x
image
მოზამბიკელი
ანატოლი ბიბილოვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში იმყოფებოდა

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც დე ფატქტო რეჟიმის მხრიდან არაერთხელ გახდა შევიწროვებისა და დევნის მსხვერპლი, სოციალურ ქსელში ინფრომაციას ავრცელებს:

image

"გუშინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა პარტია "ერთიანი ოსეთი" ს რეგიონული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მაია ფარჩუკაშვილი(ელზა ქისიევა). აქ მისი პარტია მმართველი ძალაა და არაერთი აკრძალვა რაც აქ გატარდა, სწორედ მათი შემოქმედებაა. საკმაოდ აქტიური წევრია ქალბატონი მაია- ელზა. გარდა ამისა, ის ჩემ საქმეში პროკურატურის მიერ დაზარალებულადაა ცნობილი, მისი და მისი სამი მეგობარს განცხადების საფუძველზე, რომლითაც პროკურატურას მიმართეს 2017 წლის 16 აგვისტოს, დამაპატიმრეს და შემდეგ ბინაში ჩხრეკა ჩამიტარეს. ამოღებული ნივთები დღემდე არ დაუბრუნებიათ... წელიწადი და ერთი თვე ფაქტიურად ტყვეობაში ვარ- სასამართლომ ამიკრძალა გადაადგილება, განცდებზე, სტრესზე სულ ვწერ აქ, ჯანმთელობა შემერყა მე და ჩემი ოჯახის წევრებს, სასამართლოსთან დაკავშირებულმა ხარჯებმა 23. 000 ლარს გადააჭარბა და წინ კიდევ იქნება პროცესები, რაც ხარჯებს ზრდის. ყველაზე აქტიური ჩემ საქმეში აღნიშნული ქალბატონია. დღეს 3 მუხლით მასამართლებენ აქ, სამივე ს/ს საქმეა, ჯამში 1 წლიანი პატიმრობა მელის და მიჩნდება კითხვა, შეიძლება ასე თავისუფლად გადაადგილდებოდეს სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე? ეს ანატოლი ბიბილოვის პარტიაა, პარტიის რომელის ინიციატივით აქ მოსახლეობა 5 კატეგორიად დაგვყო და შესაბამისად აპირებს მოპყრობას?
მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლების Keti Tsikhelashvili აზრი ან რა ვიცი, პრობლემა არაა ასე თავისუფლებად იმოძრაოს ამ ქალბატონმა, რომელიც აქ ადამიანებს დევნის, თუ "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეიძლება გათხარო?"-წერს მეარაყიშვილი.

image

0
112
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0