x
image
თორ ნიკე
Mediator image
უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში
უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში


ადამიანის ორგანიზმში არის 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის უჯრედი. თითოელი ტიპის უჯრედი პასუხისმგებელია, რომ შეასრულოს განსაზღვრული ფუნქცია სხეულში და ხშირად არა როგორც ერთეულმა, არამედ მათი გაერთიანებები, გროვები ქმნის სხვადასხვა ტიპის ქსოვილს. სხვადასხვა ქსოვილი კი შემდეგ სხვადასხვა ორგანოს ქმნის. ორგანოები კი არის როგორც დიდი ქარხანა, სადაც ყოველი სახის უჯრედს და ქსოვილს თავისი განსაზღვრული ფუნქცია გააჩნია ცხოველქმედებისთვის. ყოველი ტიპის უჯრედი ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო უჯრედთა უმნიშვნელოვანესი ტიპები მოცემულია დაბლა:


ღეროვანი უჯრედები პლურიპოტენტული უჯრედებია და აქვთ შესაძლებლობა რომ იქცნენ ნებისმიერი ტიპის უჯრედებად იმ პროცესში, რომელსაც დიფერენციაცია ეწოდება. ღეროვან უჯრედებს გააჩნიათ უნარი, რომ გაიყონ და გაამრავლონ თავისი თავი დიდი ხნის განმავლობაში. ორი ტიპის ღეროვანი უჯრედი არსებობს: ემბრიონული ანუ ჩანასახის ღეროვანი უჯრედები და ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედები.


ღეროვანი უჯრედები



სისხლის წითელი უჯრედები, იგივე ერითროციტები არის სხეულში ყველაზე დიდი რაოდენობით არსებული ადამიანური უჯრედები. ეს არის ორმხრივჩაზნექილი აგებულების უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ბრტყელ ძვლებში და სისხლის მიმოქცევაში გადასვლისას კარგავენ ბირთვს, რომ გამოთავისუფლდეს ადგილი მათი მთავარი ფუნქციის შესასრულებლად - ჟანგბადის ტრასპორტირებისთვის ფილტვების ალვეოლებიდან მთელი სხეულის ყველა ქსოვილის მოსამარაგებლად. ერითროციტები მთელი სისხლის მოცულობის 45%-ს შეადგენენ საშუალოდ და ნორმაში. 55% მთელი სისხლის მოცულობისა კი არის პლაზმა, ხოლო სისხლის დანარჩენი უჯრედები - თრომბოციტები და ლეიკოციტები - 1%-მდე. თითოეულ ლიტრ სისხლში არის 3.8 - 5 ტრილიონი ერითროციტი (ქალებში), ხოლო მამაკაცებში 4.2 - 5.4 ტრილიონი ერითროციტი.


ერითროციტები


სისხლის თეთრი უჯრედები, იგივე ლეიკოციტები სასიცოცხლო მნიშვნელობის შემადგენელი ნაწილებია იმუნური სისტემისთვის. მისი ხუთი სხვადასხვა ტიპი არსებობს, რომელიც ერთიანდება ორ კატეგორიაში: გრანულოციტები და აგრანულოციტები. როგორც მათი სახელწოდებებიც გვიჩვენებს, გრანულოციტები შეიცავენ გრანულებს თავიანთ ციტოპლაზმაში, ხოლო აგრანულოციტები - არ შეიცავენ. გრანულოციტებია: ნეიტროფილები, ეოზინოფილები და ბაზოფილები. ხოლო აგრანულოციტები არის ლიმფოციტები და მონოციტები.


სისხლის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები


თრომბოციტები უჯრედთა ნაგლეჯებია უფროა, ვიდრე ნამდვილი უჯრედები, მაგრამ ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს სისხლის შედედებაში და ამგვარად სისხლდენის კონტროლში. ისინი დიდი უჯრედების, ეგრედ წოდებული მეგაკარიოციტების ნაგლეჯებია. თრომბოციტებს გააჩნია თავიანთ ზედაპირზე გარკვეული სახის ცილები, რომლებითაც ერთმანეთს უერთდებიან და ასევე ახორციელებენ დაზიანებული სისხლძარღვის კედლების დახშობას.


თრომბოციტები


ნერვული უჯრედები ასევე ცნობილნი არიან, როგორც ნეირონები. ისინი მთელ სხეულში ატარებენ ინფორმაციას ელექტრული სიგნალების ან ნერვული იმპულსების სახით. აგებულების მხრივ, მათ ოთხი განსაკუთრებული ნაწილი გააჩნია: უჯრედის სხეული, დენდრიტები, აქსონები და აქსონთა დაბოლოებები (აქსონთა ტერმინალები). ნეირონს შეიძლება ერთი, ორი ან რამდენიმე დენდრიტი ჰქონდეს, რაც აქცევს მათ უნივპოლარულ, ბიპოლარულ ან მულტიპოლარულ ნეირონებად.


ნეირონი


ნევროლოგიური უჯრედები, უმეტესად ცნობილნი არიან როგორც გლიური უჯრედები, ნეიროგლიები ან უბრალოდ გლიები. ისინი არეგულირებენ სინაფსურ ქმედებებს და იმპულსთა გავრცელების სიხშირეს და სიძლიერეს. ის ასევე ნევროლოგიური დაზიანებების დროს გამოჯანმრთელებას, ტვინის ნორმალური ფუნქციების აღდგენას უწყობს ხელს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებობს გლიური უჯრედების ოთხი ტიპი: ასტოციტები, ოლიგოდენდროციტები, მიკროგლიები და ეპენდიმური უჯრედები.


ნეიროგლიები


მიოციტების, იგივე კუნთოვანი უჯრედების სამი ტიპი არსებობს: ჩონჩხის, გულის და გლუვი. ჩონჩხის და გულის კუნთები ცნობილნი არიან როგორც განივზოლიანები, ერთ ხაზზე განლაგებული მიოზინის და აქტინის ცილებით შედგენილობის გამო. აქტინი და მიოზინი კუნთების შეკუმშვას ერთმანეთის გადაფარვით, როგორც სრიალა ფილამენტების თეორია აღწერს.


მიოციტები


ხრტილის უჯრედები, იგივე ქონდროციტები ქმნიან ხრტილებს, მყარ ქსოვილს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულისთვის. ქონდროციტები წარმოქმნიან და ინარჩუნებენ ხრწილების უჯრედგარე მატრიცას. თავად ქონდროციტები შეიცავენ კოლაგენს, პროტეოგლიკანს და ელასტინის ბოჭკოებს.


ხრტილი


სხეულში არის ძვლის უჯრედების ოთხი ტიპი: ოსტეობლასტები, ოსტეოკლასტები, ოსტეოციტები და ამომფენი უჯრედები. ოსტეოკლასტები არის დიდი ზომის, მრავალბირთვიანი უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ ძვლების რეზორბცია ანუ შესრუტვა. ოსტეობლასტებს კი მისი საწინააღმდეგო ფუნქცია გააჩნია, ისინი ჩართულნი არიან ახალი ძვლების წარმოქმნის პროცესში. ოსტეოციტებს შეუძლია აღიქვან მექანიკური დაჭიმულობა, დაძაბვა ან დაწნეხვა ძვლებზე. ამის საპასუხოდ ისინი გამოიმუშავებენ ძვლისსაზრდელა ფაქტორებს, რომლებიც გარე გაღიზიანებაზე საპასუხოდ ახდენენ ძვლების ზრდის წახალისებას, სტიმულირებას. ამომფენი უჯრედები გადაფენილნი არიან ძვლების ზედაპირს, უზრუნველყოფენ მათს სიგლუვეს და კალციუმის გადატყორცნას სისხლის მიმოქცევაში, როდესაც ამის საჭიროებაა და ორგანიზმი განიცდის მის ნაკლებობას.


ძვლის უჯრედები


ეპიდერმისში, კანის ზედა შრეში კიდევ ბევრი სხვა სახეობის უჯრედია. მათ შორისაა კერატინოციტები, მელანოციტები, ლანგერჰანსის უჯრედები და მერკელის უჯრედები.


ეპიდერმისი


ენდოთელური უჯრედები ამოფენენ სისხლძაღვებს და ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან უჯრედშორისი გაერთიანებებით. ენდოთელური უჯრედები გამოირჩევიან შეგუების, ადაპტაციის უნარით. შეუძლიათ როგორც გადაადგილება, ასევე თავიანთი რიცხვის რეგულირება სხეულის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისად.


ენდოთელური უჯრედები


ეპითელური უჯრედები ამოფენენ სხეულის ღრუებს და წარმოქმნიან შრეებს სახელად ეპითელიას. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი, ეზრდებიან კიდეც ერთმანეთს ადჰერენტებით და დესმოსომებით.


ეპითელური უჯრედები


ცხიმოვანი უჯრედებია ადიპოციტები და ლიპოციტები. ესენი არის ის უჯრედები, რომლების ფუქნციაც არის ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის დაგროვება ედოპოზური ან ცხიმოვანი ქსოვილის სახით.


ცხიმოვანი უჯრედები


სქესობრივი გამრავლება არის შედეგი ორი სასქესო უჯრედის შერწყმისა, რომელთაც ეწოდება გამეტები. მამაკაცის სასქესო უჯრედები წოდებულია, როგორც სპერმატოზოიდები ან უბრალოდ სპერმა, ხოლო მდედრობითი სქესის სასქესო უჯრედები არს წოდებული, როგორც კვერცხუჯრედები ან ოვა, ოვულატორული უჯრედები. როდესაც ეს ორი ტიპის სასქესო უჯრედი ერთმანეთს ერწყმის, ხდება განაყოფიერება და წარმოიქმნება ზიგოტა, რომელიც შემდგომ თვეებში ნაყოფად ყალიბდება და ნორმაში 9 თვეში გამოცალკევდება დედის სხეულიდან მშობაირობის გზით.


სქესობრივი უჯრედები: სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი



კრებულები:


1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. II)

11. მეცნიერება (ნაწ. III)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
125
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
125
  
2020, 23 დეკემბერი, 21:10
There are over 200 different cell types in the human body. Each type of cells is specialised to carry out a particular function, either solely, but usually by forming a particular tissue. Different tissues then combine and form specific organs, where the organ is like a factory where every type of cell has its own job.
Since every tissue has its own function that contributes to the multifunctionality of an organ, every type of cell is equally important. The most important types of cells are listed below.

▶ Stem cells are pluripotent cells that have the potential to become any type of cell in the body through a process called differentiation. Stem cells have the ability to divide and replicate themselves for long periods of time. There are two types of stem cells, embryonic stem cells, and adult stem cells.

▶ Red blood cells are known as erythrocytes and are the most common type of blood cell. They are shaped like a biconcave disc. The main role of red blood cells is to transport oxygen around the body using hemoglobin. Red blood cells make up about 45 percent of the blood (the remainder is 55% plasma and less than 1% consists of other cells: thrombocytes and leukocytes). In one litre, there are 1 million cubic millimeters, so in each litre of blood, there are 3.8 - 5.0 trillion erythrocytes in women. and 4.2 - 5.4 trillion erythrocytes in men.
2020, 23 დეკემბერი, 21:09
▶ White blood cells, also known as leukocytes, are a vital component of the immune system. There are five different types, which fall under two main categories; granulocytes and agranulocytes. As suggested by their names, granulocytes contain granules in the cytoplasm as agranulocytes do not. Granulocytes include neutrophils, eosinophils, and basophils. Agranulocytes include lymphocytes and monocytes.

▶ Platelets are fragments of cells rather than true cells but are vital in the control of bleeding. They are fragments of large cells called megakaryocytes. They have surface proteins that allow them to bind to one another, and to bind to damaged blood vessel walls.

▶ Nerve cells, commonly known as neurons, transmit information throughout the body in the form of electrical signals or nerve impulses. Structurally, they have four specific regions; the cell body, dendrites, the axon and axon terminals. Neurons can have multiple, two or one dendrite(s) which makes them multipolar, bipolar or unipolar respectively.
2020, 23 დეკემბერი, 21:09
▶ Neuroglial cells, more commonly known as glial cells or glia, are cells of the nervous system that modulate synaptic action and rate of impulse propagation, provide a scaffold for neural development, and aid recovery from neural injuries. There are four types of glial cells in the central nervous system; astrocytes, oligodendrocytes, microglial cells, and ependymal cells.

▶ There are 3 types of muscle cells, known as myocytes, in the human body. These types are skeletal, cardiac and smooth muscle. Skeletal and cardiac muscle cells are known as striated, due to the aligned arrangement of myosin and actin proteins within them. Actin and myosin allow muscle contraction by sliding past one another, as described by sliding filament theory.

▶ Cartilage cells, also known as chondrocytes, make up cartilage, a firm tissue that is vital to the body’s structure. Chondrocytes produce and maintain the extracellular matrix of cartilage, comprising collagen, proteoglycan and elastin fibers.

▶ There are four types of bone cells in the body; osteoblasts, osteoclasts, osteocytes, and lining cells. Osteoclasts are large multinucleated cells that are involved in bone resorption. Osteoblasts have the opposite function, they are involved in the generation of new bone. Osteocytes can sense mechanical strain being placed on the bone, and secrete growth factors that activate bone growth in response. Lining cells line the surface of the bone and are responsible for the release of calcium from the bone into the bloodstream when it falls too low.
2020, 23 დეკემბერი, 21:09
▶ There are many different types of cells in the epidermis (top layer) of the skin. The epidermis contains many types of cells, including keratinocytes, melanocytes, Langerhans cells, and Merkel cells.

▶ Endothelial cells are the cells that form the lining of blood vessels and are connected to one another via intercellular junctions. Endothelial cells are highly adaptable, being able to migrate and adjust their numbers and arrangements to accommodate the body’s needs.

▶ Epithelial cells make up the linings of cavities in the body, forming sheets called epithelia. They are connected by tight junctions, adherens, desmosomes and gap junctions.

▶ Fat cells, also referred to as adipocytes and lipocytes, are the cells of the body that are specialized to store energy in the form of adipose tissue, or fat. There are two types of fat cells, white fat cells and brown fat cells.

▶ Sexual reproduction is the result of the fusion of two different types of sex cells called gametes. Male sex cells are commonly known as sperm cells or spermatozoa, and female gametes are known as eggs or ova. When they fuse together, fertilization occurs and a zygote is formed.
0 1 4