ქალი და მამაკაცი " მიყვარხარ, ბაო!"-როგორ მიულოცა ზურა ხაჩიძემ ხათუნა ჟორდანიას დაბადების დღე. 2016, 9 თებერვალი, 19:03 ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" მომღერლის, ზურა ხაჩიძისა და მომღერალ ნინი ქარსელაძის დედის, ხათუნა ჟორდანიას ქორწილმა წლების წინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფიქრობდნენ, რომ მათი ოჯახი მალე დაინგრეოდა, რადგან ხათუნა ჟორდნია მეუღლეზე, ზურა ხაჩიძეზე დაახლოებით 10 წლით უფროსია. მათ ქორწინებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ხშირად აშორებდნენ ერთმანეთს, მაგრამ წლების გავლის შემდეგ წყვილმა დაამტკიცა, რომ მათი სიყვარული ანგარებაზე არ იყო დაფუძნებული. ხათუნასათვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი უიღბლო ქორწინებიდან ყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი, ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. დღეს ქართულ შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის, მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება. დღეს ხათუნა ჟორდანიას დაბადების დღეა. როგორც ვიდეოდან ჩანს, ხათუნას იუბილეს მისი ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ხოლო მეუღლემ და შვილმა, ნინი ქარსელაძემ ვარდების თაიგული და ტორტი მიართვეს. ზურა ხაჩიძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზეც ულოცავს დაბადების დღეს საყვარელ მეუღლეს და აქვეყნებს ვიდეოს: "მსოფლიოში ყველაზე კარგ ცოლს, მეგობარს, დედას, დას ვულოცავ დაბადების დღეს და მინდა ვუთხრა, რომ მიყვარხარ ბაო!" 516 2-ს მოსწონს 1-ს არა
|