ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ნებისმიერი ნივთი და გაიგეთ, რა იმალება თქვენში 2018, 19 მაისი, 21:38 ჩვენი გონება უამრავ საიდუმლოს ინახავს. მასში იმალება პასუხები იმაზე, თუ რა გვაწუხებს და რა საიდუმლო სურვილები გვაქვს. კვლევებმა აჩვენა, რომ გარემო ჩვენ გარშემო გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.
გააკეთეთ ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი და გაიგეთ, რა იმალება თქვენში. წარმოიდგინეთ, რომ ამ სარდაფში იმყოფებით. აქ ბევრი განსხვავებული ნივთია. მიმოიხედეთ ირგვლივ. მიიპყრო რამემ თქვენი ყურადღება? აირჩიეთ საგანი და შემდეგ წაიკითხეთ შედეგი ქვევით. სარწეველასარწეველა ემოციური თამაშების და სურვილების სიმბოლოა. ეს ნიშნავს, რომ რომელიმე თამაშზე დამოკიდებული ან რამე სურვილით შეპყრობილი ხართ. თოჯინათოჯინა თქვენს კავშირს ნიშნავს ბავშვობასთან. არ გინდათ გაზრდა და მუდმივად ცდილობთ, უფრო ახალგაზრდა გამოიყურებოდეთ. ღია საღებავის ქილაეს ნიშნავს, რომ ღიად გამოხატავთ თქვენს აზრს და მტკიცედ დგახართ საკუთარ პოზიციაზე. დახურული საღებავის ქილადახურული საღებავის ქილა ჩაკეტილ აგრესიაზე, შფოთვაზე და დაუცველობაზე მიანიშნებს, რის დამალვასაც ცდილობთ ყველასგან. საზოგადოებისგან თავის შორს დაჭერა ზოგჯერ პრობლემების მიზეზიც ხდება. ველოსიპედიველოსიპედი თქვენს შინაგან ბალანსზე მიუთითებს და ნიშნავს, რომ რამე ახლის აღმოჩენის სურვილი გაქვთ, იქნება ეს გარემო, ღირებულება თუ ნებისმიერი ცვლილება. ვაშლების კალათავაშლების კალათა თქვენს ღრმა ცოდნას, სიბრძნეს, მიზნების მიღწევას და ბედნიერებას გამოხატავს. ლურსმნებილურსმნები ძალადობას გამოხატავს თქვენი თავის მიმართაც და სხვების მიმართაც. ეს პრობლემური ემოციური მდგომარეობისა და ცნობიერების მდგომარეობის შეცვლის სიმბოლოა. ჩაფხუტიჩაფხუტი სიმამაცისა და მებრძოლი სულის სიმბოლოა. ის ასევე გამოხატავს იმპულსურობას და გადაწყვეტილების მიღების სირთულეს თქვენთვის. წიგნებიწიგნები ცოდნის სურვილს გამოხატავს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სარდაფშია, შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ საკუთარი თავი დაკარგული გაქვთ და ცხოვრების აზრს ეძებთ. ჩაქუჩიჩაქუჩი ძალადობას ნიშნავს და იმის სიმბოლოა, რომ მიზნების მიღწევას ძალის გამოყენებით ცდილობთ. ეს ძალადობა შეიძლება შინაგან კონფლიქტსაც ნიშნავდეს, საკუთარ თავთან. ნიღბებინიღბები ჩვენს ემოციებს გამოხატავს, დადებით ან უარყოფითს, რაც სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებასაც გვიჩვენებს. ნახატინახატი მენტალურ სტაბილურობასა და გონების სისუფთავეზე მიანიშნებს. ბორბალიბორბალი გარემოსთან და ახლო ადამიანებთან ურთიერთობაზე მიანიშნებს. ეს ასევე შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ წრეზე ტრიალებთ და არ გსურთ, ცხოვრებაში რამე შეცვალოთ. სოსისებისოსისები ძლიერ კავშირზე მიუთითებს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. ხშირად ამ საგანს სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები ირჩევენ. გისოსებითუ ამ ნიშანს აირჩევთ, დიდი ალბათობით მარტოსულობა გაწუხებთ. გისოსები შეიძლება შფთოვას და დეპრესიასაც ნიშნავდეს. კიბეკიბე მიანიშნებს თქვენს მოტივაციაზე, მიაღწიოთ მიზნებს და მცდელობაზე, რასაც ამაში დებთ. გატეხილი საფეხური ის დაბრკოლებებია, რაც მიზნის მიღწევისას გეღობებათ გზაზე. ყუთებიყუთები თქვენს პიროვნულობას გამოხატავს. ის ერთგვარი კონტეინერის სიმბოლოა, რაშიც თქვენს საიდუმლოს ათავსებთ და სხვებისგან მალავთ. თქვენ უკეთ იცით, რასაც მალავთ. ცოცხიცოცხი თქვენს სურვილზე მიუთითებს, გქონდეთ უფრო ინტიმური და ახლო ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც გიყვართ. გატეხილი სკამითუ გატეხილი სკამი აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დასტრესილი და დაღლილი ხართ, არასტაბილურობას გრძნობთ და დასვენება გჭირდებათ. გატეხილი სარკესარკე იმის სიმბოლოა, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს. მაგრამ რადგან ის გატეხილია, შესაძლოა შინაგან ბრძოლაზე მიუთითებდეს, რაც სულს გიწუხებთ. ალბათ, საკუთარ თავზე წუხართ. მაშამაშა ჩაგვრის სიმბოლოა. იძულებული ხართ, გააკეთოთ არჩევანი და მიიღოთ რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ტესტის შედეგების მიუხედავად, იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ემოციური მდგომარეობის შეცვლა. სცადეთ, გახადოთ ცხოვრება უფრო ფერადი, შეცვალეთ რუტინა, წადით დასასვენებლად. თუ ფიქრობთ, რომ ამას თავად ვერ გაუმკლავდებით, პროფესიონალებს მიმართეთ დასახმარებლად. თქვენ რომელი საგანი აირჩიეთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში♥ ასევე დაგაინტერესებთ: ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ წარმატებული ქალბატონი და გაიგეთ, რას ამბობს თქვენი არჩევანი 674 5-ს მოსწონს
|