x
image
_K_
როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი
imageსტატიაში გთავაზობთ ადრე გაღვიძების 13 ხერხს, რომლებიც ნამდვილად სასარგებლოა და მაშინაც კი მუშაობს, თუ "ღამის ბუ" ხართ, ანუ ღამეს ხშირად ათევთ.



1. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გსურთ ადრე გაღვიძება

ერთი წუთით დაფიქრდით, რატომ გინდათ ადრე გაღვიძება. შევთანხმდეთ, რომ რთულია, უმიზეზოდ აიძულოთ თავს ამის გაკეთება. ადღე გაღვიძებისთვის მხოლოდ ადრე დაწოლა არ არის საკმარისი, მთელი ფსიქოლოგია იმალება ამ ყოველდღიური მარტივი ქმედების უკან.

სანამ დაიძინებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რას მოვიგებ, თუ ხვალ დილით ადრე გავიღვიძებ"? ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში, თავი დაირწმუნეთ, რომ ეს მართლა გსურთ, რადგან თუ მიზეზი არადამაჯერებელი და არასაკმარისია, სწორედ მას შეახსენებთ მეორე დილით საკუთარ თავს, გამორთავთ მაღვიძარას და განაგრძნობთ ძილს.


image



2. მიაჩვიეთ სხეული რეჟიმს

მიაჩვიეთ სხეული, რომ ძილის საჭიროება იგრძნოს. დიახ, ეს შესაძლებელია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინებითა და გაღვიძებით. თუ "ღამის ბუ" ხართ, დილის 8 საათზე დაძინება მიზნის მიღწევაში ნამდვილად არ დაგეხმარებათ.

საღამოს 6 საათზე გაღვიძება და 12 საათზე ისევ დაძინების მცდელობაც უშედეგოა. აირჩიეთ ისეთი დრო, რომელიც ნამდვილად გაწყობთ.

თუ ამას ყოველდღიურად გააკეთებთ, ერთ თვეში უკვე დილით ადრე გაღვიძება აღარ გაგიჭირდებათ.

image



3. შეიქმენით გარემო ძილისთვის

გამორთეთ ყველანაირი სინათლე საძინებელ ოთახში, გადადეთ მობილური ტელეფონები და შეწყვიტეთ ტელევიზორის ყურება ძილამდე ერთი საათით ადრე მაინც, რადგან ეკრანის ლურჯ სინათლეს შეუძლია დააზიანოს ჰორმონები, რომლებიც არეგულირებს თქვენი ძილის ციკლს.

image



4. არ წათვლიმოთ გაღვიძებიდან 7 საათის შემდეგ

თუ ცოტა ხნით წათვლემა გინდათ, არ გააკეთოთ ეს, თუ გაღვიძებიდან 7 საათზე მეტია გასული, თორემ მთელი რეჟიმი ისევ აგერევათ, დაიძინებთ გვიან და გაიღვიძებთ გვიან.

image



5. წადით ლაშქრობაზე ერთი კვირით

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თქვენი სხეული რეჟიმში ჩადგება, თუ ერთ კვირას მაინც გაატარებს ხელოვნური სინათლის გარეშე.

წადით ლაშქრობაზე ერთი კვირით და გადადეთ მობილური ტელეფონები, განსაკუთრებით აუკრძალეთ საკუთარ თავს მათი გამოყენება მზის ჩასვლის შემდეგ, კარავში ძილისას არც ფანრები და ჩირაღდნები დატოვოთ ანთებული.

ერთი კვირის შემდეგ, ადრე გაღვიძება აღარ გაგიჭირდებათ.

image



6. წაიკითხეთ მხატვრული ლიტერატურა

წაიკითხეთ მხატვრული ლიტერატურა მოტივაციის ასამაღლებელი წიგნების, ახალი ამბების და საქმიანი წერილების მაგივრად.

იმეილები საქმეს გახსენებთ, ახალი ამბები გსტრესავთ, მოტივაციის ასამაღლებელი წიგნები კი ახალ იდეებს გაწვდით და გაღელვებთ - ამათგან არცერთი არ დაგეხმარებათ ძილში.

image



7. შექმენით სასიამოვნო რუტინა

რასაც დაძინებამდე აკეთებთ, ეს ერთგვარი ტრიგერია სხეულისთვის ძილის წინ, ამიტომ ეცადეთ, რომ დამამშვიდებელი იყოს და გადააქციეთ რუტინად.

მაგალითად, მიიღეთ გრილი შხაპი და წაიკითხეთ წიგნი დაძინებამდე 15 წუთის განმავლობაში. თუ ამგვარ აქტივობებს ხშირად გამოიყენებთ, ამით სხეულს მიანიშნებთ, რომ დღე დამთავრდა და შეუძლია, ძილისთვის მოემზადოს. აუცილებელია, რომ "ძილისწინა სასიამოვნო რუტინული ქმედებები" ყოოველ დღე ერთსა და იმავე დროს გაიმეოროთ.

image



8. მიირთვით მძიმე ლანჩი

"მიირთვით მსუბუქი საუზმე და სადილი, მაგრამ მძიმე, დატვირთული ლანჩი", - გვირჩევს ექიმი კენი პენგი, სპეციალისტი, რომელიც ძილის დარღვევებს სწავლობს.

image



9. ეცადეთ, გაიღვიძოთ მზიან ოთახში

მზიან ოთახში გაღვიძება უხასიათობას შეგიმცირებთ და უფრო მალე გამოგაფხიზლებთ. იყიდეთ ავტომატური ფარდის გადამწევი და დააპროგრამეთ ის ისე, რომ გაღვიძებამდე ნახევარი საათით ადრე ამუშავდეს.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ smart light, ავტომატური სინათლე, იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენს ოთახს ფანჯრები არ აქვს.

image



10. გამოიყენეთ სხვადასხვა ხერხები, რომ ტვინს ადგომა აიძულოთ

რა არის თქვენი პირველი რეაქცია გაღვიძებისას? მობილურში აჭერთ snooze ფუნქციას (თვლემა) და განაგრძობთ ძილს.

მოდი, ასე მოიქეცით, დააჭირეთ snooze ფუნქციას და ძილის გაგრძელების ნაცვლად ადექით მხოლოდ 10 წუთით (ან იმდენი ხნით, რამდენ ხანზეც გაქვთ თვლემის ფუნქცია დაყენებული).

ეს ხრიკია. იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს ეგრევე ადგომა აიძულოთ, უთხარით მას: "კარგი რა, ადექი, ეს ხომ მხოლოდ 10 წუთია". ამ 10 წუთში რას გააკეთებთ, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შედეგი ერთი იქნება: საწოლში აღარ დაბრუნდებით ძილის გასაგრძელებლად.

image



11. შინაური ცხოველები მაღვიძარად გამოიყენეთ

შინაური ცხოველები კარგი "მაღვიძარები" არიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დილით ჭამის დრო აქვთ. ისინი ჯიუტები და ხმაურიანები არიან, მანამდე არ მოგეშვებიან, სანამ არ ადგებით და ცოტაოდენ საჭმელს არ მისცემთ.

image



12. არ მისცეთ ტვინს უფლება, რომ მოგატყუოთ

განსაკუთრებით მაშინ, თუ "ღამის ბუ" ხართ, დილით თქვენი ტვინი ყველანაირად ეცდება, დაგარწმუნოთ, რომ ძილი უმჯობესია და არ უნდა ადგეთ. არ დანებდეთ! თუ ტვინს მისცემთ უფლებას, რომ გაგაცუროთ, მაშინ ვერასდროს ადგებით ადრე!

image



13. მოიშორეთ "კიდევ 5 წუთის" ჩვევა

თუ ისე ხდება, რომ მაღვიძარას დარეკვამდე გეღვიძებათ, რას აკეთებთ მაშინ? დარჩენილ დროსაც იძინებთ, არა?

ძილის "შებრუნება" ძალიან ცუდი რამაა, მერე უფრო გაგიჭირდებათ გაღვიძება, რადგან შეიძლება, ღრმა ძილში წახვიდეთ. ამიტომაცაა, რომ ასეთ შემთხვევებში, როცა მაღვიძარა 10-15 წუთში რეკავს, გაქვთ იმის შეგრძნება, თითქოს დრო ძალიან უცებ გავიდა.

image


გამოიყენეთ ეს რჩევები და მიეჩვიეთ ადრე გაღვიძებას!

იყავით პროდუქტიულები და არ დაკარგოთ დრო ზედმეტ ძილში!

წარმატებებს გისურვებთ!

image



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

2. ეს უნდა იცოდეთ! რისგან უნდა დაიცვათ თმა

3. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

4. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

5. როგორია სასკოლო ფორმები 15 სხვადასხვა ქვეყანაში

0
1792
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1792
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0