საზოგადოება ირინა სარიშვილი:მაგიჟებს შეკითხვა: მერე რა იქნება? 2018, 15 სექტემბერი, 17:00 ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს:
"მაგიჟებს შეკითხვა: მერე რა იქნება?
პეტიციაა ხელმოსაწერი, პოზიციას ეთანხმები მაგრამ მეკითხები – რომ მოვაწერ მერე?
ქუჩაში ხარ გასასვლელი პროტესტისთვის, შენც აპროტესტებ მაგრამ სანამ გახვალ კითხულობ, რომ გავიდე მერე?
რას გეტყვით იცით? სახლიდან როცა გადიხართ, ან უბრალოდ იღვიძებთ, დგებით და პირს იბანთ, ზუსტად იცით მერე რა იქნება??? რა მერე? რის მერე? შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე და დაელოდე რა იქნება მერე! თუ არ მოგეწონება, კიდევ გააკეთე და კიდევ დაელოდე და ასე გააგრძელე – ზუსტად ისე როგორც ყოველდღე იღვიძებ, პირს იბან და საუზმობ!!! ნუ ეფარები მერე–ს! დღევანდელი გასაკეთებელი გააკეთე დღეს!"-წერს სარიშვილი 160 შეფასება არ არის
|