x
image
ციცი
Mediator image
საკურორტო რომანი

imageსაკურორტო რომანი-ეს არის ურთიერთობა, რომელიც არავის არაფერში არ ავალდებულებს. იგი იწყება დასვენების დროს და იქვე მთავრდება. მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევებიც. ფსიქოლოგები თვლიან, რომ საკურორტო რომანი ეს არის დროებითი გართობა, განსაკუთრებით კი მამაკაცებისთვის, მაგრამ როგორც ვიცით არ არებობს წესები გამონაკლისის გარეშე. ამიტომ ზოგიერთი ასეთი რომანი შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობაში. რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა შეიძლება ამოვიცნოთ გარკვეული ნიშნებით: 1-ის არა მარტო გიკეთებთ კომპლიმენტს თქვენი სილამაზის შესახებ და თქვენს მოხიბვლას ცდილობს, არამედ ცდილობს გაიგოს ყველაფერი დაწვრილებით თქვენი ცხოვრების შესახებ. თუ მამაკაცს აინტერესებს დეტალები თქვენი ბავშვობიდან, თქვენი მისწრაფებები და მიზნები, მას შეიძლება არ შეუყვარდით, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს რომ ის სერიოზულად დაინტერესდა თქვენით.

2-ის არ გაჩქარებთ თქვენ რომ დაგითანხმოთ სექსზე. საკურორტო "დონჟუანები", როგორც წესი ცდილობენ რაც შეიძლება მალე გააქანონ საწოლიკენ ლამაზმანი, რომელსაც თვალს დაადგამენ. თუ თქვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებით მამაკაცს და ის თქვენგან მსგავს რამეს არ ითხოვს, ესე იგი მას თქვენთან სერიოზული ურთიერთობა სურს. 3-იგი ბევრს გიყვებათ თავისი ცხოვრების შესახებ. საკურორტო რომანის მოყვარულები ყოველთვის ცდილობენ, რომ თავისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია დაუმალონ გაცნობილ ქალბატონებს, რადგან ისინი არ ფიქრობენ ურთიერთობის გაგრძელებას მათთან. ხოლო თუ მამაკაცი დაწვრილებით საუბრობს თავისი ცხოვრების დეტალებზე, ესეიგი იგი თქვენით დაინტერესებულია. 4-ის გაძლევთ თქვენ არა მარტო მობილურის ნომერს, არამედ სახლის ნომერსაც. მას ესეიგი სურს რომ თქვენ დაურეკოთ. 5-იგი თქვენს ყველა კორდინატს იწერს დიდი მონდომებით. მას აინტერესებს სახლის მისამართი, თქვენი სამუშაო თუ სასწავლო დაწესებულება-ეს იმას ნიშნავს რომ მამაკაცი აპირებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას. 6-ის უცოლოა. კურორტებზე ბევრი ცოლიანი მამაკაცია, რომლებიც გართობის მიზნით მალავენ თავისი მეორე ნახევრების არსებობას. გაიგო მამაკაცი ცოლიანია თუ არა რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია სოციალური ქსელების საშუალებით. და ბოლოს თუ ეს ყველა ნიშანი სახეზეა, ბოლომდე მაინც ნუ იქნებით დაიმედებული და ნუ მიენდობით-გვაფრთხილებენ ფსიქოლოგები, რადგან ეს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ მამაკაცს მოცემულ მომენტში სურს ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ არავინ იცის სინამდვილეში როგორ მოიქცევა ის. არსებულ ვითარებას რაც შეიძლება ფილოსოფიურად მიუდექით.

5
1694
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1694
  
2012, 6 აგვისტო, 21:46
ჰოო, ტკბილი მოგონებები ამეშალა...
2012, 22 ივლისი, 22:42
აცი უკვე კაცებს უნდა გვასცავლოტ როგორ დავიცვატ ტავი კალებისაგან :)))))
2012, 5 ივლისი, 15:04
მადლობა:))))))))))
2012, 5 ივლისი, 15:03
იფ იფ, რა სტატიაა :)))) :D +1000 არის სიმართლის ნაპერწკალი :)))
0 1 5