საბუნებისმეტყველო ადამიანის 10 უმნიშვნელოვანესი შინაგანი ორგანო 2021, 5 მაისი, 20:54 საერთო ჯამში ადამიანის ორგანიზმს 78 მთავარი ორგანო აქვს. 5 მათგანი მიჩნეულია ყველაზე მეტად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონედ, ესენია: ტვინი, გული, თირკმლები, ღვიძლი და ფილტვები. ასევე მნიშვნელოვანია პანკრეასი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები და ელენთა. ისინი შედგებიან მილიარდობით უჯრედისგან. თითოეული უჯრედის ისტორია კი დედამიწაზე არსებული სიცოცხლის 4-მილიარდწლიან ისტორიას მოიცავს. 1 გრამი წყალი შედგება 99 სექსტილიონი (ტრილიონჯერ მილიარდი) ატომისგან. თითოეული ორგანო დიდწილად შედგება წყლისგან. 1. თავის ტვინი - ადამიანის ორგანიზმის ურთულესი ორგანოა. შედგება დაახლოებით 86 მილიარდი ნეირონისგან. ასევე ნეირონთშორისი გლიური უჯრედებისგან. უზრუნველყოფს აზროვნებას, ცნობიერების ქონას, ინტელექტს, მონაწილეობს სუნთქვის, მონელების, წნევის რეგულირების, ტკივილის შეგრძნების, თავდაცვითი ინსტინქტების, ენდოკრინული სისტემის გამართული მუშაობის, სხეულის მოძრაობის, პიროვნების დროსა და სივრცეში ადგილის განსაზღვრის და სხვა უამრავი ფუნქციის არსებობასა და რეგულირებაში. 2. გული - კუნთოვანი ორგანო, რომლის ფუნქციაც არის ის, რომ სხეულში გადაგზავნოს ჟანგბადით გაჯერებული სისხლი, უზრუნველყოს სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში და მოამარაგოს ამ გზით ყველა ორგანო, ქსოვილი და უჯრედი საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით. ის არის პირველი ორგანო რომელიც ჩანასახში იწყებს მუშაობას და ბოლო ორგანო, რომელიც სიკვდილის მერე წყვეტს მუშაობას. საშუალოდ გული წუთში 70-ჯერ იკუმშება, საათში 4200-ჯერ და დღე-ღამის განმავლობაში მასში გადის 7570 ლიტრი სისხლი. მისი 2/3 მკერდის ძვლის მარცხენა მხარესაა, ხოლო 1/3 მარჯვნივ. საშუალოდ მოზარდი ადამიანის გულის ზომა იმხელაა, რამხელად ამავე ადამიანის ორივე ხელი ერთმანეთს გადაჭდობილი (როცა მუშტს ქმნი არა ერთი ხელით, არამედ ორივეთი). ხოლო ბავშვის გული საშუალოდ იმხელაა, რამხელაც მისი ერთი მუშტი. 3. თირკმლები - ადამიანის ორი თირკმელი, რომელთა ფორმაც ნორმაში ლობიოსებრია, განთავსებულია ნეკნთა რკალის ქვეშ, ზურგის მხარეს. ისინი სისხლს ფილტრავს და აცლის მას ზედმეტ წყალს და მარილებს, ამგვარად წარმოქმნის შარდს, რომელიც შარდსაწვეთებით ჩადის შარდის ბუშტში და შემდეგ სხეულიდან გარეთ გამოიყოფა. თირკმლები ასევე გამოყოფენ ფერმენტ რენინს, რომელიც დიდ როლს ასრულებს სისხლის წნევის რეგულაციაში. 4. ღვიძლი - განთავსებულია მუცლის ზედა ნაწილში, მარჯვნივ, ნეკნთა რკალის ქვეშ და უკან. მისი მთავარი ფუნქციაა, რომ წარმოქმნას ნაღველი, ეს სითხე კი გროვდება ნაღვლის ბუშტში და შემდეგ მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, კონკრეტულად იმით, რომ გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში და ინელებს ამ ნაწლავში მოხვედრილი საკვების ცხიმებს. დღე-ღამეში ღვიძლი საშუალოდ 1 ლიტრამდე ნაღველს წარმოქმნის. ღვიძლი ასევე ფილტრავს სისხლს მომწავლელი ნივთიერებებისგან და არეგულირებს სისხლში შაქრის რაოდენობასაც - როცა ზედმეტი შაქარია სისხლში, მას ღვიძლი ინახავს და როცა შაქრის რაოდენობა იკლებს, ღვიძლი ამ შენახულ შაქარს კვლავ აბრუნებს სისხლის მიმოქცევაში. ღვიძლი ასევე მონაწილეობს სისხლში ქოლესტეროლის რეგულაციაში, ცხიმების დაშლაში და სისხლის ცილების წარმოქმნაში. ღვიძლი უდიდესი შინაგანი ორგანოა და ხასიათდება საუკეთესო რეგენერაციის, აღდგენის უნარით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მისი ნახევრის დაკარგვის, დაშლის ან ამოკვეთის შემთხვევაშიც კი, ამ ორგანოს საკუთარი წინანდელი ფორმის და ზომის აღდგენის უნარი აქვს. 5. ფილტვები - წყვილი ორგანოა, ორივე ფილტვი განლაგებულია გულმკერდის ღრუში და დაცულია ნეკნთა რკალით. ფილტვები ჩასუნთქული ჰაერიდან ითვისებს ჟანგბადს, გადააქვს სისხლის მიმოქცევაში ალვეოლების საშუალებით, ხოლო თავისში იტოვებს დიდწილად ნახშირორჟანგიან ჰაერს, რომელსაც ადამიანი ამოსუნთქვისას კვლავ გარემოში გამოყოფს. 6. პანკრეასი - განთავსებულია კუჭის უკან და ქვემოთ და პასუხისმგებელია სისხლში შაქრის რაოდენობის რეგულირებაზე და ამისთვის გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, რომელიც სისხლში შაქრის რაოდენობას აქვეითებს და ასევე გამოყოფს გლუკანგონს, რომელსაც ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და სისხლში ანარჩუნებს შაქრის მაღალ დონეს. პანკრეასი გამოყოფს ფერმენტებს, რომელიც საკვების მონელებისთვისაა საჭირო და აგზავნის მათ კუჭში. მის მოქმედებას საკმაოდ აზიანებს ალკოჰოლის ჭარბი მიღება და სიგარეტის წევა. 7. კუჭი - ის იღებს საყლაპავის მეშვეობით პირიდან დაღეჭილ საკვებს, აგრძელებს ამ საკვების გადამუშავებას იმით, რომ ურევს მასში მოხვედრილ საკვებს კუჭში არსებულ მომნელებელ ფერმენტებთან და მჟავე გარემოსთან. კუჭი ამზადებს საკვებს წვრილ ნაწლავში გადასავლელად, მონელების შემდგომი ეტაპისთვის. 8. წვრილი ნაწლავი - მისი ფუნქცია საკვების მონელებაა ქიმიური ნივთიერებებით, მომნელებელი ფერმენტებით. სწორედ წვრილ ნაწლავში შეიწოვება საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებები, ნუტრიენტები იქ მოხვედრილი საკვებიდან და წვრილი ნაწლავი ამ ნივთიერებებს სისხლში აგზავნის, რომ სისხლმა სხვადასხვა ორგანო მოამარაგოს მათით. წვრილი ნაწლავი საშუალოდ 5 მეტრის სიგრძისაა. ამ გზას გაივლის და ნელ-ნელა გადაადგილდება საკვები წვრილი ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში, ნაწლავთა კუნთოვანი შრის ტალღისებული შეკუმშვების წყალობით, რასაც პერისტალტიკა ეწოდება. 9. მსხვილი ნაწლავი - მდებარეობს მუცლის ღრუში და საშუალოდ 15 მეტრის სიგრძისაა. ისიც მომნელებელი სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მისი ფუნქცია იმ საკვების საბოლოო გადამუშავებაა, რომელიც მასში წვრილი ნაწლავიდან გადადის. მსხვილი ნაწლავი ამ საკვებიდან შეიწოვს იმდენ წყალს ორგანიზმისთვის, რამდენიც შესაძლებელია, ამგვარად აყალიბებს ფეკალურ მასებს და შემდგომ გამოდევნის ამ ნარჩენებს ორგანიზმიდან. 10. ელენთა - განთავსებულია მუცლის ღრუს ზედა მარცხენა მხარეში, ნეკნთა რკალის ქვეშ. ადამიანს შეუძლია გადარჩეს ელენთის გარეშე, ვინაიდან მის ფუნქციებს იღებს ღვიძლი. ელენთის ფუნქციებია სისხლის შემნახველი, სისხლის დეპო. ასევე ის წმენდს სისხლს მიკროორგანიზმებისგან, აცალკევებს ანტიგენებს და დაზიანებულ, დაბერებულ სისხლის წითელ უჯრედებს ანუ ერითროციტებს სისხლის მიმოქცევიდან, წარმოქმნის იმუნოგლობულინ G-ს, ასევე პროპერდინს და იმუნოსტიმულატორ ტეტრაპეპტიდს ტუფცინს. (იხ. წყარო) სტატიები1) რა არის ბნელი მატერია? 2) რა არის ბნელი ენერგია? 3) რა წარმოქმნის მატერიას? 4) რა იყო დიდ აფეთქებამდე? 5) რა ხდება შავ ხვრელში? 6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში? 7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური? 8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება? 9) სად გაქრა ანტიმატერია? 10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა? 11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული? 12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა? 13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან? 14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ 15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი 16) ხელოვნური საშვილოსნო 17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო 18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში 19) ევროპის უცნაური სიკვდილი 20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა 21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები 22) უჯრედის ორგანელები 23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში 24) რკინის ხანა მსოფლიოში 25) დამწერლობის ისტორია 26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები? 27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები 28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ 29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში 30) ფულის ისტორია 31) ცის დაპყრობა 32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე? 33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს 34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი 35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები 36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით 37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის? 38) რელიგიის ისტორია 39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის 40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე 41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები 42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე 43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში 44) ადამიანთა ქვერასები 45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები 46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები 47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები 48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები 49) კაპოდური რასის ფენოტიპები ავტორი: თორნიკე ფხალაძე1949 2-ს მოსწონს |
გული (Heart)
თირკმლები (Kidneys)
ღვიძლი (Liver)
ფილტვები (Lungs)
პანკრეასი (Pancreas)
კუჭი (Stomach)
წვრილი ნაწლავი (Small Intestine)
მსხვილი ნაწლავი (Large Intestine)
ელენთა (Spleen)
თიმუსი (Thymus)
ყელის ჯირკვალი (Gland)
სათესლე ჯირკვლები (Testes)
ანუსი (Anus)
ჰიპოთალამუსი (Hypothalamus)
ეპიფიზი ანუ გირჩისებრი ჯირკვალი (Pineal Gland)
ფარისებრი ჯირკვალი (Thyroid)
ეპიდიდიმისი ანუ სათესლე ჯირკვლის დანართი (Epididymis)
აპენდიქსი (Appendix)
სახსრები (Joints)
პარათირეოდული ჯირკვლები (Parathyroid Glands)
ტრაქეა (Trachea)
თესლის სადინარი (Vas deferens)
შარდის ბუშტი (Bladder)
ხახა (Pharynx)
ენა (Tongue)
სათესლე ბუშტულები (Seminal vesicles)
ძვლები (Bones)
ჰიპოფიზი (Pituitary Gland)
შარდსაწვეთები (Ureters)
ბულბოურეთრალური ჯირკვლები (Bulbourethral glands)
ძვლის ტვინი (Bone Marrow)
ლარინქსი (Larynx)
პროსტატის ჯირკვალი (Prostate)
შარდსაწვეთები (Urethra)
პენისი (Penis)
სწორი ნაწლავი (Rectum)
საშვილოსნო (Uterus)
სათესლე პარკი (Scrotum)
ბრონქები (Bronchi)
სანერწყვე ჯირკვლები (Salivary Glands)
ნერვები (Nerves)
კანქვეშა ქსოვილი (Subcutaneous tissue)
დიაფრაგმა (Diaphragm)
ლიმფური კვანძები (Lymph Nodes)
ჩონჩხის კუნთები (Skeletal Muscles)
იოგები (Ligaments)
ოვალური ხვრელი (Foramen Ovale)
ყურები (Ears)
სარძევე ჯირკვლები (Mammary Glands)
კანი (Skin)
მყესები (Tendons)
არტერიები (Arteries)
საყლაპავი მილი (Oesophagus)
ჯორჯალი (Mesentery)
სავნებო ანუ კლიტორი (Clitoris)
ვენები (Veins)
თვალები (Eyes)
პირი (Mouth)
ძვლის ტვინი (Spinal Cord)
საშო ანუ ვაგინა (Vagina)
კაპილარები (Capillaries)
ფალოპის მილები (Fallopian Tubes)
ცხვირის ღრუ (Nasal Cavity)
ვულვა (Vulva)
ლიმფური ძარღვები (Lymphatic vessel)
ნაღვლის ბუშტი (Gallbladder)
ცხვირი (Nose)
ნათხემი (Cerebellum)
ნუშისებრი ჯირკვლები (Tonsils)
ყნოსვითი ეპითელიუმი (Olfactory epithelium)
საკვერცხეები (Ovary)
კბილები (Teeth)
პლაცენტა (Placenta)
ინტერტიციუმი (Interstitium)