x
image
მანჩო 777
არასოდეს არაა ზედმეტი, გაიგო საინტერესო ფაქტები კაცობრიობის ისტორიიდან
იცოდით, რისგან ამზადებდნენ კბილის პროთეზებს მე-16 საუკუნეში ან რომელი ომია ყველაზე ხანგრძლივი თანამედროვე ომების ისტორიაში? ვინ ააშენა ეგვიპტის პირამიდები ან ვინ იყო პირველი ევროპელი, ვინც ამერიკის მიწაზე ფეხი დაადგა? - თქვენ წინაშეა გასაოცარი და საინტერესო ფაქტები კაცობრიობის განვითარების ისტორიიდან; არასოდეს არაა ზედმეტი, გაიგო რამე ახალი იმის შესახებ, თუ საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და ვინ ვართ დღეს.



image


1. ადამიანები ნადირობით და შემგროვებლობით იყვნენ დაკავებული კაცობრიობის არსებობის მთელი დროის 99%


image




2. უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადამიანები საშუალოდ გახდნენ 50%-ით მძიმე და 10სმ-ით მაღალი, ვიდრე კაცობრიობის არსებობის დასაწყისში იყვნენ.


image



3. მეცნიერთა აზრით, კაცობრიობის არსებობის ისტორიაში, მთლიანად ყველა ომში დაიღუპა ერთ მილიარდამდე ადამიანი.


image



4. როცა კოლუმბმა ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა აღმოაჩინა, იმ დროისათვის ამ კონტინენტზე უკვე ცხოვრობდა 90 მილიონი ადამიანი, რაც მაშინდელი დედამიწის მთელი მოსახლეობის მესამედს შეადგენდა.


image



5. პირველი ევროპელი, რომელმაც კოლუმბამდე 500 წლით ადრე ფეხი დაადგა ამერიკის კონტინენტს, იყო სკანდინავიელი ზღვაოსანი ლეიფ ერიკსონ იღბლიანი.


image



6. ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის არსებობის ყველაზე მშვიდობიან ხანაში.


image



7. პირველი მსოფლიო ომი მეექვსე ადგილზეა დედამიწაზე მომხდარი საომარი კონფლიქტების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობით.


image


8. ავღანეთის ომი-ყველაზე ხანგრძლივი ომია აშშ-ის ომების ისტორიაში.


image



9. 536 წელს დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფერო დაიფარა მტვრის ღრუბლით, რის გამოც მზე არ ჩანდა თითქმის მთელი ერთი წელი. ამან გამოიწვია შიმშილი, სიცივე და შავი ჭირი.


image



10. კაცობრიობის არსებობის ისტორიაში სულ დაიღუპა 100 მილიარდამდე ადამიანი.


image



11. ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას (1883 წელი) თან ახლდა ყველაზე დიდი ხმაური, რაც კი დარეგისტრირებულა დედამიწაზე. ის ისმოდა 4800 კილომეტრის დაშორებითაც კი.


image


12. თანამედროვე ისტორიაში ჰიტლერი იყო პირველი, ვინც ჩაატარა ანტინიკოტინური კამპანია


image



13. კაცობრიობის არსებობის მანძილზე ქორწინების 80% შედგა მესამე თაობის (ან უფრო ახლო) ნათესავებს შორის.


image


14. სხვადასხვა რასის ადამიანებს შორის ქორწინება აშშ-ში აკრძალული იყო 1776 წლიდან 1967 წლამდე, ესე იგი, ქვეყნის არსებობის ისტორიაში უმეტესი დროის მანძილზე


image



15. არმაგედონი (Har Megiddo) უკვე იყო რამდენიმე ისტორიული ბრძოლის ადგილი. ბოლო მათგანი 1918 წელს მოხდა.


image


16. პირამიდებს დაქირავებული მუშები აშენებდნენ და არა მონები. ეს მითი შეთხზულია ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს მიერ.


image


17. მექსიკელმა გენერალმა სანტა-ანამ მოაწყო თავისი ამპუტირებული ფეხის საზეიმო დაკრძალვა


image


18. გამყინვარების პერიოდის ბრიტები ადამიანის თავის ქალას სასმისად იყენებდნენ.


image


19. რომის პაპმა, პიუს II-მ მანამ, სანამ პაპად აირჩევდნენ, დაწერა ეროტიკული ხასიათის მოთხრობა" ზღაპარი ორ შეყვარებულზე"


image


20. პირველი საავტომობილო ავარია ოჰაიოში მოხდა 1891 წელს.


image


21. ძველბერძნულმა დემოკრატიამ იარსება სულ რაღაც 185 წელი.


image


22. 1814-1830 წლებში საფრანგეთის დროშის ფერი იყო სუფთა თეთრი.

image

23. 1836 წლამდე აშშ-ში შობა იყო აკრძალული, რადგან წარმართულ დღესასწაულად ითვლებოდა.


image



24. 1212 წელს 30 ათასამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ ჯვაროსნულ ლაშქრობაში. მათი უმეტესი ნაწილი დაიღუპა ან მონებად იქნა გაყიდული.


image



25. აცტეკები ყოველწლიურად მსხვერპლად სწირავდნენ ქვეყნის მოსახლეობის 1%-ს, ანუ სულ 250 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა ქურუმების ნებას.


image



26. თუ მსოფლიოში მომხდარ ომებს განვიხილავთ პროპორციულობის თვალსაზრისით, ომების თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი იყო პარაგვაის ომი. მან შეიწირა ქვეყნის მოსახლეობის 60 %. ომის შემდეგ პარაგვაიში ერთ მამაკაცზე 4 ქალი მოდიოდა.


image



27. შუა საუკუნეებში კბილის პროთეზებს აკეთებდნენ მოკლული ჯარისკაცების კბილებით


image




28. ძველ ეგვიპტეში მონებს სპეციალურად უსვამდნენ თაფლს, რომ ბუზები მათ დაჰხვეოდათ და ფარაონი არ შეეწუხებინათ.


image

2
1118
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1118
  
2018, 23 ივლისი, 14:56
ბოლო მოიმეწონა...
2018, 23 ივლისი, 10:34
ძალიან საინტერესო იყო
0 1 2