სხვა 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ 2018, 4 ოქტომბერი, 18:53 სამეფო ოჯახებს შორის ბრიტანული ყველაზე ცნობილია. ადამიანები მთელი მსოფლიოდან აკვირდებიან ელიზაბეთ II-ს, მისი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ცხოვრებას. თუმცა, არის ფაქტები, რომლებზეც შესაძლოა ჯერ კიდევ არ გსმენიათ. სტატიაში გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ბრიტანული სამეფო ოჯახის შესახებ. 10. რამდენი ოჯახის წევრია?საერთო ჯამში, სამეფო ოჯახს 15 წევრი მიეკუთვნება.ესენი არიან: დედოფალი ელიზაბეთ II და მისი მეუღლე ფილიპი, მათი შვილები (ჩარლზი, ანა, ენდრიუ, ედვარდი), მათი შვილიშვილები (უილიამი, ჰარი, ბეატრისი, ეუგენი, ჯეიმსი, ლუიზი), მათი შვილთაშვილები (ჯორჯი და შარლოტი) და დედოფლის და - მარგარეტი. ამას გარდა, კიდევ 15 ადამიანია დედოფლის ნათესავი, თუმცა, მათ ტიტულები არ აქვთ. ესენი არიან ჰერცოგები, გრაფები, ლორდები და ქალბატონები. 9. რას აკეთებს დედოფალი დღის განმავლობაში?დედოფალი დილის 8-ის ნახევარზე იღვიძებს, უშაქრო ჩაის სვამს და რძიან ორცხობილებს ჭამს. ოჯახის წევრები საიდუმლოს ინახავენ და ამიტომ ზუსტა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომელი წარმოების ჩაის ანიჭებს დედოფალი უპირატესობას. ზოგი ამბობს, რომ ეს Earl Grey-ია, ზოგი წყაროს მიხედვით კი, დედოფალი English Breakfast-ის ჩაის სვამს. 9-ის ნახევარზე დედოფალი მეუღლესთან ერთად საუზმობს და ბუკინგემის სასახლეს გადაჰყურებს. როგორც წესი, ისინი სიმინდის ბურბუშელას, იოგურტსა და ტოსტს მიირთმევენ ნეკერჩხლის სიროფით ან მარმელადით. საუზმის დროს დედოფალი გაზეთს კითხულობს. უმეტესად Daily Telegraph-ს ან Racing Post-ს. შემდეგ ის ბრიფინგს უძღვება ასისტენტებთან სხვადასხვა საკითხებზე. ისინი წერილებსაც განიხილავენ, რომლებსაც დედოფალი თავად კითხულობს (დღეში 200-300 ცალი). შემდეგ კი, გვიან ღამემდე, ელიზაბეთი შეხვედრებითა და წვეულებებითაა დაკავებული. დაძინებამდე დედოფალი ეროვნული მნიშვნელობის საქმეებს ეცნობა: ის ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს კითხულობს, რომელსაც ყოველდღე წითელი ჩემოდნით უგზავნიან.8. ელიზაბეთის საყვარელი სამკაულისამწყებიანი მარგალიტის ყელსაბამი დედოფლის საყვარელი სამკაულია. როცა ის 10 წლის იყო, ყელსაბამი საჩუქრად ბაბუისგან, ჯორჯ V-სგან მიიღო.მოგვიანებით, დედოფალმა მერიმ, ელიზაბეთის დედამ, მას მარგალიტის საყურეები აჩუქა. დღეს ორივე სამკაული დედოფლის თანამედროვე სურათის განუყოფელი ნაწილია. 7. ტახტზე ასვლამდე სახელის შეცვლის ტრადიციაუძველესი დროიდან მოყოლებული, ბევრი მონარქი ტახტზე ასვლისას სახელს იცვლიდა. ეს ტრადიცია დიდ ბრიტანეთშიც არსებობს. ასე რომ, კორონაციამდე დედოფალი ვიქტორია პრინცესა ალექსანდრინა იყო, მეფე ჯორჯი კი - ალბერტი. ელიზაბეთ II-მ ამჯობინა, სახელი არ შეეცვალა, რადგან ეს არჩევითი იყო და არა - სავალდებულო.რა თქმა უნდა, ტრადიციის მხარდამჭერებს ჯერ კიდევ ახსოვთ დედოფლის არჩევანი. 2002 წელს, დედოფლის კორონაციის 50-ე წლის იუბილეზე ელიზაბეთმა რამდენიმე წერილი მიიღო შოტლანდიური ნაციონალური პარტიიდან. პარტიის წევრები დაჟინებით მოითხოვდნენ, დედოფალს სახელი შეეცვალა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ელიზაბეთ II ისევ პირვანდელ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დგას. 6. არასწორი შეხედულება ტიტულებზეელიზაბეთს ხშირად ეძახიან ინგლისის დედოფალს, მაგრამ ეს სწორი არაა. პირველ რიგში, ის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მონარქია, ინგლისი კი მთელი ქვეყნის მხოლოდ ნაწილია.გარდა ამისა, ბრიტანელ მონარქს სხვა ქვეყნებშიც აქვს ძალაუფლება, მაგალითად ავსტრალიაში, ანტიგუასა და ბარბუდაზე, ბაჰამის კუნძულებზე, ბარბადოსზე, ბელიზში, კანადაში, გრენადაში, ახალ ზელანდიაში, პაპუა-ახალ გვინეაში... საერთო ჯამში, ელიზაბეთ II 16 ქვეყნის დედოფალი გამოდის. ბევრი გაუგებრობაა პრინცესის ტიტულთან დაკავშირებითაც. ხალხმა დიანას "პრინცესას" დაძახება ქორწილის შემდეგ დაუწყო. თუმცა, ის სამეფო ოჯახში არ დაბადებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ წესების მიხედვით, მისი ტიტული ასეთი უნდა იყოს: "უელსის პრინცესა ჩარლისა, მისი სამეფო უდიდებულესობა". უილიამის ცოლი, ქეით მიდლტონიც არ არის პრინცესა. ის კემბრიჯის ჰერცოგს გაჰყვა ცოლად, ამიტომაც მისი ტიტული ჰერცოგინიაა. 5. როგორ ატარებენ პრინცები თავისუფალ დროს?ბოლო 2 წლის განმავლობაში, უილიამი East Anglian Air Ambulance-ის პილოტი იყო. მისი სამუშაო ცვლა 9.5 საათი გრძელდებოდა (20 საათი კვირაში). თავის ხელფასს კი პრინცი ქველმოქმედებას ახმარდა. მან პილოტის პოსტი 2017 წლის 27 მარტს დატოვა. დღეს კი, 35 წლის ასაკში, უილიამს უნდა, საკუთარი თავი სამეფო ოჯახის მომავალს მიუძღვნას. რაც შეეხება პრინც ჰარის, მას ბრწყინვალე სამხედრო კარიერა ჰქონდა. მან The Royal Military Academy Sandhurst (სამეფო სამხედრო აკადემია) დაამთავრა და პოლკის კავალერიას შეუერთდა.პრინცი ჰარი ორჯერ იყო ავღანეთში და ერთხელ სამხედრო თვითმფრინავის პილოტად მსახურობდა. მოგვიანებით მან ბრძოლაში მონაწილეობისთვის მედალიც მიიღო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ანტიტერორისტულ აქტივობებში ავსტრალიის არმიასთან ერთად. როცა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, პრინცი არმიიდან უკან გაიწვიეს, მან სპორტული აქტივობების ორგანიზება დაიწყო ომში დაშავებული ჯარისკაცების დასახმარებლად. 4. როგორ მიმართავენ ოჯახის წევრები დედოფალ ელიზაბეთ II-ს?სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ოჯახის სხვადასხვა წევრს განსხვავებული პრივილეგია აქვს. ასე რომ, ელიზაბეთის ქმარი მას ლილიბეთს ეძახის. ასე მიმართავდა საკუთარ თავს დედოფალი ბავშვობაში. ოჯახის სხვა ზრდასრული წევრები ვალდებულები არიან, დედოფალს ტიტულით "თქვენი უდიდებულესობა" მიმართონ. საკუთარი შვილიც კი, ამ სახელით მიმართავს დედოფალს, თუ დედას არ დაუძახებს. პრინცი ჯორჯი ელიზაბეთ II-ს გენ-გენს ეძახის, რაც მის ენაზე დიდ ბებიას ნიშნავს.3. დედოფალიც მოკრძალებულიაელიზაბეთ II ნამდვილად მოკრძალებულია და თავისი მოსამსახურეებისთვის მაგალითს წარმოადგენს. ცნობილია, რომ ოთახის დატოვებისას ის ყოველთვის თიშავს სინათლეს და მოითხოვს, რომ სასახლის სხვა მაცხოვრებლებმაც იგივე გააკეთონ. ასევე, წლებია, ის ერთსა და იმავე ფრჩხილის ლაქის გამოყენებას ამჯობინებს. 1989 წლიდან ის მხოლოდ Essie’s Ballet Slippers-ის ფერს ატარებს. დედოფალმა იდეალური ბალანსი იპოვა ბუნებრივ ლაქის ფერსა და დაბალ ფასს შორის. მისი რჩეული ლაქი მხოლოდ 9 დოლარი ღირს.2. რომელ ქვეყნებს სტუმრობს დედოფალი ყველაზე ხშირად?ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლების თქმით, დედოფალი ბრიტანეთის მთავრობის რეკომენდაციებით მოგზაურობს. ასე რომ, ის უმეტესად იმ ქვეყნებს სტუმრობს, სადაც საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი ექნება.1952 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ ელიზაბეთ II 120 ქვეყანაზე მეტს ეწვია. როგორც აღმოჩნდა, დედოფალი კანადის ყველაზე ხშირი სტუმარია (27-ჯერ). ასევე, ის ავსტრალიაში 18-ჯერ იყო. 1. დედოფლის სკანდალური ფოტოები, სადაც ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებს2015 წელს The Sun-მა გამოაქვეყნა 1933 წლით დათარიღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია 7 წლის ელიზაბეთი, მისი და, დედა და ბიძია ედვარდი, რომლებიც ნაცისტური მისალმების ჟესტს აკეთებენ.სამეფო ოჯახის წევრები ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ ამ ფოტოს ამ გზით გამოაშკარავებით. ისინი ფიქრობენ, რომ ისტორიული კონტექსტი ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია: მათი თქმით, ეს ჟესტი, უბრალოდ, თამაშის გამო გააკეთეს და ეს ჩვეულებრივი რამ იყო იმ დროს. ბონუსი: პრინცესა დიანას პირადი ფოტოების კოლექცია2017 წელს, პრინცესა დიანას სიკვდილის 20 წლის იუბილეზე მისი ბევრი მანამდე უცნობი ფოტო გამოქვეყნდა. ეს ორი ფოტო ჰარისთან (მარცხნივ) და უილიამთან (მარჯვნივ) ერთად პრინცესის პირადი კოლექციიდანაა. ჰარიმ ასეთი რამ თქვა: "ჩემს ნაწილს არასდროს უნდოდა ამ ფოტოების ნახვა, ნაწილი კი სწორ დროს ელოდებოდა მათ დასათვალიერებლად". ძმებმა აღნიშნეს, რომ ფოტოების ნახვამ ლამაზი მოგონებები და დედის ღიმილი გაახსენათ.ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, აშშ რომ არ შექმნილიყო 2. ვინ არიან ცნობილი ადამიანების შვილები და რატომ არ მიჰყვებიან ისინი მშობლების გზას 751 3-ს მოსწონს
|