ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მსოფლიო მოიარა - აი, რას წერს იგი...image


4. რა დაემართა ქირურგს, რომლის ფოტომაც მთელი ინტერნეტი მოიცვა - დააკვირდით!image

5. რა ხდება დღეს საავადმყოფოებში - ქირურგისემოციური წერილიimage


6. პოლიციელის ამ ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა - დააკვირდით რატომ ზის მიწაზე!image


7. სატირული პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკაimage

0
9006
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9006
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0