სხვა ეს მხოლოდ რუსეთში ხდება - 20+ საინტერესო ფაქტი 2018, 7 ივლისი, 23:06 ![]() ∎ გზები მოსკოვში ისეთი გადაჭედილია, რომ მდიდარი ხალხი სასწრაფო დახმარების მანქანებს "ქირაობს" საცობებიდან თავის დასაღწევად. ∎ მოსკოვში არსებობდა რესტორანი, რომლის პერსონალსაც მხოლოდ ტყუპები წარმოადგენდნენ. ახლა ის დახურულია. ∎ სანქტ-პეტერბურგის ერმიტრაჟის მუზეუმში 70-ზე მეტი კატაა. ისინი კოლექციას მღრღნელებისგან იცავენ. ამ ტრადიციას იმპერატრიცა ელისაბედმა ჩაუყარა საფუძველი 1745 წელს. სხვათა შორის, ერმიტრაჟის მარმარილოს დერეფნის მთლიანი სიგრძე 22 კილომეტრია. ![]() ∎ რუსებს ძალიან მოსწონთ ტანსაცმლის საკიდი ოთახები. თუ თეატრში ან რესტორანში წახვალთ, აუცილებლად შემოგთავაზებენ მოსასხამის იქ დაკიდებას. ტანსაცმლის საკიდ ოთახებში ძირითადად მოხუცები მუშაობენ. ∎ 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის წყალქვეშა გემები რაღაც პერიოდით PepsiCo-ს ეკუთვნოდა. კომპანიამ 17 გემი იყიდა და შვედურ კომპანიას მიჰყიდა. PepsiCo-ს პრეზიდენტმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს უთხრა: "ჩვენ უფრო სწრაფად განვაიარაღებთ სსრკ-ს, ვიდრე თქვენ". ∎ სასტუმრო ასტორია ის ადგილია, სადაც ჰიტლერი გეგმავდა წვეულების გამართვას ქალაქის დაპყრობის შემდეგ. ![]() ∎ არსებობს კაფეების ქსელი, სახელად ანტი-კაფე, სადაც მხოლოდ იქ გატარებული დროისთვის იხდით, საჭმელი და სასმელი კი უფასოა. ∎ რუსეთში არსებობს ქუჩის დასუფთავების დღე, რომელსაც სუბოტნიკი ეწოდება. მოქალაქეები ქუჩებს მოხალისეობრივად წმენდენ ნაგვისგან და ამაში თანხას არ იღებენ. ![]() ∎ ტბა ყარაჩაის ნარჩენების გადასაყრელ ობიექტად გამოიყენებენ. თუ იქ 1 საათს მაინც გაატარებთ, სავარაუდოდ, მოკვდებით. 2015 წელს გადაწყვიტეს, რომ ტბა ბეტონის ბლოკებით ამოევსოთ. ∎ რაც უფრო პატარაა ქალაქი, უფრო უცნაურია ქალების ვარცხნილობაც. ![]() ∎ ომიაკონი ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტია დედამიწაზე. 1933 წელს ომიაკონის ამინდის სადგურზე ტემპერატურა −67.7 °C დაფიქსირდა. ∎ მოსკოვის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მსოფლიოში. ![]() ∎ ერმიტაჟის თეთრ სასადილო ოთახში საათია. ის 1917 წლის 25 ოქტომბერს ზუსტად დილის 2:10 სთ-ზე გაჩერდა, იმ დროს, როცა კერენსკის დროებითი მთავრობა, რომელსაც თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჰქონდა ძალაუფლება მოპოვებული, ბოლშევიკებმა დაიჭირეს. ეს ის მომენტი იყო, როცა რუსეთში კომუნიზმის ეპოქა დაიწყო. ∎ ქვედა ფოტოზე 1 800 მოთხილამურესა და სნოუბორდელს ხედავთ, რომლებსაც საცურაო კოსტიუმები აცვიათ. მათ გინესის რეკორდი დაამყარეს სოჭში. ![]() ∎ სანქტ-პეტერბურგის ისტორიის მუზეუმში ლენინგრადის გმირი დამცველების ძეგლთან ახლოს, დუმილის დარღვევა მხოლოდ მეტრონომის ხმას შეუძლია. ლენინგრადის ალყის დროს რადიოში სწორედ ეს ხმა გადაიცემოდა, ხალხისთვის რომ ეცნობებინათ, რომ ქალაქი ჯერ ისევ "ცოცხალი" იყო. ∎ ლეგენდის თანახმად, ივანე მრისხანემ თვალები დასთხარა არქიტექტორს, რომელმაც ნეტარ ვასილის საკათედრო ტაძრის მოდელი შექმნა, რათა ივანე მრისხანე დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ასეთ შედევრს სხვაგან ვერ ააშენებდნენ. ![]() ∎ რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც ყველაზე ბევრი დროის ზონაა წარმოდგენილი. სულ 11 დროის ზონა არსებობს. ∎ ქარვისფერი ოთახი (Amber Room; Янтарная комната) მსოფლიოს ერთ-ერთი შედევრია. იგი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ცარსკოე-სელოს სასახლეში მდებარეობდა. ოთახი ნაცისტებმა გაძარცვეს. შემდეგ მას რეკონსტრუქცია გაუკეთეს, მაგრამ დღეს მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ![]() ახლა კი რამდენიმე სახალისო ფაქტი რუსეთზე∎ ეს ფოტოსთვის არაა, ისინი მართლა ერთობიან ![]() ![]() ∎ რუსებს გაყინულ წყალში ცურვა მართლა მოსწონთ. ისინი ხშირად ასე ეპიფანიას აღსანიშნავადაც იქცევიან. ![]() 3457 6-ს მოსწონს
|