x
image
მოზამბიკელი
დავით ქაცარავა: არსებობს სერიოზული საშიშროება სექტემბრის ბოლომდე განხორციელდეს პროვოკაცია თრუსოს ან დარიალის ხეობაში
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს დამფუძვნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

image

"ჩემო მეგობრებო!

რუსული საოკუპაციო გეგმა იმაზე შორს მიდის, ვიდრე უმეტესობა ჩვენთაგანს წარმოუდგენია
როგორც იცით, 2თვის წინ საოკუპაციო რეჟიმმა თავისი მარიონეტების, ცხინვალის რეჟიმის გამოყენებით შექმნა „ტერიტორიების დაბრუნების საპარლამენტო კომისია“, რომლის დასაბრუნებელ სიაში აღმოჩნდა ქარელისა და ხაშურის რაიონებში მდებარე დოლომიტის და ტალკის საბადოები, თრუსოსა და დარიალის ხეობები.
აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ჩვენი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 48 -ე დღეა 24 საათიან რეჟიმში იმყოფება სოფელ კოდაში, სადაც ვაწარმოებთ ყოველდღიურ პატრულურებას და ვცდილობთ ხელი შევუშალოთ რუსების საოკუპაციო გეგმების განხორციელებას.
სანდო წყაროებზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არსებობს სერიოზული საშიშროება სექტემბრის ბოლომდე განხორციელდეს პროვოკაცია თრუსოს ან დარიალის ხეობაში, რის შემდეგ ოკუპანტები დაიკავებენ აღნიშნულ ხეობებს, ხოლო ზემო ლარსის საზღვარი გადმოიწევს მლეთაში.
რამდენადაც წარმოუდგენლად არ უნდა ჟღერდეს მოვლენების განვითარების ზემოხსენებული ვერსია, ჩვენ გადავწყვიტეთ გადავინაცვლოთ თრუსოს ხეობაში და განვახორციელოთ 24 საათიანი პატრულირება და მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ერთმორწმუნე ღორებს მიიტაცონ ჩვენი მიწა-წყალი.
აღნიშნული ბანაკის მოსაწყობად გვესაჭიროება თქვენი მხარდაჭერა!!!
მოგმართავთ თხოვნით დაგვეხმაროთ შესაბამისი ნივთების მოგროვებაში, იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ ვიყოთ თრუსოში და შევასრულოთ ეს ძალზედ მნიშვნელივანი მისია!!!!


კარავი დიდი, მინიმუმ 4 კაციანი,
4 საძილე ტომარა, პარალონით.
ნაჯახი, მაჩეტე, ბარი, ხერხი.
მაგიდა გასაშლელი სკამებით,
ტენტი, თოკი 40 მ, დიდი კარაბინი 10 ცალი.
ოთხი თავზე დასამაგრებელი და ორი სტაციონარული ფანარი.
აკუმულატორი სოლარ სისტემაზე და დენზე.
თერმოსი და თერმოჩანთა.
ორი ბინოკლი, ერთი მონოკულარი გადამყვანით.
ორი ფაუერბანკი.
ინტერნეტის როუტერი.
საველე შხაპი, 20 ლიტრიანი.
20 მეტრიანი დამაგრძელებელი სამი შტეპსელით.
5 მეტრიანი დამაგრძელებელი სამი შტეპსელით.
საკანცელერიო დანა, სამზარეულო დანა.
მანძილმზომი.
კონდენსატორი 220 ვოლტი,
რაციები, მინიმუმ, 4 ცალი, დამტენით.
ხელსაწყოების ყუთი ერთი დიდი, ერთი პატარა, პლუს სააფთიაქო ყუთი.
საწვიმრები, 4 ცალი.
ორი ცალი
მულტიხელსაწყო,
საბანაკე ჭურჭელი:
მინი გაზქურა, თეფშები, ჭიქები, ჩაიდანი, ტაფა, ქვაბი და დანა-ჩანგალი.
ორი ქემელბექი და ოთხი მათარა წყლისთვის.

#ძალაერთობაშია !!!
#ბრძოლასყოველთვისაქვსაზრი !!!"-წერს ქაცარავა

სამოქალაქო ანტისაოკუოაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიანი პატრულირება 2017 წლის 25 ივლისს დაიწყო.


8
394
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
394
  
2018, 16 აგვისტო, 20:57
ეგრეა 100%-ით...
2018, 16 აგვისტო, 19:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 16 აგვისტო, 18:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 16 აგვისტო, 17:08
მეც ეს დავუწერე ქაცარავას თანამოაზრეებს და საქმის გასარჩევად შეხვედრა მოითხოვეს, ოღონდ როცა გაიგეს სად ვმუშაობდი და ვინ ვიყავი, რატომღაც გაიძურწნენ.
სამშობლოს "პატრიოტმა ძველბიჭურად" თუ არ გაარჩია საქმე ისე როგორ გამოვა!?
ნაცარქექიები, ქარიშხალს ქმნიან ჭიქაში.
არსებობს სახელმწიფო და არსებობს კანონები, ამათი საქციელი კი პროვოკაცია უფროა ვიდრე საქმის კეთება.
2018, 16 აგვისტო, 16:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 15 აგვისტო, 16:50
კარაბინში საბრძოლო იარაღს არ გულისხმობს, ალპინისტისტისათვის საჭირო ატრიბუტია.
ისე რაღა დაგიმალოთ და აქციებით ოკუპანტების შეჩერების არ მჯერა მე...
2018, 15 აგვისტო, 7:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 აგვისტო, 17:13
მანდ საქარტველოში მთავრობა გყაავთ?????????????
0 1 8