x
image
რუსუდან ნადირაშვილი
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - აგლაძის ქუჩაზე 7 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა

image


ელიავას ბაზრობაზე, რკინის საამქროში, დღეს საღამოს გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. თვითმხილველების მტკიცებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად კი, 200 კვ.მ ფართობი დაიწვა. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.


ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.


„აგლაძის 118 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროს. ადგილზე მობილიზებილი იყო 6 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იწვოდა. ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო, მაგრამ დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. დაშავებული არავინ არის. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო სამსახური დაადგენს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთისსამმართველოს უფროსმა კობა ჯოხაძემ.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0