x
image
Lerato
როგორ პოზაში უნდა დავიძინოთ, ხერხემალს ზიანი რომ არ მივაყენოთ
image

რამდენადაც ცნობილია, ძილი ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება. თუმცა, ჩნდება კითხვა – რატომ გვაქვს დილაობით ტკივილის შეგრძნება წელის არეში? ეს უფრო იმითაა გამოწვეული, რომ არასწორ პოზაში გვძინავს. სპეციალისტები გვირჩევენ, თუ როგორ დავწვეთ სწორედ, რაც სხეულს განტვირთვაში დაეხმაება და ტკივილს აღარ ვიგრძნობთ; აქ მთავარი ამოცანაა – გავასწოროთ ზურგი და მივცეთ მას ნეიტრალური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში ეს შესაძლებელია დამატებითი ბალიშების გამოყენებით. ქვემოთ გთავაზობთ ორ რეკომენდაციას, რომელიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ:

1.გვედზე წოლისას გრძელი ბალიში გამოიყენეთ ფეხებს შორის


image

2. ზურგზე წოლისას მუხლების ქვეშ მუთაქა დაიდეთ

imageრაც შეეხება მუცელზე წოლას – რეკომენდებული არ არის. ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ტკივილს კისრისა და რაღა თქმა უნდა, წელის არეში, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა: გასტრიტი, კუჭის წყლული, ნაადრევი ნაოჭები სახეზე, სექსუალური დარღვევები, იზრდება მკერდის სიმსივნის განვითარების რისკი და ა.შ. თუ სხვაგვარად არ შეგიძლიათ, სპეციალისტები გირჩევენ მკერდის ქვეშ ჩოგბურთის ბურთის დადებას გადაჩვევის მიზნით – ეს ძალიან მოუხერხებელია – და თუ მაინც შეძლებთ დაძინებას, ძილის დროს მაინც გადაბრუნდებით.


იმ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ, თუ სწორად გვძინავს, მაგრამ წელის ტკივილი მაინც გვახსენებს თავს?


შეაფასეთ ის პირობები, რომელშიც გძინავთ – კარგი მატრასი გაქვთ თუ არა, მოსახერხებელ საწოლში გძინავთ? მათთვის, ვინც ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემებით იტანჯება, სპეციალური, ჩვეულებრივზე მაგარი მატრასებია შექმნილი (ორთოპედიული), რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ხერხემლი ჯანმრთელ მდგომარეობაში რომ შევინარჩუნოთ. აღნიშნული მატრასების ვარგისისანობის რეკომენდებული ვადა 10 წელია.




ასევე დაგაინტერესებთ:


რა ახდენს ვარიკოზის განვითარების პროვოცირებას? რჩევები დაავადების თავიდან ასაცილებლად


როგორ გავთავისუფლდეთ წელის და სახსრების ტკივილისგან უმარტივესი ვარჯიშით


5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს


როდესაც ჩვენს ორგანიზმს დახმარება სჭირდება: 15 მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ!


რა კავშირია ხერხემალსა და ჩვენი სახის ახალგაზრდობას შორის. ის, რაც აქამდე არ იცოდით!


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


ეს რეცეპტი ნამდვილი სასწაულია! იმკურნალეთ მხოლოდ ორი კვირა და გათავისუფლდით სახსრების ტკივილისგან



1
420
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
420
  
2018, 19 ივლისი, 11:13
საინტერესოა, ბევრს გამოადგება. თან ხერხემლის თიაქარსაც აიცილებენ თავიდან...
0 1 1