საზოგადოება ამერიკაში მცხოვრები ქართველი:ჯენარო გატუზოს ეს განცხადება იგივეა ჩემთვის, კახი კალაძემ რომ გიდობა გამიწიოს მეტროპოლიტენ მუზეუმში 2018, 4 სექტემბერი, 15:09 ამერიკაში მცხოვრები ქართველი, რომელიც სოციალურ ქსელში "ერთხელ ამერიკაში" სახელით უამრავ საინტერესო პოსტს გვთავაზობს, წერს: "ორი დღეა ფეისბუქზე ჯენარო გატუზოს განცხადებას დაათრევენ, ის ხალხი რომლებიც ტრ@კებს ძალიან უფრთხილდებიან და გეების ეშინიათ. მოდი დავანებოთ თავი, რას იძახის ჯენარო გატუზო და სხვა უფრო მნიშვნელოვან მხარეზე ვისაუბროთ. ესეგი, საქართველოს გარკვეული საზოგადოებისთვის, თუნდაც ჯენარო გატუზოს სიტყვები მნიშვნელოვან განცხადებათ ითვლება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ფეხბურთელი მილანში თამაშობდა, უბრალოდ პოპულარულია და ცნობადი სახეა. გამოდი რომ ეს ხალხი პოპულარულ ადამიანების სიტყვას იჯერებს და არავისთვის არაა მნიშვნელოვანი, ეს პოპულარული ადამიანი ფეხბურთის გარდა თუ ერკვევა სხვა რამეში, მაგალითად სკოლა თუ აქვს დამთავრებული, უმაღლესი განათლება თუ აქვს და ასე შემდეგ, მისი კომპეტენტურობა ამა თუ იმ საკითხში არავის აინტერესებს. ჯენარო გატუზოს ეს განცხადება იგივეა ჩემთვის, როგორც კახი კალაძემ რომ გიდობა გამიწიოს მეტროპოლიტენ მუზეუმში, "-წერს ემიგრანტი. 817 5-ს მოსწონს
|