ქალი და მამაკაცი ვანგას შესახებ გაგონილმა სიმართლემ მსოფლიო გააოცა 2012, 2 ივნისი, 12:11 ევანგელია იგივე ვანგა, იყო ბულგარელი ნათელმხილველი. იგი დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. 12 წლის ასაკში ვანგამ მხედველობა დაკარგა. ძლიერმა ქარიშხალმა იგი ჰაერში აიტაცა რამდენიმე ასეულ მეტრზე . მხოლოდ საღამოს იპოვეს ვანგა ახლობლებმა და მას თვალები მტვრით ჰქონდა გამოვსებული. შედეგად კი ვანგა დაბრმავდა. საყოველთაო ყურადღება, ვანგამ მიიპყრო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მის შესახებ გავრცელდა ხმები რომ მას შეეძლო დაედგინა სად იმყოფებოდნენ დაკარგული ჯარისკცები და განესაზღვრა ცოცხალები იყვნენ თუ გარდაცვლილები. მას შეეძლო დიდი სიზუსტით განესაზღვრა ადამიანის დავადება და ეწინასწარმეტყველა მათთვის მომავალი. ვანგას მიერ ნაწინასწარმეტყველები ბევრი მსოფლიო მოვლენა დიდი სიზუსტით ახდა. მაგრამ წინასწარმეტყველებასთან ერთად ვანგას შეეძლო ყვარებოდა და ყოფილიყო ვინმესთვის სასურველი. იგი ცოლად გაყვა უსინათლო ბიჭს, დიმიტრის, მაგრამ ამ ქორწინებით ვანგა ბედნიერი არ ყოფილა. თავიდან ყევლაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ მისმა მეუღლემ ვერ გაუძლო ვანგას ამ ნიჭს და სასმელს მიეძალა. ვანგა მეუღლის სიკვდილს დიდხანს განიცდიდა და ტრაურს არ იშორებდა. ცოტა ვინმემ თუ იცის იმის შესახებ, რომ ვანგას ჰქონდა კიდევ ერთი ტრაგიკული სიყვარული. ამ სიმართლის გაგებამ მსოფლიო გააოგნა. მასს შეუყვარდა თავისი მცველი, რომელიც სახელმწიფომ მიუჩინა. უკვე ხანდაზმულ ვანგას შეუყვარდა თავისი ახალგაზრდა მცველი, რომელიც დაქორწინებული იყო და შვილებიც ჰყავდა. ამიტომ მათ შიორის არაფერი არ მომხდარა. ვანგა უბრალოდ ტკბებოდა სიყვარულის ამ გრძნობით და თავს ბედნიერად გრძნობდა. 14516 13-ს მოსწონს 1-ს არა
|