x
image
_K_
როგორ შეუძლია ერთ უბრალო პოსტს თქვენი კარიერის განადგურება - 9 რეალური ამბავი
imageრეპუტაცია, რომელსაც ადამიანები წლების განმავლობაში დიდი შრომით ქმნიან, შეიძლება ერთმა უბრალო ონლაინ-პოსტმა უცებ გაანადგუროს. ისტორიები, რომელსაც სტატიაში გაეცნობით, ჩვენთვის გაკვეთლია: სოციალურ მედიაში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე კარგად დავფიქრდეთ, რადგან წლების წინ დაწერილმა პოსტმაც კი შეიძლება შელახოს ჩვენი კარიერა და რეპუტაცია.


სტატიის ბოლოს გთავაზობთ რჩევებს, როგორ აღიდგინოთ სახელი, თუ უკვე დაუშვით შეცდომა.








1. ჰიპ-ჰოპის მომღერალი და მისი პოლიტიკურად არასწორი განცხადებები


2016 წელს ამერიკელმა ჰიპ-ჰოპის მომღერალმა აზეალია ბანკსიმ პაკისტანელი ზაინ მალიკი პლაგიატიზმში დაადანაშაულა. პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა და ასევე, მკვეთრად და ცუდად გაუსვა ხაზი ზაინის ეროვნებას.


საბოლოოდ, მომღერლის Twitter-ის ანგარიში დროებით დაბლოკეს და აზეალია მოგვიანებით London Music Festival Born and Bred-ის პროგრამაში არ მიიღეს. მისი კარიერა სრულად არ განადგურებულა, თუმცა, გულშემატიკვრებისა და ხელფასის რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდა.


image








2. ფეხბურთის გუნდი და ცუდი მეტაფორა


მოსკოვის ოფიციალურმა ფეხბურთის გუნდმა (სპარტაკი) თავის ოფიციალურ გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც გიორგი გიკიია ბრაზილიელ მოთამაშეებს უღებს ვიდეოს და ამბობს: "შეხედეთ, როგორ დნებიან ეს შოკოლადები მზეში". მოგვიანებით, პოსტი წაიშალა და გუნდის მენეჯერმა უხეში ფრაზისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.


თუმცა, ხალხს მაინც ახსოვს ეს შემთხვევა: ბრიტანულმა გაზეთებმა და BBC-ის არხმა მიმოხილვები გამოაქვეყნეს, სადაც რუსეთის სპარტაკს რასიზმში სდებენ ბრალს.

image








3. მოდელი და მისი ძველი პოსტი


წარმოშობით პაკისტანელი, ბრიტანელი მოდელი ამენა ხანი, პირველი მოდელი და L’Oreal-ის სახე უნდა გამხდარიყო, რომელიც ბურკას ატარებდა. თუმცა, ეს არ მომხდარა, რადგან Twitter-ის მომხმარებლებმა ამენას ძველი პოსტები გაახსენეს, სადაც ის შეურაცხმყოფელ ფრაზებს წერს ებრაელ ხალხსა და ისრაელზე. გოგონამ ასეთი პოსტები 2014 წელს გამოაქვეყნა და წაშალა.

image








4. უადგილო ხუმრობა სამსახურზე


2009 წელს ამერიკელ ქალს - კონორ რაილის სამსახურის შესახებ გასაუბრება ჰქონდა და შემდეგ შეთავაზებაც მიიღო მულტინაციონალური კომპანიისგან - Cisco. მან გადაწყვიტა, ეს კარგი ამბავი Twitter-ის მომხმარებლებისთვის გაეზიარებინა და დაპოსტა: "Cisco-მ ახლახან შემომთავაზა სამსახური! ახლა მაქვს შესაძლებლობა, ცხიმიანი ხელფასი San Jose-ის ყოველდღიური ყოფის შესამსუბუქებლად გამოვიყენო. მეზიზღება ეს სამსახური"!


ეს პოსტი კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეამჩნია და დაუკომენტარა: "ვინ არის დამქირავებელი მენეჯერი? დარწმუნებული ვარ, გაუხარდება, როცა გაიგებს, რომ ეს სამსახური უკვე გეზიზღება". რა თქმა უნდა, Cisco-მ სამსახურის შეთავაზება უკან წაიღო.

image








5. ვარსკვლავის შენიშვნები პროდიუსერზე


2011 წელს ამერიკელმა კინოს მსახიობმა და Two and a Half Men-ის ვარსკვლავმა ჩარლი შინიმ პოსტი დაწერა, სადაც შოუს პროდიუსერი ჩაკ ლორი დაამცირა და კლოუნი უწოდა. საბოლოოდ, სიტკომის მენეჯერმა მსახიობი სამსახურიდან გაათავისუფლა. არადა, სწორედ Two and a Half Men-ის წყალობით გახდა ჩარლ შინი ამერიკული ტელევიზიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.

image








6. სუპერმოდელი და ჩინური რესტორანი

2017 წლის თებერვალში სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი ჩინურ რესტორანს ესტუმრა. მან ბუდას თავის ფორმის ნამცხვარი ნახა, სახესთან ახლოს მიიტანა და მის სახის მიმიკას მიბაძა. მისმა უმცროსმა დამ - ბელამ ამის ვიდეო Twitter-ზე ატვირთა. მოდელის რასისტულმა საქციელმა ბევრი ადამიანი გააღიზიანა და მას ბოდიშის მოხდა მოუწია.


საბოლოოდ, ჯიჯის ჩინეთში წასასვლელი ვიზა არ მისცეს, რის გამოც შანხაიში გამართულ Victoria’s Secret-ის ჩვენებაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

image








7. შეურაცხყოფა სოციალურ მედიაში


ქეითი რიჩიმ, ცნობილი ამერიკული ტელე-შოუ Saturday Night Live-ის სცენარისტმა, Twitter-ზე დაპოსტა, რომ მომავალში ბარონ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟიშვილი, პირველი მსროლელი იქნება, რომელმაც სახლში მიიღო განათლება. ის გულისხმობდა, რომ ბარონს საზოგადოებაში ნორმალური ადამიანივით მოქცევა არ შეუძლია, ამიტომაც სახლში უნდა მიიღოს განათლება. იმ ხალხსაც კი, ვინც ტრამპის წინააღმდეგ იბრძოდა, ეს განცხადება არ მოეწონა. ქეითი რიჩიმ პოსტი წაშალა, ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ NBC-მ მაინც შეუწყვიტა კონტრაქტი.

image








8. ინფორმაციის გაჟონვა


✦ დამწყებ მსახიობ ნიკოლ კეიზერს პოპულარულ ამერიკულ ტელესერიალ Glee-ში პატარა როლი უნდა შეესრულებინა. ის იმდენად აღფრთოვანებული იყო ამ ამბით, რომ Twitter-ზე ამის შესახებ დაწერა და პროექტის მეორე სეზონის "სპოილერი" გამოუვიდა. შოუს მენეჯერი გაოცებული იყო ამ ფაქტით. ასე რომ, ნიკოლის კარიერა სერიალში ისე დამთავრდა, რომ არც დაწყებულა.


✦ ჯოფი ჯოზეფი 2011 წელს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, მან ანონიმური Twitter-ის ანგარიში შექმნა, სადაც ობამას ადმინისტრაციას აკრიტიკებდა და სახელმწიფო საიდუმლოებებს უმხელდა საზოგადოებას. მთავრობამ 2 წლიანი მცდელობის შემდეგ, საბოლოოდ ჯოფი იპოვა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

image








9. ქალიშვილი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მამის კარიერას


ბრუკ ამელია პეტერსონი Apple-ის კონსტრუქტორის ქალიშვილია. როცა მამას ესტუმრა, მან ქალიშვილს ახალი iPhone X მისცა დასატესტად. გოგონამ ახალი iPhone-ით ვიდეო ჩაწერა, მისი რამდენიმე ახალი ფუნქცია აჩვენა საზოგადოებას და ვიდეო YouTube-ზე ატვირთა.


ვიდეოს ატვირთვიდან მალევე Apple-ის წარმომადგენლები გოგონას დაუკავშირდნენ და ვიდეოს წაშლა სთხოვეს. მამამისს ქალიშვილის საქციელის ახსნა და კომპანიისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. თუმცა, Apple-ის წესების დარღვევისთვის ის მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან. მოგვიანებით, პეტერსონმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ამ ქმედებით თუ რომელიმე წესს არღვევდა.

image








ბონუსი: როგორ აღვიდგინოთ რეპუტაცია შეცდომის დაშვების შემდეგ

image


1. წაშალეთ ყველა ძველი თუ ახალი საეჭვო პოსტი სოციალური მედიიდან.


2. მოიხადეთ ბოდიში. გააკეთეთ ეს ერთხელ და მკაფიოდ. მაგალითად, როცა მარია შარაპოვამ ნარკოტიკების მიღების გამო ბოდიში მოიხადა და შეცდომა აღიარა, ამით გულშემატიკვრებისა და სპონსორების მხარდაჭერა და სიყვარული დაიბრუნა.


3. ერთმანეთისგან განასხვავეთ გულწრფელი ბოდიშის მოხდა და მომიზეზება. არასდროს გააკეთოთ ეს უკანასკნელი!


4. ბოდიშის მოხდის შემდეგ, უნდა დაწყნარდეთ. უამრავი კრიტიკაც რომ წამოვიდეს თქვენი მისამართით, ამაზე რეაქცია არ უნდა გქონდეთ. თქვენი ნებისმიერი კომენტარი, უბრალოდ, ნავთს დაასხამს ცეცხლზე.


5. იპოვეთ პატივსაცემი ადამიანი (ცნობილი პროფესორი ან ვინმე, ვინც ხალხს უყვარს), რომელიც შეძლებს, საჯაროდ დაგიცვათ. ამ ხერხით სახალხო კრიტიციზმის ცეცხლი მალე განელდება.


6. გააკეთეთ რამე იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად გსურთ შეცვლა. რეპუტაცია ნელა, მაგრამ მაინც აღგიდგებათ.

image



ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ვუპასუხოთ ინტერვიუს 10 ყველაზე პოპულარულ კითხვას

image

2. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

image


3. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

image


0
1924
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1924
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0