x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ექსპერტებმა დაასახელეს XXI საუკუნის სამი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება
image

ექსპერტებმა დაასახელეს მიმდინარე საუკუნის ყველაზე სახიფათო დაავადებები, რომელიც მომავალშიც პრობლემური იქნება და შეიწირავს მილიონობით ადამიანს.


XXI საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემად მომავალშიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგია და შიდსი იქნება.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არაინფექციური დაავადებებით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 41 მილიონი ადამიანი იღუპება, ეს არის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 71%, აქედან ყველაზე დიდი წილი უკავია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს - 17, 9 მილიონი ადამიანის სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ინსულტი და ინფარქტია.



აღსანიშნავია, რომ მრავალ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების წყალობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა მაღალ დონეზე დგას, რაც შესაძლებელს ხდის, პაციენტმა კიდევ დიდხანს იცოცხლოს, თუმცა ეს კვლავდინებურად გადაუჭრელ პრობლემად რჩება სხვა ქვეყნებისთვის.


რაც შეეხება ონკოლოგიას, ახლო მომავალში მთლიანად კიბოს დამარცხება ჯერ კიდევ მოსალოდნელი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ახალ ტექნოლოგიებზე და მკურნალობის ახალ მეთოდებზე.

აივ-ინფექციასთან ბრძოლაში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება, თუმცა ექსპერტების აზრით, შიდსის სრულად განკურნება მხოლოდ ასწლეულის ბოლოს იქნება შესაძლებელი.


0
128
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0