ფსიქოლოგია ვინ გატეხა ლარნაკი? - თქვენი არჩევანი ბევრ რამეზე მეტყველებს 2018, 13 ივლისი, 13:53 ფსიქოლოგიის განხრას, რომელიც ინდივიდუალებს სწავლობს, პერსონალური ფსიქოლოგია ეწოდება. ოდესმე დაინტერესებულხართ, სრულიად განსხვავებული თვისებების მქონე ადამიანები საუკეთესო მეგობრები რატომ არიან? ან მსგავსი ხასიათის მქონე ადმიანები ხშირად რატომ მტრობენ ერთმანეთს? ეს ტესტი ამგვარ კითხვებზე გაგცემთ პასუხებს.
უბრალოდ, შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და უპასუხოთ მარტივ კითხვას: "ვინ გატეხა ლარნაკი"? სურათში არ არის რამე მინიშნება, რაც დაგეხმარებათ პასუხის გაცემაში. გაითვალისწინეთ, ამ ტესტში სწორი პასუხი არ არსებობს. აირჩიეთ პასუხი თქვენი ინტუიციით და შემდეგ წაიკითხეთ შედეგი. ![]() ყველა იღებს გადაწყვეტილებებს ცხოვრებაში, ზოგჯერ - სასარგებლოს, ზოგჯერ - უსარგებლოს. ნებისმიერი გზა, ფაქტი, ვარაუდი თუ ინტუიცია გასაღებია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფსიქოლოგიის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილებაში თქვენი პიროვნულობა აისახება. ![]() ბავშვი A![]() ისიც შეიძლება, ეს ბავშვი ყველაზე თავმდაბალი იყოს და თავად იღებდეს ხოლმე დანაშაულს საკუთარ თავზე. კიდევ ერთი ვარიანტი ისაა, რომ შეიძლება, სპეციალურადაა ეს ბავშვი ასე დახატული იმისთვის, რომ ვიფიქროთ, დამნაშავეა, თუმცა, სინამდვილეში არ იყოს. თუმცა, როგორც ადრეც ვთქვით, ამ ტესტში ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. თქვენს პიროვნებაზე კი ამ არჩევანზე დაყრდნობით უნდა გესაუბროთ. თქვენი არჩევანის მიხედვით ჩანს, რომ დეტალებს ყურადღებას აქცევთ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ. ძალიან ფრთხილად ექცევით ყველას და ყველაფერს თქვენ გარშემო. ხოლო თუ სხვა ვარიანტი აირჩიეთ, კითხვა განაგრძეთ. ბავშვი B![]() მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გოგონა ბიჭს გამგები და სანუგეშო გამომეტყველებით უყურებს, ღიმილით აჩვენებს თავის სიყვარულს და არ განსჯის. თუ ეს ვარიანტი აირჩიეთ, კეთილსინდისიერი და შეგნებული ადამიანი ხართ. ადამიანის გჯერათ განსჯამდე, ეძებთ სამართლიანობას და სიყვარულით ანუგეშებთ სხვებს. ის ადამიანი არ ხართ, ვინც მეგობრებს გასაჭირში ტოვებს. აანალიზებთ სხვების და საკუთარ პრობლემებს, გაქვთ ლოგიკურად აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. თუ გოგონა B აირჩიეთ, მაშინ, სავარაუდოდ, სწორედ ამ თვისებებს ფლობთ. და როგორი ხართ, თუ C ვარიანტი აირჩიეთ? ბავშვი C![]() რასაც ბავშვი C სინამდვილეში ფიქრობს, ესაა: "ხო, ეს მე გავაკეთე, მაგრამ ამას დავუძვრები, რადგან ყველა შენ გადანაშაულებს". ეს ბავშვი აირჩიეთ? განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი. თუ ბავშვი C აირჩიეთ და ფიქრობთ, რომ ის თავისი დანაშაულის დასაფარად მალავს ემოციებს, მაშინ ლიდერის თვისებები გაქვთ. შეგიძლიათ ამოიცნოთ პრობლემები, რომლებიც ხალხის გამოწვეულია და არა გარემოებების. ამიტომაც, არ აჩენთ, მაგრამ მაინც ყოველთვის ფრთხილად ხართ გარშემომყოფ ადამიანებთან. ფიქრობთ, რომ ასე უკეთესია და საკუთარ აზრს ბევრ რამეზე თქვენთვის ინახავთ. დარჩა ბოლო შესაძლო დამნაშავე, ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ის აირჩიეთ? მაშინ განაგრძეთ კითხვა. ბავშვი D![]() ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან, გოგონა D-ს არჩევა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი და სანდო ადამიანი ხართ. ეს ის თვისებებია, რაც წარმატების მიღწევაში გეხმარებათ ცხოვრებაში. ყოველდღე ცდილობთ, უკეთესი ადამიანი გახდეთ, იმახსოვრებთ შეცდომებს და ცდილობთ ნაკლის გამოსწორებას საკუთარ თავში. სხვებს მარტივად უჯერებთ და ამიტომაც, ძალიან მგრძნობიარე ხართ. ასევე დაგაინტერესებთ:1. ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, რომელ ფოტოზე არაა გამოსახული რეალური ოჯახი 2. ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ნებისმიერი ნივთი და გაიგეთ, რა იმალება თქვენში ![]() 3. ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ წარმატებული ქალბატონი და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი 1480 4-ს მოსწონს
|