x
image
თორ ნიკე
Mediator image
დამწერლობის ისტორია
დამწერლობის ისტორია

პროტო-დამწერლობები


ძვ.წ. 8500-3500 წლებში შუამდინარეთის სამხრეთ ნაწილში მიწათმოქმედთა ადრეულ საზოგადოებაში ერთდროულად ჩაისახა და განვითარდა მათემატიკა და დამწერლობა, რომლებიც აუცილებელი იყო ღვთაებებისათვის შესაწირად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის თუ საქონლის აღრიცხვისათვის. მათემატიკისა და დამწერლობის ერთდროულად ჩასახვასა და განვითარებას ადასტურებს შუამდინარეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ მდინარე ევფრატიდან აღმოსავლეთით, 35 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ურუქში - ერთ-ერთ უძველეს არქეოლოგიურ ადგილას გაკეთებული აღმოჩენა. 1930 წლის ნოემბერში, ურუქში მდებარე, ძვ.წ. 3517-3358 წლებში აგებულ ტაძარში (E AN NA - "ცის სახლი", რომლის მფარველიც იყო ქალღმერთი ინანა და ღვთაება ანუ) გერმანელმა არქეოლოგმა იულიუს იორდენმა (Julius Jorden) აღმოაჩინა 1, 25 - 3, 25 სმ-ის სიგრძის თიხის ფიგურა-სიმბოლოები (clay tokens). ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, შემდგომ პერიოდში, მსგავსი ფიგურა-სიმბოლოების აღმოჩენა კვლავ გაგრძელდა და ისინი სულ 116 არქეოლოგიურ ადგილას გამოვლინდა 2020 წლამდე და მათი ასაკი სწორედ ძვ.წ. 8500 წლიდან იწყება ან უფრო გვიანი პერიოდისაა ანუ დამზადებულია შუმერებამდელ ან ადრეულ შუმერულ პერიოდში. ასე რომ დაახლოებით ძვ.წ. 8500 წლიდან ამ ტერიტორიაზე უკვე ჩნდება პროტო-დამწერლობა. ეს ხალხი ინფორმაციის ჩასაწერად იყენებდა იდეოგრაფიულ ან ადრეულ მნემონიკურ სიმბოლოებს. ამ სიმბოლოებისგან შემდგომში განვითარდა ჩამოყალიბებული შუმერული დამწერლობა.


დამწერლობის ისტორია

დამწერლობის ისტორია



1970 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა ქალმა, პროფესორმა დენიზ შმარტ ბესერამ (Denise Schmandt-Beserrat) დამწერლობის წარმოქმნის, ჩასახვის უახლესი კონცეფცია შეიმუშავა. მან თავის რამდენიმე წიგნში გამოაქვეყნა მასალა შუამდინარეთში აღმოჩენილი მრავალი ფიგურა-სიმბოლოს შესახებ, რის მიხედვითაც ირკვევა რომ ისინი გამოიყენებოდა სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის პროდუქტების აღრიცხვისთვის. ეს ფიგურა-სიმბოლოებია თიხისგან დამზადებული: კონუსი, ბირთვი, ცილინდრი, ტეტრაედი, დისკო, სამკუთხედი, მართკუთხედი და სხვა მრავალი. ამგვარი თიხის ფიგურა-სიმბოლოებით აღინიშნებოდა მაგალითად: ძროხა, ხარი, ძაღლი, ცხვარი, მატყლი, ქსოვილი, ფრინველი, ზეთი, მარცვლეული, ჭურჭელი, ლუდი და სხვა სახის საგნები. მაგალითისთვის ცხვარი აღინიშნებოდა თხელ წრიულ ფირფიტაზე დაწერილი ჯვრით. ხშირად ეს ნიშნები იყრებოდა თიხისგანვე გაკეთებულ ყულაბებში. (წყარო: გია კვაშილავა. მოხსენება თემაზე: მათემატიკა, ეკონომიკა და დამწერლობა).


დამწერლობის ისტორია


უფრო მოგვიანებით პერიოდში პროტო-დამწერლობები გაჩნდა ჩინეთის ტერიტორიაზე, ძვ.წ. 6000 წლით დათარიღებული ე.წ. ჯიაჰუს დამწერლობა და ბამპოს დამწერლობა, მაგრამ ჯერ კიდევ კამათის საგანია სამეცნიერო საზოგადოებაში თუ რამდენად დიდი სირთულისაა ეს ჩინური წარწერები იმისთვის, რომ მივიჩნიოთ ჩამოყალიბებულ დამწერლობად. ჩინეთის ნინგსია-ჰუის ავტონომიურ რეგიონში კლდეზე ნაკვეთი 3172 პიქტოგრამების მსგავსი ასო-ნიშანია აღმოჩენილი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 6000-5000 წლებით. თუ ამ ნაწერებს ჩავთვით დამწერლობად, მაშინ მათი ასაკი ბევრად უსწრებს დღემდე პირველ დამწერლობად მიჩნეულ შუმერულ ლურსმნულ დამწერლობას. თუმცა ეს ჩინური წარწერები, უფრო სავარაუდოა, რომ წარმოადგენს პროტოგრაფიის, იგივე პროტო-დამწერლობის ფორმას, ისეთივე ტიპის, როგორიცაა მაგალითად ევროპაში აღმოჩენილი ვინკას პროტო-დამწერლობა.


ვინკას სიმბოლოებს ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც დუნაის დამწერლობას და თარიღდება ძვ.წ. 6000-5000 წლით. ეს იყო ე.წ. "ვინკას კულტურის" მიერ შექმნილი სისტემა, რომელიც გავრცელებული იყო ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

ე.წ. "დისპილიოს ფირფიტა" აგრეთვე შეიძლება მივიჩნიოთ პროტო-დამწერლობად, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 6000-5000 წლებით.


ვინკას სიმბოლოები


კრეტული იეროგლიფური დამწერლობა განვითარდა კნოსოს-ფესტოსის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ძვ.წ. 2100 წლიდან და გამოიყენებოდა ძვ.წ. 1700 წლამდე. შემდგომში კრეტაზევე ჩაისახა ე.წ. A-ხაზოვანი, იგივე პროტო-ქართული დამწერლობა (გ. კვაშილავა) ძვ.წ. 1800 წლიდან, რომელიც გავრცელდა ეგეოსის ზღვის კუნძულებზე (კეა, კითერა, მელოსი, თერა) და კონტინენტურ საბერძნეთის ტერიტორიაზეც, მაგალითად ლაკონიაში და გამოიყენებოდა კრეტული (საერთო-კოლხური) ენის ჩასაწერად ძვ.წ. 1450 წლამდე. მაშინ კი, როდესაც ამ ტერიტორიებზე ინდო-ევროპული, ბერძნული ტომები შემოვიდნენ და დამკვიდრდნენ, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი დამწერლობა, აიღეს უკვე ადგილზე არსებული ა-ხაზოვანი დამწერლობა და დაიწყეს საკუთარი ენის ამ დამწერლობით ჩაწერა. სწორედ ამ პერიოდიდან - ძვ.წ. 1450 წლიდან ერქმევა მეცნიერების მიერ -ბ-ზახოვანი დამწერლობა, რომელიც გამოიყენებოდა საბერძნეთში ძვ.წ. 800 წლამდე, სანამ არ მოხდა ბერძნული ანბანური დამწერლობის შექმნა.


დამწერლობის ისტორია



დამწერლობები


პირველ დამწერლობად მიჩნეულია შუმერული ლურსმნული დამწერლობა, რომელიც ჩამოყალიბდა ძვ.წ. 3500-3000 წლებში (იქამდე არსებული, ძვ.წ. 8500 წლიდან მომდინარე "თიხის ნიშნების" პრე-შუმერული ნიშნებისგან), შუმერის ერთ-ერთ ქალაქ-სახელმწიფოში - ურში. არქეოლოგიურად დადასტურებული უძველესი ნიმუში ამ დაწერლობისა გახლავთ "ქიშის ფირფიტა", რომელიც სწორედ ამ პერიოდით თარიღდება - დაახ. ძვ.წ. 3500-3200 წლით.


შუმერული გამრავლების ტაბულა


მეორე უძველესი დამწერლობა გახლავთ ეგვიპტური, რომელიც წარმოიშვა დაახ. ძვ.წ. 3400-3200 წლებში. სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად წარმოიშვა ეგვიპტური დამწერლობა შუმერულისგან. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეგვიპტური დამწერლობა არ წარმოშობილა შუმერულისგან და განვითარდა თავისით. ამის თქმის საშუალებას მათ აბიდოსის წარწერების აღმოჩენაც აძლევთ, რომელიც იქამდე არსებულ წარმოდგენას, რომ თითქოს ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა შეიქმნა ძვ.წ. 3000 წლისთვის, ბევრად აძველებს და როგორც ჩანს ის დინასტიებამდელ პერიოდშიც კი არსებობდა, დაახ. ძვ.წ. 3400 წლიდან. მით უმეტეს ეგვიპტური იეროგლიფები და ნახატ-ნიშნები წარმოაჩენს თავის თვითმყოფადობას და ავთენტურობას. საკმაოდ განსხვავებულია მესოპოტამიური დამწერლობისგან ან პროტო-დამწერლობისგან. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ეგვიპტური დამწერლობა ჩნდება უცებ დაახ. 3400 წლისთვის, მაშინ, როდესაც შუმერულ დამწერლობას ახასიათებს განვითარების ფაზობრიობა დიდი დროიდ განმავლობაში ძვ.წ. 8500 წლიდან.


ეგვიპტური იეროგლიფები


მესამე უძველესი დამწერლობა არის პროტო-ელამური და ელამური, რომელიც ყალიბდება ჯერ კიდევ ძვ.წ. 3100 წლიდან, შემდგომ პერიოდში ის გარდაიქმნება ელამურ ხაზოვან დამწერლობად და შემდგომში ჩანაცვლდება ელამური ლურსმნული დამწერლობით, რომლის ნიშნებიც აქადებისგან გავრცელდა მათში.


პროტო-ელამური დამწერლობახაზოვანი ელამური დამწერლობა


თითქმის ამავე პერიოდში, ძვ.წ. 3000 წლიდან ინდის ველზე ყალიბდება ინდური დამწერლობა, უმეტესად დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე გავრცელებულ ადრეული ჰარაპას კულტურის ხალხის მიერ. მათ ინდის ხეობის ნახატ-ნიშნებიც ეწოდება და ისინი დღემდე გაუშიფრავია.


ინდის ველის დამწერლობაინდის ველის დამწერლობა


ძვ.წ. 1400 წლიდან ყალიბდება ანატოლიური იეროგლიფური დამწერლობა, რომელიც იყო შექმნილი ლუვიური ენისთვის.


სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში დამწერლობა წარმოიშვა ძვ.წ. 1000 წლიდან. იქ განვითარდა ორი სხვადასხვა დამოუკიდებელი დამწერლობა - ოლმეკური და მაიური. სწორედ ძვ.წ. 1000 წლით თარიღდება მექსიკაში, ვერაკრუზის შტატში აღმოჩენილი "კასკაიალის ქვაზე" შესრულებული დამწერლობა, რომელიც ამერიკის ორივე კონტინენტზე უძველესად ითვლება. მეორე უძველესი წარწერა კი არის ე.წ. "ზაპოტეკის წარწერა", რომელიც ძვ.წ. 500 წლისთვისაა შესრულებული.


კისკაიალის ქვა


ეთიოპიური დამწერლობა მიჩნეულია ნახევარად-დამოუკიდებელ სემიტურ დამწერლობად, რომელიც ჩამოყალიბდა მროიტულ-სუდანური იდიოგრამული დამწერლობიდან დაახ. ძვ.წ. 1300 წლისთვის.




ანბანური დამწერლობები


მიჩნეულია, რომ პირველი ანბანური დამწერლობების ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ ძვ.წ. 2000 წლიდან სემიტური ხალხების მიერ სინაის ნახევარკუნძულზე.

დადასტურებულია, რომ ადრეული სემიტური ანბანი გაჩნდა ძვ.წ. 1800 წლისთვის დღევანდელი ეგვიპტის ტერიტორიაზე. ეს იყო ე.წ. აბჯადური დამწერლობა, როდესაც ცალკეული სიმბოლოს ერთ ფონემაზე ასახვა ხდება. პროტო-სინაიტური ანბანი შემდგომში წარმოქმნის პროტო-ქანაანურ ანბანს ძვ.წ. 1400 წლიდან. უფრო მოგვიანო პერიოდში კი უკვე წარმოქმნა უგარიტული დამწერლობა ძვ.წ. 1300 წლისთვის და სამხრეთ არაბული დამწერლობა ძვ.წ. 1200 წლისთვის. ფინიკიური დამწერლობაც მისგან წარმოიშვა ძვ.წ. 1050 წლისთვის, ხოლო მან სათავე დაუდო ბერძნულ დამწერლობას.


ანბანური დამწერლობების ევოლუცია


ბერძნებმა დამწერლობა შექმნეს ფინიკიურისგან ძვ.წ. 800 წლიდან. ბერძნული დამწერლობისგან ჩამოყალიბდა დღეს ევროპაში გავრცელებული ყველა ანბანური დამწერლობა. პირველი ხალხი ევროპაში, ვინც შეიქმნა თავისი ენისთვის დამწერლობა ბერძნულზე დაყრდნობით იყვნენ ეტრუსკები ძვ.წ. 700 წლიდან და ჩამოყალიბდა ლათინური ანბანი. მათგან კი ინდო-ევროპელმა იტალიკურმა ტომმა, რომაელებმა ისწავლეს წერა ძვ.წ. მე-5 საუკუნეში და ამგვარად გავრცელდა ის რომის იმპერიის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტერიტორიული და კულტურული გავლენების ზრდასთან ერთად. ქართული ანბანი დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებით ახ.წ. მე-4 საუკუნიდან (დავათის სტელა - ახ.წ. 367 წ.), ასევე ნეკრესის წარწერები, რომლებიც დაახ. ახ.წ. 370 წლით თარიღდება. სომხური დამწერლობა ყალიბდება ახ.წ. მე-5 საუკუნიდან, ხოლო კირილიცა ყალიბდება ახ.წ. მე-10 საუკუნიდან.





კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. მეცნიერება (ნაწილი მესამე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
642
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
642
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0