ბიოგრაფია ვიქტორ ჰიუგოს საყვარელი ქალის ისტორია: როგორი იყო 50 წელი ტირანთან ერთად ცხოვრება 2020, 16 ივლისი, 9:44 ![]()
ვიქტორ ჰიუგო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი მწერალი და ათობით უკვდავი ნაწარმოების ავტორი. თავის წიგნებში მან აღბეჭდა ნოტრ-დამის კუზიანი კვაზიმოდო და ესმერალდა. მისი სხვა ცნობილი რომანები "საბრალონი" და "კაცი, რომელიც იცინის" მსოფლიო ლიტერატურის შედევრად მიიჩნევა. გენიალური მწერლის ქმნილებების ერთ-ერთი პირველი მკითხველი მისი საყვარელი ქალი - ჯულიეტ დროუტი იყო, რომელიც ასწორებდა მის ხელნაწერებს 50 წლის განმავლობაში, მაგრამ საკუთარი თავისთვის ახალი კაბის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდა.
ჯულიეტის ისტორია ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. ის არის ქალი, რომელმაც არაერთი დაბრკოლება გამოიარა ჰიუგოსთან ერთად და გახდა ისეთი მონური სიყვარულის მსხვერპლი, როგორიც ძნელად დასაჯერებელია. ცნობილი გენიოსი და მისი საყვარელი ქალი![]() ჯულიენ ჟოსეფინ ჯოვანის ბავშვობა მარტივი ნამდვილად არ იყო. მამამისი მკერავი, დედა კი მოსამსახურე იყო. დაბადებიდან რამდენიმე თვეში ჯულიეტს დედა გარდაეცვალა, ერთი წლის შემდეგ კი - მამაც. გოგონას ბიძა ზრდიდა. ლიტერატურისა და პოეზიის სწავლის შემდეგ, 1825 წელს ის მოქანდაკე ჯეიმს პრადიერს შეხვდა, რომელთანაც ქალიშვილი - კლერი შეეძინა. თუმცა, ჯეიმსს ჯულიეტი ცოლად არ მოუყვანია, რადგან აზროვნებით ქორწინების ტრადიციის წინააღმდეგი იყო. 1829 წელს ჯულიეტმა მსახიობის კარიერა დაიწყო და კურტიზანის თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ჰიუგო მოხიბლული იყო ახალი კომპანიონით, მაგრამ ერთი რამის სრცხვენოდა - მისი რჩეული ქალწული არ იყო. მდიდარი სპონსორების ფული ჯულიეტის ერთადერთი შემოსავალი იყო და ამ ფულს საკუთარ თავზე ხარჯავდა. თუმცა, დესპოტური ურთიერთობის დაწყების შემდეგ ქალი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თეატრი, უარი ეთქვა საკუთარი თავის რჩენაზე და დასთანხმებოდა სიღარიბეს. მდიდარი ქალიდან ღარიბ ქალამდე![]() ეჭვიანობით სავსე ჰიუგოს სიყვარული ხშირად აქცევდა ტირანად და ჯულიეტის მფლობელივით იქცეოდა. ქალი ამის წინააღმდეგი არ იყო და მზაობას გამოთქვამდა, საყვარელი კაცისთვის თავი შეეწირა. ამ დროს, მევალეებისგან შეწუხებულ დროუტს უწევდა საკუთარი ნივთების დაგირავება. ფინანსური გაჭირვების გამო, ხშირად მას ბუხარში ცეცხლის ანთების საშუალებაც კი არ ჰქონდა და მთელი დღეები საწოლში იწვა, თბილად რომ ყოფილიყო. ჰიუგო ჯულიეტს უფლებას არ აძლევდა, რაიმე ახალი ეყიდა. გაცვეთილი კაბები და გაუარესებული მდგომარეობა![]() მწერალი ყოველთვის მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ ეს ჯულიეტს საერთოდ არ ეხებოდა. როცა საბოლოოდ ქალს მიეცა უფლება, თან ხლებოდა მწერალს ვიღაცასთან შეხვედრისას, მას ძაღლივით ჩუმად და მოთმინებით მოუწია კაბრიოლეტში ლოდინი. ერთ-ერთ წერილში ჰიუგოსადმი ჯულიეტი წერს: "მადლობა, რომ მაწანწალა ძაღლივით მექცევი" და "ჩემ მიმართ ძალიან სასტიკი ხარ". 10 წელიწადზე მეტ ხანს ნებაყოფლობით განდეგილად ცხოვრების გამო ჯულიეტის სილამაზე გაიცვითა. ის არამიმზიდველი გახდა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა. ამასთანავე, ქალი არ წყვეტდა ჰიუგოს ქება-დიდებას და ეუბნებოდა, რომ დროის გასვლასთან ერთად მწერალი უფრო და უფრო მომხიბვლელი ხდებოდა. 1851 წელს მან შოკისმომგვრელი სიახლე შეიტყო: ჰიუგოს ერთ-ერთმა საყვარელმა მას მწერლის წერილები გაუგზავნა, საიდანაც ქალმა შეიტყო, რომ ვიქტორს უკვე სხვა ქალი შეჰყვარებია და მას უგზავნიდა ვნებიან წერილებს. ეს გზავნილები ძალიან ჰგავდა ჯულიეტისადმი ბოლო 18 წლის განმავლობაში გამოგზავნილ წერილებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ქალის ერთადერთ ბედნიერების წყაროს წარმოადგენდა. ჰიუგოს ასობით საყვარელი ჰყავდა.![]() ჯულიეტმა ხანგრძლივი, მაგრამ უბედური ცხოვრება გამოიარა და 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი მის დაკრძალვაზეც კი არ გამოჩნდა, რადგან ხალხის აზრზე ღელავდა. თავად ჰიუგო 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა 83 წლის ასაკში. მწერალთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას 2 მილიონი ადამიანი დაესწრო. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ:1. სტალინის პირველი ცოლი - ეკატერინა სვანიძე 2. მუსოლინის პირველი ცოლი - იდა დალსერი 3. ვინ უღალატა ანა ფრანკს? - სრული ისტორია ![]() 4. 6 ქალის ისტორია, რომელთაც სახელი და დიდება მოჰპარეს ![]() 1094 7-ს მოსწონს
|