"მაპატიე, რომ... ყველაზე და ყველაფერზე ვიფიქრე, შენს გარდა..."-ნიკა გვარამია მეუღლეს საჯაროდ უხდის ბოდიშს-"სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ..."
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუღლეს საჯაროდ უხდის ბოდიშს:
"მოვიდა დრო და როგორც იქნა მყოფნის გამბედაობა, საჯაროდ მიყენებული ტკივილის შემდეგ, საჯაროდვე ვუთხრა:
სოფო, ყველაზე კარგი ხარ და სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ...
მაპატიე, რომ იმ აღიარების უმძიმეს წუთებში, ყველაზე და ყველაფერზე ვიფიქრე, შენს გარდა. ყველას და ყველაფერს გავუფრთხილდი, შენს გარდა. ყველას და ყველაფრისთვის ვიბრძოლე, შენს გარდა.
და დღეს ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი გამომრჩა - შენ. თუმცა, მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი და ასჯერ რომ განმეორდეს, ასივეჯერ იგივეს ვიზამ.
მადლობა, რომ პირველმა შენ მომიწონე, რაც ვქენი. მადლობა, რომ პირველი შენ დამიდექი გვერდით. მადლობა, რომ ისეთ მორალურ სიმაღლეზე დადექი, რომელსაც მე ვერასდროს შევწვდები. სინამდვილეში, იმ აღიარების ყველაზე დიდი გმირი შენ იყავი და ყველაზე დიდი მსხვერპლიც შენ გაიღე.
მადლობა, რომ მყავხარ და გიყვარვარ იმაზე მეტად, ვიდრე ვიმსახურებ..."
სტატუსს კომენტარებში გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი გამოეხმიანა:
" შენ იმ დღეებში ყველა ადამიანისთვის მაგალითი იყავი.ხშირად ვეკითხები ჩემს თავს-კიდევ რამდენი ადამიანი შეძლებდა ასე მოქცევას?ფაქტი სახეზეა-ბევრი ვერა.ხშირად მახსენდება ის ეთერი....ჩემი პატივისცემა შენს მეუღლეს, რომელიც უღირსეულესად მოიქცა..."