სხვა როგორ შეცვალა ანა კოულმანმა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების ცხოვრება 2018, 13 აგვისტო, 20:51 I მსოფლიო ომი ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. დასამახსოვრებელია როგორც ამ პერიოდში მომხდარი ტერორი და მსოფლიოსთვის მიყენებული ზიანი, ასევე ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც სხვების დახმარებას უანგაროდ ცდილობდნენ.
ერთ-ერთი ასეთი ქველმოქმედი ამერიკელი მოქანდაკე- ანა კოულმან უოტს ლედი იყო, რომელიც 1917 წელს მეუღლესთან ერთად საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად. აქ მან გაიცნო მოქანდაკე ფრენცის დერვენტ ვუდი, რომელმაც "თუნუქის ცხვირების მაღაზია" შექმნა I მსოფლიო ომში დასახიჩრებული მამაკაცების დასახმარებლად. სახის ნიღბების შექმნით, ის, ფაქტობრივად, ახალ სიცოცხლეს ჩუქნიდა ჯარისკაცებს. ვუდის საქმიანობით შთაგონებულმა ანამ საკუთარი "სახის ნიღბების სტუდია" დააარსა, სადაც ჯარისკაცებისთვის სახის ნიღბებს ამზადებდა. რა თქმა უნდა, მისმა ნამუშევრებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეცვალა. ანა კოულმან უოტს ლედი ამერიკელი მოქანდაკე იყო, რომლის ნაშრომებმაც ბევრი მამაკაცის ცხოვრება შეცვალა.1917 წლის ბოლოს ანამ საფრანგეთში გაიცნო ფრენცის დერვენტ ვუდი, რომელიც თავის მაღაზიაში სახის ნიღბებს ქმნიდა I მსოფლიო ომში მძიმედ დაშავებული მებრძოლებისთვის.ამის შემდეგ ანამ თავად დააარსა "სახის ნიღბების სტუდია", სადაც ჯარისკაცებისთვის რეალისტურ ნიღბებს ამზადებდა.ამ პერიოდში ომგამოვლილი მამაკაცები მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ იმაზე, თუ რას იფიქრებდა ხალხი მათ გარეგნობაზე.ზოგი ჯარისკაცი იმდენად დასახიჩრებული იყო, რომ ოჯახის წევრებსაც გაუჭირდებოდათ მათი სახეების ცნობა.ეს ადამიანები "ყველა ომის ყველაზე ტრაგიკულ პიროვნებებად" არიან ცნობილები, რადგან დასახიჩრებულების უმრავლესობამ ომის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება სრულ იზოლაციაში გაატარა.თავისი ფანტასტიური ნიჭის გამოყენებით, ანა კოულმანმა ბევრი მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.1932 წელს, ანას საქველმოქმედო საქმიანობისთვის პატივისცემის ნიშნად, საფრანგეთის მთავრობამ ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:1. ვინ უღალატა ანა ფრანკს? - სრული ისტორია 2. სტალინის პირველი ცოლი - ეკატერინა სვანიძე 3. მუსოლინის პირველი ცოლი - იდა დალსერი 606 6-ს მოსწონს
|