სხვა 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ 2017, 21 დეკემბერი, 2:15 ჩვენი ტვინი საოცრებაა. ის გვეხმარება, დავიპყროთ ნებისმიერი მწვერვალი, ავიხდინოთ ოცნებები, მივაღწიოთ ყველაზე რთულ მიზნებს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ნამდვილად გვინდა, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი.
1. ჩვენი ტვინისთვის არ არსებობს განსხვავება რეალობასა და წარმოსახვას შორის. ჩვენი ტვინი რეაგირებს ყველა ფიქრზე და არ შეუძლია, განსაზღვროს ეს ფანტაზიაა თუ არა. ამიტომაცაა, რომ ის ხალხი, ვინც სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს, ბედნიერია. 2. გონებრივი სამუშაო ტვინს არ ღლის. ზოგჯერ გვგონია, რომ გონებრივი მუშაობით ტვინი გადაიღალა, მაგრამ ეს ფიქრი მხოლოდ ემოციურია და არ შეესაბამება სინამდვილეს. აქტიური მუშაობისას სისხლის მიწოდება ტვინთან უცვლელი რჩება. 3. უმეტეს შემთხვევებში, ტვინი ავტომატურად მუშაობს. ჩვენი ფიქრების ნახევარზე მეტი სინამდვილეში გუშინდელი დღის ფიქრებია. ამიტომაც არის პესიმისტებისთვის რთული, რომ შეცვალონ სამყაროს აღქმა. იმისთვის, რომ პოზიტიურად აზროვნება დაიწყონ, პირველ რიგში, მათ ტვინის "გაწმენდა" სჭირდებათ. 4. ჩვენ ვხედავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ. ნებისმიერი ფიქრი ცხოვრებისეულ გამოცდილებად გადაიქცევა. მაგალითად, თუ პარიზში მოგზაურობაზე ბევრს ფიქრობთ, მის შესახებ პატარ-პატარა "გამახსენებლებს" ყველგან შეხვდებით. თუ გსურთ, რომ შეცვალოთ სამყარო თქვენ გარშემო, პირველ რიგში, შეცვალეთ საკუთარი ფიქრები. 5. ჩვენს ტვინს სჭირდება ვარჯიში, ისევე, როგორც ჩვენს კუნთებს. ტვინი კუნთისგან არ განსხვავდება: მასაც სჭირდება ვარჯიში. სწავლა, სუფთა ჰაერი, მოგზაურობა, ჯანსაღი საჭმელი, ახალი აქტივობები, ჩანაწერების გაკეთება, ცეკვა და ტეტრისის თამაშიც კი სასარგებლოა ჩვენი ტვინისთვის. 6. ტვინი არასდროს ისვენებს. მაშინაც კი, როცა გვძინავს, ჩვენი ტვინი მუშაობას განაგრძობს. სხვათა შორის, მისი აქტივობა ღამის განმავლობაში უფრო მაღალია, ვიდრე დღის განმავლობაში. 7. დასვენება ტვინისთვის აუცილებელია. როცა ბევრი ნეგატიური ფიქრი გვაქვს, იმუნური სისტემა უნდა დავასვენოთ და განვტვირთოთ. ეს ტვინისთვის ყველაზე საჭირო რელაქსაციის ფორმაა. 8. ის, რომ რაღაცები გვავიწყდება, კარგია, ეს ნერვულ სისტემას მოქნილობას, დამყოლობას უნარჩუნებს. ახალი რაღაცების დასამახსოვრებლად საჭიროა, ჩვენმა ტვინმა ძველი მოგონებები დაივიწყოს. კარგი იქნებოდა, თავად გადაგვეწყვიტა, რისი დავიწყება გვინდა და რისი - არა. ამისთვის, ის ინფორმაცია, რისი შენარჩუნებაც გვინდა, უნდა გამოვიყენოთ. 9. ჩვენი ტვინი ტკივილს ვერ გრძნობს. ჩვენი ტვინი რეაგირებს ტკივილზე, მაგრამ საჭირო რეცეპტორების ნაკლებობის გამო მას ვერ გრძნობს. 10. ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ტვინი. ნებისმიერი აქტივობა ტვინში ახალ ნერვულ კავშირებს წარმოშობს. თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ არ შეგვიძლია რამის გაკეთება, ამ აზრს გონება დროთა განმავლობაში უფრო გააღრმავებს. მაგრამ თუ თქვენ გამოიყენებთ ფრაზას "მე წარმატებას მივაღწევ", ტვინი თავად მოგცემთ შესაძლებლობას, რომ მიზანი რეალური გახადოთ. ჩვენ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. მთავარია, ამის გვჯეროდეს! 1793 3-ს მოსწონს
|