ფსიქოლოგია ფსიქოლოგიური ტესტი: გამოიცანით, რომელ ფოტოზე არაა გამოსახული რეალური ოჯახი 2018, 3 ივლისი, 15:35 იცოდით, რომ ურთიერთობაც ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, როგორც დიეტა და ვარჯიში? ჩვენი პირველი სასიყვარულო ურთიერთობა ხშირად ახდენს გავლენას ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებზე და განსაზღვრავს ჩვენს თვალთახედვას, თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს. სტატიაში გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც გამოავლენს, თქვენმა პირველმა ურთიერთობამ როგორ იმოქმედა თქვენს პიროვნებაზე. დააკვირდით ქვემოთ მოთავსებულ სურათებს და სცადეთ ამოიცნოთ, რომელ მათგანზე არაა გამოსახული რეალური ოჯახი. დიდხანს ნუ იფიქრებთ, ენდეთ ინტუიციას. როცა აირჩევთ, გაეცანით სურათის შესაფერის პასუხს. ოჯახი #1თუ არჩევანი პირველ ფოტოზე შეაჩერეთ, სავარაუდოდ, ოჯახხზე ორიენტირებული ადამიანი არ ხართ, ტრადიციული გაგებით მაინც. თქვენს მეგობრებს ექცევით ოჯახის წევრებივით და მათი დახმარება გაბედნიერებთ. ყოველთვის ცდილობთ, რაღაც კარგი შესძინოთ გაარშემომყოფების ცხოვრებას. შესაძლებელია, მამის ავტორიტეტული ფიგურის გარეშე გაიზარდეთ, ამიტომაც საუკეთესოს აკეთებთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდებით - როგორც დედა აკეთებდა.ფოტოზე გამოსახული ოჯახი შეიძლება ყველაზე ძლიერი არ იყოს, მაგრამ მაინც რეალური ოჯახია. დედა აშკარად ზრუნავს თავის შვილზე, უჭირავს მისი ხელი და იცავს უზრუნველი მამისგან. არ გინდათ, რომ სხვებსაც თქვესავით მოექცნენ, ამიტომაც აირჩიეთ ეს ოჯახი, როგორც არარეალური. ოჯახი #2თუ მეორე ფოტო აირჩიეთ, მაშინ ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი ხართ - თქვენთვის არაფერია ოჯახზე მნიშვნელოვანი. გჯერათ, რომ ძლიერი და სტაბილური ურთიერთობის აშენება ნდობაზე და მოვალეობის გრძნობაზეა შესაძლებელი. ოჯახის წევრების საჭიროებებს პირველ ადგილზე აყენებთ, ზოგჯერ თქვენს საკუთარზე წინაც, თუ ეს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებს გახდის.თქვენ აშკარად შეამჩნიეთ, რომ ამ სურათზე გამოსახული ადამიანები ნამდვილ ოჯახს არ ჰგვანან. ზრდასრულები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ბავშვს და ბავშვიც არ ცდილობს, ხელი ჩაჰკიდოს მათ. შეიძლება, ისინი, უბრალოდ, ერთად მოსიარულე უცნობები იყვნენ. როგორც ნამდვილმა "ოჯახის კაცმა", თქვენ შეძელით არარეალური ოჯახის აღმოჩენა. ოჯახი #3თუ ეს ფოტო აირჩიეთ, სავარაუდოდ, უფუნქციო ოჯახიდან ხართ. ტრავმატული ბავშვობის გამო, ხალხის ნდობა გიჭირთ. ნერვიული ხართ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად გამოწვევას წარმოადგენს თქვენთვის. როგორც წესი, გამუდმებით მომავალს გემავთ და ჩვეულებრივ რაღაცებზე ზედმეტს ფიქრობთ.სურათზე გამოსახული ადამიანები მოსიყვარულე, ბედნიერ ოჯახს წარმოადგენს. ეს რეალური ოჯახია. მშობლები სეირნობისას თითქმის ერთმანეთს ეხვევიან და მამას შვილის ხელი უჭირავს. უფუნქციო ოჯახში აღზრდამ თქვენს შეხედულებებზე იქონია გავლენა და ახლა ბედნიერ ურთიერთობებს ეჭვის თვალით უყურებთ. არ გჯერათ, რომ რაღაც "მართალი" ნამდვილად არსებობს, ამიტომაც აირჩიეთ ეს ოჯახი, როგორც არარეალური. 1165 4-ს მოსწონს
|