სხვა "სხეულის ენა" 2013, 15 თებერვალი, 18:29
როდესაც ერთი ადამიანი საუბრობს, მეორე კი ისმენს, მსმენელის სახის გამომეტყველებით შესაძლებელია დადგინდეს მისი დამოკიდებულება მოსაუბრის მიმართ, ანუ სასიამოვნოა თუ უსიამოვნო მისთვის ეს საუბარი. წარბის აწევა შეიძლება გულისხმობდეს ურწმუნოებას, ხოლო ტუჩების მანჭვა ყოველთვის ზიზღის მაჩვენებელია. თვალების მოძრაობა თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერესის ან სევდის გამოხატვისას. სოციოლოგებმა "სხეულის ენის" ამ ტიპის კვლევა ჩაატარეს და ჩვენი ცოდნა ამ საკითხის ურთიერთმოქმედებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააღრმავეს: ნივთების სხეულის წინ დაჭერა სიმორცხვის ნიშანია, საუბრისას საათზე და ფრჩხილებზე ხშირად ყურება გამოხატავს მოწყენილობას, ნიკაპზე ხელის მოსმა კი - მოსაუბრის განსჯას, პირის ხელით გადაფარვა ტყუილის გადასაფარი ბუნებრივი ჟესტიკულაციაა, ხელების გადაჯვარედინება აღიქმება თავდაცვის ან ეგოტიზმის ნიშნად, ეჭვის და დაურწმუნებლობის ტიპიური ნიშანია კეფის და კისრის მოფხანა, თვალების ხშირი ხამხამი კი - მღელვარების... და ბოლოს - ღიმილი; ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებს ანაოჭებს და მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას..! 186 7-ს მოსწონს
|