სხვა 30 უცნაური კანონი, რომელიც აშშ-ში დღესაც არსებობს 2018, 15 ოქტომბერი, 16:07
იცოდით, ტენესის შტატში სკოლაში მოსწავლეებს ხელების ჩაკიდება ეკრძალებათ, არიზონაში კი მართვის მოწმობის ფოტო შეგიძლიათ თავსაწურით გადაიღოთ. ფიქრობთ, რომ ეს ხუმრობაა? არა. აშშ-ის შტატების უმრავლესობაში ექსცენტრიული კანონები დღესაც არსებობს.
კალიფორნია: თუ ბაყაყი ბაყაყების ხტუნვაში შეჯიბრისას მოკვდება, მისი ჭამა აკრძალულია.ფლორიდა: ბარებში, რესტორნებში ან სხვა ადგილებში, სადაც ლიქიორს ყიდიან, ჯუჯების სროლაში მონაწილეობა ან ნებართვის გაცემა 1000 დოლარით ჯარიმდება.ჯორჯია: ადამიანებს, რომლებიც ლამასნაირთა მონაწილეობით მართავენ ჯირითს ან ატარებენ ტრენინგებს, ცხოველის დაშავების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრებათ.ალაბამა: კონფეტის (ქაღალდის პატარა ფერადი ნაჭრები, რომელსაც სადღესასწაულო წვეულებბებზე გამოიყენებენ) გამოყენება აკრძალულია.ალასკა: ალასკაში ბარში დალევა შეგიძლიათ, მაგრამ შემდეგ სიმთვრალისთვის დაჯარიმდებით.არიზონა: ნებართვის გარეშე ღორების გამოკვება აკრძალულია.არკანზასი: პინბოლის მანქანაზე მოთამაშეს თამაში ეკრძალება, თუ 25-ჯერ ზედიზედ მოიგებს.ილინოისი: რეპტილიების გამყიდველმა მომხმარებელს აუცილებლად უნდა ურჩიოს, რომ ქვეწარმავლებს არ აკოცოს.ინდიანა: შიშველი ხელებით თევზის დაჭერა აკრძალულია.კენტუკი: საჯარო მოხელეებს და კანონმდებლებს ევალებათ, დადონ ფიცი და განაცხადონ, რომ არასდროს მიიღებენ მონაწილეობას დუელში, რომელშიც მომაკვდინებელი იარაღი იქნება გამოყენებული.მასაჩუსეტსი: ეროვნული ჰიმნის დაკვრა ან სიმღერა არამთლიანად ან მისი გამოყენება საცეკვაო მუსიკად აკრძალულია და ისჯება ჯარიმით, არა უმეტეს 100 დოლარისა.მიჩიგანი: მანქანების გაყიდვა კვირა დღეს აკრძალულია.მისური: თუ ხარი 3 დღეზე მეტხანს უაზროდ ირბენს, ნებისმიერ ადამიანს ეძლევა მისი კასტრირების უფლება.მონტანა: ცხოველების რკინიგზაზე გაყვანა და გასეირნება რკინიგზის დაზიანების მიზნით, ისჯება 50 000 დოლარის ოდენობის ჯარიმით, პატიმრობით არა უმეტეს 5 წლისა და სხვა შეზღუდვებით.ნევადა: რენტგენის აპარატის გამოყენება ადამიანის ფეხის ზომის გასაგებად აკრძლულია.ნიუ ჰემფშირი: ღამით ზღვის მცენარეების ტარება ან შეგროვება არალეგალურია.ნიუ ჯერსი: ძარცვის დროს ტყვიაგაუმტარი ტანსაცმლის ტარება აკრძალულია.ნიუ იორკი: საჯარო სივრცეში ნიღბის ტარება და შეკრება კრიმინალად მიიჩნევა.ჩრდილოეთ კაროლინა: ბინგოს თამაში 5 საათზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.ოჰაიო: მიწისქვეშა სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ტუალეტები აღჭურვილი უნდა იყოს "ადეკვატური რაოდენობის" ტუალეტის ქაღალდით.როტ-აილენდი: პროფესიული თამაშების კვირაობით თამაში, ყინულის პოლოსა და ჰოკეის გარდა, მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის ქონის შემთხვევაშია დაშვებული.სამხრეთ კაროლინა: კვირაობით მუსიკალური ინსტრუმენტების გაყიდვა აკრძალულია.სამხრეთ დაკოტა: ფერმებერს მზესუმზირის ნათესების დასაცავად ასაფეთქებელი ნივთირებებისა და ფეიერვერკების გამოყენება შეუძლიათ.ტენესი: სკოლაში მოსწავლეებს ხელების ჩაკიდება ეკრძალებათ.ვერმონტი: სარეცხი თოკი განმარტებულია განახლებად ენერგიის წყაროზე დაფუძნებულ რესურსად, ამიტომ მისი აღკვეთა არ შეიძლება.ვაშინგტონი: ვაშინგტონში დიდტერფასა და სხვა აღმოუჩენელი ქვესახეობების შეწუხება ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.ბონუსი: გიჟური რამეები, რისი გაკეთებაც აშშ-ში კანონიერად შეგიძლიათარიზონაში მართვის მოწმობის სურათში თავზე წვენსაწურის ტარება დასაშვებია.აშშ-ში 9 შტატის კანონის მიხედვით, დათვის შინაურ ცხოველად ყოლა დასაშვებია.შეგიძლიათ, მანქანა შიშველი ფეხებით ატაროთ.აშშ-ის ყველა შტატში ტანკის ფლობა ნებადართულია.ასევე დაგაინტერესებთ:1. 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ 2. 28 უცნაური რამ, რასაც მხოლოდ აზიაში შეხვდებით 3. ეს მხოლოდ რუსეთში ხდება - 20+ საინტერესო ფაქტი
1672 5-ს მოსწონს
|