x
image
მანჩო 777
სტოუნჰენჯი - იდუმალებით მოცული ანტიკური ობსერვატორია თუ დროის პორტალი?
სტოუნჰენჯი - გიგანტური ქვის გამოცანაა შუაგულ ევროპაში. დღესდღეობით ძალიან მცირე რამაა ცნობილი იმაზე, თუ ვინ, როდის და რისთვის ააგო ეს უნიკალური ნაგებობა, თუმცა ეს მწირი ინფორმაციაც საკმარისია გავათვითცნობიეროთ, რომ უბრალო ადამიანებს ნამდვილად არ შესწევდათ ძალა და უნარი, აეშენებინათ ეს უზარმაზარი მონოლითი. არსებობს რამდენიმე მოსაზრება სტოუნჰენჯის აგების დროსა და დანიშნულებასთან დაკავშირებით.



image



სტოუნჰენჯი-ქვის მეგალითური ნაგებობაა, რომელიც ლონდონიდან 130 კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

ნაგებობა შედგება ქვის ოთხი დიდი წრისაგან. შიგნითა წრე - ვერტიკალურად მდგომი 5, 5 მეტრი სიმაღლის 30 ქვისგანაა შედგენილი, რომელსაც ჰორიზონტალური გადახურვა აქვს. წრიული კომპოზიციის დიამეტრი 29, 5 მეტრია. მეორე წრეს " მარტოხელა" ქვები შეადგენენ, რომლებიც წინა წრესთან შედარებით მომცრო ზომისაა. მათ მენგირებს უწოდებენ. ცენტრალური, "საკურთხევლის ქვის'' გარშემო კიდევ 19 ვერტიკალურად მდგომი ქვაა განლაგებული; მეოთხე წრე შეკრული არაა და ნალისებრი ფორმა აქვს.




image



ნალისებრი ფორმა აქვს მესამე წრესაც, რომელიც ყველაზე საინტერესოა და აი რატომ:

მესამე წრე შედგება ქვების ხუთი ჯგუფისაგან, რომელთაც ტრილიტებს უწოდებენ. 6-7 მეტრი სიმაღლის ვერტიკალური ფილები ერთმანეთთან ძალიან ახლოს, 30 სმ-ის დაშორებითაა განლაგებული და გადახურულია ჰორიზონტალური ფილით. ვერტიკალური ქვების წონა 40 ტონას შეადგენს. მთელი ეს გრანდიოზული ნაგებობა გარშემორტმულია წრიული თხრილებით. შიგა წრეში განლაგებულია 56 პატარა ორმო, რომლებიც ცარცითაა ამოვსებული.



image



სტოუნჰენჯის მშენებლობისათვის გამოყენებული იყო სამი სახის ბუნებრივი მასალა: დოლერიტი, ვულკანური ლავა და ვულკანური ტუფი. ამ მასალების უახლოესი მოპოვების ადგილი სტოუნჰენჯიდან 210 კილმეტრის დაშორებით-ჩრდილოეთ უელსში მდებარეობს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 3000 წლის წინ ინგლისში საავტომობილო გზატკეცილები და თანამედროვე ტექნიკა არ არსებობდა, ძნელი წარმოსადგენია, თუ რით ახდენდნენ კოლოსალური წონის ქვის ფილების გადატანას მშენებლობის ადგილზე.



image



არსებობს უამრავი ლეგენდა სტოუნჰენჯის აგების და მისი დანიშნულების შესახებ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

ძველი ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი სტოუნჰენჯს აპოლონის ტაძრად მიიჩნევდა, მაგრამ არც იფიქროთ, თითქოს იგი ბერძნებს ან თუნდაც ინგლისში მოლაშქრე რომაელებს აეგოთ. სტოუნჰენჯი არც დრუიდებს ეკუთვნის მიუხედავად იმისა, რომ მათი შთამომავლები დღესაც ასრულებენ თავიანთ რიტუალებს ამ ნაგებობასთან.

მეცნიერთა ნაწილი ამ ძეგლის აშენებას მიაწერს ლეგენდარულ ბრიტანელ დედოფალს ბოადიცას, რომელმაც მოაწყო აჯანყება რომაელთა წინააღმდეგ. ზოგი მას ბრიტანელ მეფეთა მეფედ კურთხევის ადგილად მიიჩნევს, ზოგი კი – მითიური, წარღვნამდელი გიგანტების სამყოფლად; ზოგს ფინიკიელების აგებული ჰგონია, ზოგს ბელგებისა, მაგრამ…



image



ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სტოუნჰენჯი კელტური წარმოშობის ლეგენდარულმა მოგვმა და ჯადოქარმა მერლინმა ააგო. თქმულების მიხედვით,
მერლინის დროს საქსების წინამძღოლმა ჰენგისტმა თავი მოუყარა საქსებსა და ბრიტებს სოლზბერიში და აქ გამართული დიდი საბჭოს შემდეგ 460 ბრიტანელ დიდებულს მუხანათურად მოჰკვეთა თავი.
ამ დიდი სისხლისღვრის შემდეგ მერლინმა მონანიე ჰენგისტს გამოუცხადა:

''- თუ ოცნებობთ დახოცილთათვის ძეგლის აგებაზე, წავიდეთ ''მოცეკვავე გიგანტების'' ქვეყანა კილაროსაში, ირლანდიის მთაზე. უზარმაზარი ქვების დაძვრა მხოლოდ მას ხელეწიფება, ვისი გონებაც მათ სიდიდეს შეეფარდება. აქ, სოლზბერიში, დააწყვეთ ისინი წრიულად და დასჯილებიც უკუნისამდე მოგიტევებენ''.
''მოცეკვავე გიგანტების'' ქვეყნისაკენ 15-ათასიანი ჯარი და სამხედრო ფლოტილია გაემართა, მაგრამ უმცირესი ქვაც კი ვერ დაძრეს ადგილიდან. მაშინ მერლინმა ''ეშმაკური მანქანების მოშველიებით'' ქვები გემზე აზიდა, სოლზბერიში ჩაიტანა და მათგან წრიული ნაგებობა ააგო.
დღეს ეჭვი თითქმის აღარავის ეპარება, რომ მერლინი ისტორიული პიროვნება იყო, მაგრამ სტოუნჰენჯის მშენებლობა შუა საუკუნეების ეპოქას არაფრით არ უკავშირდება. XIV საუკუნისათვის სტოუნჰენჯი იმდენად ძველი იყო, რომ მისი ჭეშმარიტი დანიშნულება უკვე აღარავის ახსოვდა.


image



მოდით, დავივიწყოთ ლეგენდები და ვეცადოთ მეცნიერული ახსნა მოვუძებნოთ ამ უნიკალური მეგალითის აგებისა და მისი გამოყენების პრინციპებს. დედამიწის ბრუნვის ღერძის ნელი გადაადგილების პროცესი საუკუნების და ათასწლეულების განმავლობაში ცაზე თანავარსკვლავედების განლაგებისა და გამორჩეული ვარსკვლავების ხილული მოძრაობის ნელ ცვალებადობას იწვევს. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ნაგებობა სწორედ ამ ცვალებადობის ასახვას ემსახურებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სტოუნჰენჯი იმდროინდელ კომპიუტერს წარმოადგენდა.

ერთი ძალიან გავრცელებული ვერსიის მიხედვით სტოუნჰენჯი მზის კულტთან დაკავშირებული უძველესი ტაძარია. ცნობილი ასტრონომი გერალდ ჰოკინსი მას ასტრონომიულ ობსერვატორიადაც მიიჩნევს. ბრიტანეთის მეგალითური ძეგლების აღწერის შემდეგ ჰოკინგსმა განაცხადა, რომ სტოუნჰენჯი ერთი დიდი კომპლექსის ნაწილია.

მეგალითური კულტურის ძეგლები აღმოჩნდა აგრეთვე საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კრეტაზე, კორსიკაზე, მალტაზე… ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მეგალითური ძეგლები მოშორებულია კარიერებს, მით უფრო, მათი ხელოვნურ კუნძულებზე აგება უფრო ბუნდოვანს ხდის ამ ძეგლების შექმნის მიზანსა და დანიშნულებას.



image



არც ისე დიდი ხანია, რაც მეცნიერებმა ამოხსნეს სტოუნჰენჯის მშენებლობის საიდუმლო: ის არც ჯადოქარ მერლინს აუგია და არც უცხოპლანეტელებს, როგორც ამას სხვა ცივილიზაციების მოტრფიალენი მიიჩნევენ. სავარაუდოდ, მეგალითი კელტური წარმოშობის ტომების ქმნილებაა, რომელსაც რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. აქ ტარდებოდა რიტუალები, რომლის დროსაც დრუიდები თავიანთ ძალებს აერთიანებდნენ ბუნების ძალებთან-დამტკიცებულია, რომ მეგალითი მდებარეობს ენერგეტიკული ველების გადაკვეთაზე.

ძეგლის ასაშენებლად ქვების გადაზიდვა ძირთადად სანაოსნო გზით ხდებოდა. ერთმანეთზე გადაბმული ხის ტივები საკმოდ დიდ სიმძიმეს უძლებდა და იოლი სამართავი იყო. ხმელეთზე კი ქვებს მსხვილი თოკებისა და ხის მორების საშუალებით გაადაადგილებდნენ. ამის გამოსარკვევად ექსპერიმენტიც კი ჩაატარეს: 24 ადამიანს ამ ხერხით შეუძლია გადაიტანოს 5 ტონაზე მეტი სიმძიმის ტვირთი.



image



უახლოესი ადგილი, საიდანაც ყველაზე მძიმე ქვების მოტანას შეძლებდნენ, სტოუნჰენჯიდაან 30 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა ზოგიერთი ქვის ლოდი გაცილებით შორიდან-210 კილომეტრით დაცილებული ადგილებიდანაა მოტანილი. მეცნიერებმა დათვალეს, რომ მონოლითების სამშენებლო ადგილზე გადასატანად საჭირო იქნებოდა 1000 მუშას 7 წელი ეშრომა. ასევე დადგინდა, რომ გადატანამდე ქვებს უხეშად ამუშავებდნენ, რომ ზედმეტი წონა მოეცილებინათ, ხოლო საბოლოო დამუშავება-გაპრიალებას უკვე მშენებლობის ადგილზე ახდენდენ.

ქვების დამუშავება ხორციელდებოდა ცეცხლის, ხის ჩაქუჩების და სიცივის მეშვეობით.

როგორ დგამდნენ ქვის სვეტებს და რაც ყველაზე გასაოცარია, როგორ მოახერხეს კელტებმა ჰორიზონტალური გადახურვის გაკეთება? ასტრონომ ჯერალდ ჰოუკინსის ვერსიით, მუშები ქვების დასაფლავად თხრიდნენ ზუსტად იმ სიღრმის ორმოებს, რამხელაც საჭირო იყო ქვის ბოძების დასაფლავად, ამასთანავე ორმოს ერთი კედელი სწორი კი არ იყო, არამედ 45 გრადუსით დახრილი მიწის ზედაპირთან. ქვას მიახოხებდნენ ორმოს ნაპირთან და თოკების საშუალებით გადაადგილებდნენ ისე, რომ მისი ერთი ბოლო ორმოში ჩაცურებულიყო, შემდეგ კი თოკებითვე წამოაყენებდნენ ფეხზე. მშენებლები ძლიან დიდ დატვირთვას უძლებდბენ მანამდე დაეჭირათ ქვა, სანამ სხვები მიწას არ ჩაუყრიდნენ ორმოში და არ გაამაგრებდნენ ისე, რომ არ წაქცეულიყო; მაგრამ ის, თუ როგორ ახერხებდნენ ათეულობით ტონა სიმძიმის ქვის ფილების ვერტიკალურად მოთავსებას, ეს დღემდე გამოცანად რჩება.



image



კიდევ ერთი კითხვა: როდის ააგეს სტოუნჰენჯი? ბოლო დრომდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მეგალითი აგებული იქნა ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2000 წელს ბრიტანეთის კუნძულებზე მცხოვრები ტომების მიერ მზისა და მთვარის მოძრაობის დასაკვირვებლად, მაგრამ თანამედროვე მეცნიერების ბოლოდროინდელი მონაცემებით არქიტექტურული ძეგლი აგებულია სამ ეტაპად ჩვ. წ.აღ-მდე 2300 - 1900 წლების შუალედში, ხოლო სულ ახლახან მეცნიერებმა დადგინეს, რომ ადამიანები ამ ადგილებში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 7200 წელს ცხოვრობდნენ, ესე იგი დიდი ხნით ადრე სტოუნჰენჯის აშენებამდე. რატომ დასჭირდათ ძველ ადამიანებს ამდენი ძალისხმევა დაეხარჯათ უზარმაზარი ქვის სვეტების გამოთლასა და ადგილამდე მითრევაში, საოცარი მათემატიკური სიზუსტით მათ დადგმაში?- პასუხი ამ კითხვებზე ჯერჯერობოთ არაა, არსებობს მხოლოდ ვერსიები.


image



1998 წელს მეცნიერებმა-ასტრონომებმა კომპიუტერის საშუალებით აღადგინეს სტოუნჰენჯის პირვანდელი სახე და ჩაატარეს სხვადასხვა კვლევები. იმან, რაც ამ გამოკვლევებით დადგინდა, მკვლევარები შოკში ჩაააგდო. აღმოჩნდა, რომ უძველესი მონოლითი არამარტო მზისა და მთვარის კალენდარია, როგორც ამას ვარაუდობდნენ, არამედ წარმოადგენს მზის სისტემის ზუსტ მოდელს. ამ მოდელის თანახმად, მზის სისტემა შედგება არა 9, არამედ 12 პლანეტისაგან. ორი მათგანი პლანეტა პლუტონის ორბიტის მიღმა მდებარეობს, ხოლო მესამე მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის იქ, სადაც ასტეროიდების სარტყელია. პრინციპში ეს მოდელი ამტკიცებს თანამედროვე ასტრონომიული მეცნიერების ვარაუდებს და სავსებით ეთანხმება უძველესი ხალხების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მზის სისტემის პლანეტების რაოდენობა არა ცხრა, არამედ თორმეტია.

და კიდევ ერთი: ინ­გლი­სუ­რი კომ­პა­ნია English Heritage-ის კვლე­ვის შე­დე­გად ქვე­ბის ზე­და­პირ­ზე 72 გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლე­ბიც შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლის­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლია. გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ სტო­უ­ნ­ჰენ­ჯი არა მხო­ლოდ ტა­ძა­რი, არა­მედ უძ­ვე­ლე­სი სამ­ხატ­ვრო გა­ლე­რე­აც იყო.

ნე­ო­ლი­თის ეპო­ქის 83 ნან­გრე­ვი­დან მხო­ლოდ 5-ია მხატ­ვრუ­ლი ჩუ­ქურ­თმე­ბით და­ფა­რუ­ლი. ნა­ხა­ტებ­ზე იმ ეპო­ქის საბ­რძო­ლო ია­რა­ღე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. ჩუ­ქურ­თმე­ბი, მეც­ნი­ერ­თა თქმით, ბრინ­ჯა­ოს ხა­ნა­ში ჩვ.წ.აღ. 18-15 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შე­იქ­მნა. არ­ქე­ო­ლო­გებს ჩუ­ქურ­თმე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად ქვე­ბის ზე­და­პი­რი­დან 22 მმ სის­ქის ფე­ნის აღე­ბა და ლა­ზე­რუ­ლი 3D სკა­ნი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა დას­ჭირ­დათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მი­ღე­ბუ­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი შე­ის­წავ­ლეს. კვლე­ვამ ქვის ლო­დე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ახალ დე­ტა­ლებს მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ გარე და შიდა წრე­ებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ქვე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ეს გან­სხვა­ვე­ბა კი ამტკიცებს იმას, რომ სტო­უ­ნ­ჰენ­ჯის სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტი სხვა­დას­ხვა დროს აღი­მარ­თა.

ლა­ზე­რუ­ლი სკა­ნი­რე­ბის შე­დე­გად ასე­ვე გა­ირ­კვა, რომ ძეგლის "ფა­სა­დი" ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბის დროს მზე სწო­რედ ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს ჩა­დის. ეს ჰი­პო­თე­ზა სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ერთ-ერთი ქვის შეს­წავ­ლა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რო­მე­ლიც ბუ­ნი­ო­ბის დღეს რი­ტუ­ა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს ჩა­მა­ვა­ლი მზის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და.


ყველა ძველი მეგალითის განსაკუთრებული თვისებაა მათი ზემაღალი სეისმომდგრადობა. გამოკლვლევებმა აჩვენა, რომ მათი მშენებლობის დროს გამოიყენებდნენ სპეციალურ პლატფორმებს, რომლებიც ასუსტებდნენ ან მთლიანად ახშობდნენ მიწისქვეშა ბიძგებს.



image


მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ვინ და რა მიზნით ააგო ეს უზარმაზარი მონოლითური ობსერვატორია, ერთი რამ ცხადია: ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს უძველესი მშენებლები, ისინი ფლობდნენ კოლოსალურ ცოდნას ასტრონომიაში, მათემატიკაში, არქიტექტურასა და გეოლოგიაში და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პრეისტორიულ პერიოდში უზარმაზარი მონუმენტები და ნაგებობები მსოფლიოს ბევრ კუთხეში შენდებოდა, მაშინ შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ჩვენ-თანამედროვე ადამიანებმა ჩვენი საკუთარი ისტორიის შესახებ ფაქტიურად არაფერი არ ვიცით.

ბევრ მეცნიერს სტოუნჰენჯი მოჰყავს მაგალითად ძველი ბრიტანელების განსაცვიფრებელი ასტრონომიული ცოდნისა. გამორიცხული არაა, რომ ბრიტანეთის და ჩრდილოეთ საფრნაგეთში მცხოვრები ძველი ხალხებისათვის სტოუნჰენჯისმაგვარი მეგალითური ნაგებობები წარმოადგენდა როგორც ასტრონომიულ, ასევე რიტუალურ ნაგებობებს. აქ სწავლობდნენ პლანეტებს, ვარსკვლავებს, მზისა და მთვარის ამოსვლას და ჩასვლას და აქვე ახდენდნენ მიცვალებულების დაკრძალვას, რაზედაც მეტყველებს უამრავი სამარხი და სხვა სარიტუალო ადგილები.


სხვათაშორის, ძველმა ბრიტანელებმა სტოუნჰენჯს "მოცეკვავე გოლიათები" შეარქვეს, ზოგიერთ წყაროში კი ის "გოლიათების ხორუმადაა" მოხსენიებული; თუმცა მეგალითის ყველაზე გავრცელებული სახელწოდება "მოცეკვავე ქვებია". ამ გიგანტური ნაგებობის შეხედვისთანავე ცხადი ხდება, რომ ეს შედარებები აბსოლუტურად მიესადაგება ამ უნიკალურ, განსაცვიფრებელ, დიდებულ ნაგებობას.





სანამ მეცნიერები სხვადასხვა ვერსიებსა და ვარაუდებზე იმტვრევენ თავს, სტოუნჰენჯი ამაყად დგას და ისევ აგრძელებს ჩვენ გაოცებას თავისი იდუმალებითა და დიდებულებით.

4
1743
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1743
  
2018, 19 სექტემბერი, 10:43
''ნოდარი'' განსაკუთრებით მომეწონა :დ
2018, 19 სექტემბერი, 9:53
ამხელა საიდუმლო ქმნილება რომ უბრალოდ ვინე ნოდარის აშენებული იყოს, რაღაც არ მომწონს ეგ ვერსია:დ
2018, 18 სექტემბერი, 23:02
როგორც ჩანს, რომანტიკოსი ხართ ბუნებით, ჩემსავით...მეც მაგ ვერსიის მომხრე ვარ :)
2018, 18 სექტემბერი, 11:06
რამდენი ვერსიაა.. მე მაინც მინდა, რაღაც ზებუნებრივი იყოს ამაში. მაგ: უცხოპლანეტელები:)
0 1 4