საზოგადოება ვასიკო ოდიშვილის შოუ „ვასმედია“ ტელეიმედის ეთერში გავა 2018, 7 სექტემბერი, 11:23 ცნობილი იუმორისტული ტელე-შოუების წამყვანი ვასიკო ოდიშვილი, რომლის გადაცემებიც საკმაო რეიტინგით გამოირჩეოდა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება. გავრცელებული ცნობით, ახალ სეზონს ვასიკო ოდიშვილი ტელეკმპანია „იმედში“ დაიწყებს. გადაცემის ეთერში გასვლის დღე და საათი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ტელეიმედის ეთერში უკვე ტრიალებს გადაცემის ანონსი, რომელიც მაყურებელს აუწყებს, რომ სულ მალე ვასიკო ოდიშვილის საავტორო შოუს სწორედ ამ არხზე ვიხილავთ. ვასო ოდიშვილის ცნობილი გადაცემა „აბები“, ტელეკომპანია მაესტროში წილების გადანაწილებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო დაიხურა. მოგვიანებით შოუ მხოლოდ რადიო მაესტროს ეთერში გაგრძელდა. 221 შეფასება არ არის
|