x
image
მანჩო 777
გლობალური ბუნებრივი კატასტროფები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა
ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა დღეს დედამიწის ესა თუ ის მხარე, რომ არა ვულკანები, მიწისძვრები, წყალდიდობები და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები. ფაქტი ერთია: ადამიანებს შესწევთ ძალა, გაუმკლავდნენ ყველაზე ძლიერ კატასტროფებს და კვლავ აღადგინონ განადგურებული ცივილიზაციები და ქალაქები.

მაშ ასე, მოდით გავიხსენოთ ბუნებრივი კატასტროფები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა.



image



კატასტროფა პირველი - ვულკანი სანტორინი


image



ვულკანის ამოფრქვევა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1500 (ზოგიერთი წყაროს მიხედვით-1610) წელს მოხდა. კატასტროფამ გაანადგურა თითქმის მთელი იმდროინდელი ცივილიზაცია და მთელი კუნძული. ამოფრქვევას თან ახლდა ძლიერი მიწისძვრები და ცუნამი, მავნე აირები და ფერფლი კი 35-40 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიტყორცნებოდა, რის გამოც კუნძულიდან მხოლოდ ნახევარმთვარის ფორმის კლდის ნაგლეჯიღა დარჩა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სანტორინიზე მომხდარი აფეთქების ძალა ხიროსიმაში ჩამოგდებული ბომბის სიძლიერეს 200-ჯერ აჭარბებდა. 100 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები თავს დაატყდა კუნძულ კრეტას, სადაც მაშინ მიკენას ცივილიზაცია ყვაოდა. მისგან თითქმის აღარაფერი აღარ დარჩა. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ სანტორინის ამოფრქვევამ დაუდო საფუძველი ატლანტიდაზე არსებულ მითებსა და ლეგენდებს.



კატასტროფა მეორე - ვულკანი ვეზუვი


image


ამოფრქვევა მოხდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 79 წლის 24 აგვისტოს. მან გაანადგურა რომაული ქალქები პომპეი, სტაბია, ჰერკულანუმი. როგორც ჩანს, რომაელებმა ამ ქალაქების მშენებლობის დროს სულაც არ გაითვალისწინეს ის, რომ მათ გვერდით მდებარე მთის ქვეშ ვულკანს ეძინა. ფერფლი, ცხელი აირი და ლავა თითქმის 35 კილომეტრის სიმაღლეზე აიჭრა ცაში. ამის შემდეგ ვეზუვი დაწყნარდა და განმეორებითი ამოფქრვევა მხოლოდ 1944 წელს მოხდა, თუმცა არა წინანდელი სიძლიერის. ამჟამად ვულკანი არააქტიურ მდგომარეობაშია და მეცნიერებს ძალიან აშფოთებთ ეს ფაქტი, რადგან რაც უფრო დიდხანს ძინავს ვულკანს, მით უფრო მეტი ძალით შეიძლება შეგვახსენოს მან თავი.



კატასტროფა მესამე - ვულკანი კრაკატაუ



image


ვულკანის ამოფრქვევა 1883 წლის მაისში დაიწყო და იმავე წლის აგვისტოში საშინელი კატასტროფით დასრულდა. მან მიწის პირისაგან აღგავა კუნძულ კრაკატაუს უმეტესი ნაწილი და შეიწირა 36 ათასი ადამიანის სიცოცხლე, გაანადგურა 165 ქალაქი და სოფელი, სერიოზულად დააზიანა 135 დასახლებული პუნქტი. ასეთი დამანგრეველი ძალა გამოიწვია 30 მეტრიანმა ცუნამიმ და დარტყმითმა ტალღებმა, რომელმაც მოგლიჯა ხეები და სახლებს სახურავები გადააძრო ვულკანის ამოფრქვევის ადგილიდან 150 კილომეტრის დაშორებით. მეცნიერების მტკიცებით, ვულკანის ამოფრქვევის დროს გამოთავისუფლებული ენერგია 10-ჯერ აჭარბებდა ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბისას.



კატასტროფა მეოთხე-მიწისძვრა შენსიში



image


დედამიწის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1556 წლის 23 იანვარს მოხდა შენსიში, ჩინეთის პროვინციაში. მისი მაგნიტუდა 9 ბალი იყო რიხტერის შკალით, ხოლო მოქმედების რადიუსი -500 კილომეტრი ეპიცენტრიდან. იმის გამო, რომ ამ ადგილებში მოსახლეობა ძირითადად გამოქვაბულებში ცხოვრობდა, მსხვერპლი ძალიან დიდი იყო - 830 ათასი ადამიანი. ამის მსგავსი კაცობრიობის მახსოვრობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.



კატასტროფა მეხუთე- ჩინეთის დიდი წყალდიდობა



image



1928-1930 წლების საშინელი გვალვების შემდეგ ჩინეთში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი წყალდიდობა მოხდა (თუ არ ჩავთვლით ბიბლიურ წარღვნას). 1931 წლის ზამთარი უხვთოვლიანი გამოდგა, გაზაფხულზე კი ნალექების რეკორდული რაოდენობა მოვიდა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ ივლისის თვეში ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა ჩინეთის ყველაზე დიდ სამი მდინარე: იანძი, ხუანხე და ხუაიხე. 25 აგვისტოს საღამოს წყალი დიდ არხში შევიდა და დამბები წალეკა. დაიხრჩო დაახლოებით 200 ათასი ადამიანი. უამრავი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შემდეგ გავრცელებული ეპიდემიების - ქოლერის, ტიფის, შიმშილობის შედეგად. ოფიციალურად იქნა დადასტურებული ამ წელს მომხდარი ბავშვების მკვლელობის და კანიბალიზმის უამრავი შემთხვევა.




2010 წელი, ჰაიტი



image



12 იანვრის შუადღეს მიწისძვრამ შეაზანზარა პატარა კუნძული ჰაიტი და მასთან ერთად მთელი მსოფლიოც. სტიქიის სიმძლავრე 7 ბალი იყო. შესაძლოა კატასტროფას ასეთი სავალალო შედეგი არ გამოეწვია, მიწისძვრის ეპიცენტრი რომ ქალაქის შუა ნაწილში არ ყოფილიყო.
მიწისძვრამ 220–დან 316 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ზუსტი ციფრი არაა ცნობილი), 300 ათასი ადამიანი დაშავდა და 1 500 000 დარჩა სახლ-კარის გარეშე. ათდღიანი ძებნის და სამაშველო ოპერაციების შედეგად მხოლოდ 132 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

3
638
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
638
  
2018, 18 ივლისი, 4:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 17 ივლისი, 23:19
რას ვიზამთ...ბუნების წინაშე უძლურია ადამიანი :(
2018, 17 ივლისი, 22:44
რა შემაძრწუნებელი ფაქტები და ციფრებია
0 1 3