x
image
ციცი
Mediator image
ლელა მებურიშვილი მეორე შვილის დედა გახდა.
image


მსახიობი და ტელეწამყვანი ლელა მებურიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მას გოგონა შეეძინა, რომელსაც სოფია დაარქვეს. ორსულობის ბოლო თვეები ლელამ ჩიკაგოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა და პატარა სოფიაც ამერიკაში მოევლინა ამ ქვეყანას.

როგორც მოგეხსენებათ ლელას მეუღლე ბაჩო საგანელიძეა, რომელიც პოლიტიკოსის და პარლამენტარის დავით საგანელიძის ძმისშვილია.

წყვილის სიყვარულის შესახებ ბევრს ჭორაობდნენ. ლელა მებურიშვილი დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდა თავისი რჩეულის სახელს და მათ ყველასგან მოულოდნელად, 2013 წლის 12 ოქტომბერს ვიწრო წრეში ჯვარი დაიწერეს, რის შემდეგაც თაფლობის თვის გასატარებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ.

ყველასთვის საყვარელ და მომხიბვლელ მსახიობს ლელა მებურიშვილს პირველი შვილი ბიჭი ყავს. პატარა ალექსანდრეც 2014 წლის 4 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. ლელას და ბაჩოს ორივე შვილი, ამერიკის მოქალაქეები არიან.


პირველ შვილზე, ალექსანდრეზე ორსულობის პერიოდში ლელა მებურიშვილი ყველაზე პოპულარულ ქართულ ტელესერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს როლს თამაშობდა, მაშინ მან ნინო გაჩეჩილაძე ჩაანაცვლა ამ როლში, თუმცა ქართველმა სერიალის მაყურებელთა უმრავლესობამ კატოს როლზე მისი გამოჩენა უარყოფითად შეაფასა. ფეხმძიმობის ბოლო თვეებში კი ამერიკაში გამგზავრების გამო სერიალში აღარ მონაწილეობდა. ახლა კი "ჩემი ცოლის დაქალებს" ისევ ძველი კატო თამაშობს. თუმცა ლელას სერიალიდან წასვლის მიზეზი, როგორც ასახელებდნენ კონკურენტ ტელევიზიაში, "იმედზე" ტელეწამყვანად გადასვლა იყო.

ვულოცავთ ლელა მებურიშვილს პატარა სოფიას დაბადებას და ბედნიერ დედობას ვუსურვებთ!imageimageimageimage

1
733
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
733
  
2016, 12 სექტემბერი, 15:49
თქვენ გაიხარეთ ამაღამ მშვიდად დამეძინება. აქამდე მაგაზე ვნერვიულობდი. ხო მართლა პირველი როდის შეეძინა?
0 1 1