ბიოგრაფია მუსოლინის პირველი ცოლი - იდა დალსერი 2018, 25 მარტი, 22:56 1914 წელს მილანში იტალიის მომავალი ფაშისტი დიქტატორი, ბენიტო მუსოლინი, დაქორწინდა იდა დალსერზე, 34 წლის კოსმეტოლოგ ქალზე, რომელმაც მოგვიანებით ვაჟი, ბენიტო ალბინო მუსოლინი, აჩუქა. დალსერმა თავისი ბიზნესი გაყიდა, რომ მეუღლეს დახმარებოდა გაზეთის "Il Popolo d’Italia" (იტალიის ხალხი) წარმოებაში. ქორწინება დიდ ხანს არ გაგრძელდა და ჯერ კიდევ ბენიტო უმცროსის დაბადებამდე, 1915 წლის 17 დეკემბრამდე, მუსოლინიმ ცოლად შეირთო რეიჩელ გუიდი, თავისი პირველი შვილის, ედას, დედა, რომელიც 1910 წელს დაიბადა. ალბათ, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ იდა უგროშოდ დარჩა და განრისხებული იყო მუსოლინზე. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები, რომ 1915 წელს მუსოლინი ქრთამს იღებდა საფრანგეთის მთავრობისგან, რათა თავისი გავლენის გამოყენებით წაეხალისებინა ნეიტრალური იტალია, რომ გამოეცხადებინა ომი ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ (იტალიამ მართლაც გამოაცხადა ომი ცენტრალური ძალების წინააღმდეგ 1915 წლის მაისში). ეს ბრალდება რომ ფართო საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი, მუსოლინის კარიერა განადგურდებოდა. მუსოლინიმ ბრძანა ქორწინების ჩანაწერების განადგურება თავის პირველ ცოლთან და იდას თანხის გადახდაც შეუწყვიტა, რაც სასამართლოების მიერაც იყო დადგენილი. ბენიტომ გადაწყვეტილება მიიღო. მან გაიტაცა იდა. ქალს გიჟის პერანგი ჩააცვეს, სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. საბოლოოდ, ფსიქიურად ავადმყოფად გამოაცხადეს და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბენიტო უმცროსი სხვადასხვა სკოლებში ატარეს და როცა გაიზარდა, უთხრეს, რომ დედამისი გარდაცვლილი იყო. მოგვიანებით მას აუკრძალეს მამამისის გვარის გამოყენება და მისი შეცვლა მოუწია, ამიტომ ბენიტო ალბინო მუსოლინი გვარად ბერნარდი გახდა. ბენიტო უმცროსიც, დედამისივთ, ძალით გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ორივე იქ დარჩა სიკვდილამდე - დალსერი 1937 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა "ტვინში სისხლჩაქცევისგან", ბენიტო კი 1942 წლის 26 აგვისტოს მოკლეს, 26 წლის ასაკში, სხვადასხვა სახის ინექციებით, რომელიც კომას იწვევდა. ბენიტო მუსოლინი კი, უამრავი საქმისა და დროის ფუჭად ხარჯვის მიუხედავად, მაინც თავის მეორე ცოლთან, რეიჩელთან, დარჩა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათ 5 შვილი ეყოლათ. მუსოლინისა და დალსერის ისტორია 2009 წელს გადაიღეს ფილმში Vincere. ––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ:
სტალინის პირველი ცოლი - ეკატერინა სვანიძე 256 6-ს მოსწონს
|