სხვა რატომ მირთმევენ ჩინეთში საჭმელს ჩხირებით და რატომ არასოდეს იყენებენ კოვზს 2018, 4 სექტემბერი, 9:53 ტრადიციულად, ჩხირებს იყენებენ არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ იაპონიაში, კორეასა და ვიეტნამში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე ადამიანთა ერთი მესამედი საკვებს ჩხირებით მიირთმევს. მეტალის ჩხირები, ტანის დინასტია (618−907 წწ.), ჩინეთი. ლეგენდის თანახმად, საჭმლისთვის განკუთვნილი ჩხირები გამოიგონა იუ დიდმა - ჩინეთის მითიურმა მმართველმა, რომელიც, ვითომდა ჩვ.წ.-მდე III ათასწლეულში ცხოვრობდა. ამბობენ, ერთხელ მდუღარე ქვაბიდან მოხარშული ხორცის გამოსაღებად მან უბრალოდ ორი ტოტი მოტეხა ხეს. თუმცა არქეოლოგები თვლიან, რომ ჩხირები გაცილებით ადრე გამოიგონეს - დაახლოებით 9 000 წლის წინ. საკვების ჩხირებით მირთმევის ტრადიცია იმდენად მყარად დამკვიდრდა, რომ 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას და ახალ მნიშვნელობასაც იძენს. ტრადიციული ჩინური ფილისოფიის მიხედვით, ჩანგალი და კოვზი ომის სიმბოლოებია, ხოლო ჩხირები შეესაბამება ძენის სწავლებას, რომელიც ძალადობისგან თავის შეკავებას და მშვიდობას ქადაგებს. ამას გარდა, ორი ჩხირი, რომელთაგან ერთი გაუნძრევლადაა, მეორე კი მოძრაობს, წარმოადგენს ინის პასურ და იანის აქტიურ ელემენტებს. ჩხირის გარეგნული სახეც ნიშანდობლივია: ვიწრო, მომრგვალებული ბოლო არის ცა, ხოლო ფართო, კვადრატული - დედამიწა. ორ ჩხირს შორის მოთავსებული თითები განასახიერებს კაცობრიობას, რომელიც სასიცოცხლო ძალებს ციდან და დედამიწიდან ერთნაირად იღებს. თუმცა ყველაფერი არც ესაა. ტრადიციულიად, ჩხირის სიგრძე არის 7 ჩინური ცუნი (დაახლ. 23 სმ) და 6 ფენი (დაახლოებით 2 სმ), რაც განასახიერებს 7 გრძნობასა და 6 სურვილს, რომლებიც აღწერილია ბუდისტურ ღვთისმსახურებაში. ჩხირების გამოყენებას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს: საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩანგლით და კოვზით ჭამა გაცილებით მარტივი და სწრაფია. ჩხირებით კი ჭამის პროცესი ნელდება, ეს კი ხელს უწყობს ჭამის ხარისხის გაუმჯობესებას. საკვები კუჭს ნელ-ნელა მიეწოდება, უმჯობესდებს საჭმლის მონელების პროცესი. ამასთან, საკვების დაგემოვნებაც უფრო სასიამოვნო ხდება. ამ პროცესში აისახება აღმოსავლური ტრადიცია, რომლის თანახმად, კვების პროცესი განსაკუთრებული რიტუალია, რომელსაც აჩქარება არ უყვარს. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩხირების მოხმარება ბავშვებში გონებრივ და მცირე მოტორიკის განვითარებას უწყპბს ხელს, რადგან თავად ჩხირების გამოყენების პროცესი მთელი ხელოვნებაა, რომელსაც სწავლა სჭირდება. იაპონიაში ბავშვებს ერთ წლის ასაკიდან სპეციალურად ასწავლიან ჩხირების გამოყენებას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები რომლებსაც ადრეული ასაკიდან იყენებენ ჩხირებს, გონებრივად უსწრებენ ი თანატოლებს, რომლებიც კოვზებს იყენებენ. ასევე დაგაინტერესებთ:
610 6-ს მოსწონს
|