x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ დავიგდოთ მაღალი არტერიული წნევა წამლის გარეშე

ექიმები გვიმტკიცებენ, რომ იმ პაციენტებმა, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, ყურადღება უნდა მიაქციონ დიეტას და სპორტს.ეს შეეხება როგორც მამაკაცებს ისე ქალებს.

image

ასეთი დასკვნა ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ გამოიტანეს ამერიკელმა მედიკოსებმა, სადაც მონაწილეობდა 129 პაციენტი 40-იდან 80 წლამდე, რომლებსაც აწუხებდათ მაღალი წნევა და ზედმეტი წონა.ისინი დაყვეს სამ ქვეჯგუფად და ყოველ ჯგუფისთვის შემქნეს სპეციალური პროგრამა.


პირველ ჯგუფს დაენიშნა სპეციალური დიეტა ხილ-ბოსტნეულის მაღალი შემცველობით და ეძლეოდათ შეზღუდული რაოდენობის წითელი ხორცი, მარილი და ტკბილეულობა, ასევე კვირაში სამჯერ სპორტულ ვარჯიშებს ასრულებდნენ მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ.



მეორე ჯგუფი იკვებებოდა იგივე პროგრამით, მაგრამ ფიზიკური ვარჯიშების გარეშე.


რაც შეეხება მესამე ჯგუფს, ისინი საკუთარ ნებაზე მიუშვეს, ანუ არც სპეციალური დიეტა დაენიშნათ და არც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებდნენ, ექსპერიმენტში მონაწილეებს ეძლეოდათ წამლებიც.


ექსპერიმენტის შემდეგ პირველი ჯგუფის პაციენტებს არა მარტო წნევა დაუქვეითდათ, (16 პუნქტი "ზედა"-10 პუნქტი "ქვედა")არამედ წონაშიც დაიკლეს, ამასთანავე ექსპერიმეტში მონაწილეთაგან, მხოლოდ 15%-ს დასჭირდა წამალი.


ამრიგად ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცხოვრების წესის შეცვლით 16 კვირაში შესაძლებელია არა მარტო მაღალი წნევის დაწევა, არამედ

არტერიული ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემცირებაც.

კვლევის დასკვნა გამოქვეყნდა პორტალზე EurekAlert-ზე.

0
307
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0