x
image
თორ ნიკე
Mediator image
უჯრედის ორგანელები
უჯრედის ორგანელები


ორგანელები ანუ ორგანოიდები არის ერთუჯრედიანი ორგანიზმების ან მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისშემადგენელი თითოეული, ცალკეულიუჯრედების შინაგანი შემადგენელი ნაწილები. ეს უჯრედის ორგანოები, იგივე ორგანელები სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს და ამ ფუნქციების მიხედვით განარჩევენ ორგანელების შემდეგ ტიპებს: საყრდენი, მამოძრავებელი, რეცეპტორული, მომნელებელი, გამომყოფი, წარმომქმნელი ანუ სეკრეტორული და ა.შ.


1. გარსი, პაფსულა (Capsule) - ჩამოყალიბდა 3.8-3.6 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია როგორც პროკარიოტული, ისე ევკარიოტული ოჯრედებისთვის. აღმოჩენილია ბაქტერიულ უჯრედებში. ეს დამატებითი გარეთა საფარველი ფარავს და იცავს უჯრედულ ორგანიზმს მაშინ, როდესაც ის შთანთქმულია სხვა უფრო დიდი ორგანიზმების მიერ.

2. უჯრედის კედელი (Cell wall) - ჩამოყალიბდა 3.8 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია როგორც პროკარიოტული, ასევე ევკარიოტული უჯრედებისთვის. ბირთვებიანებიდან კერძოდ მცენარეული უჯრედებისთვის. ეს არის გარე დამცავი გარსი, რომელიც იცავს უჯრედს ქიმიურ-ფიზიკური დამზიანებლებისგან.


3. ციტოპლაზმა (Cytoplasm) - ჩამოყალიბდა 3.8 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია როგორც პროკარიოტული, ისე ევკარიოტული უჯრედებისთვის. ეს არის ჟელეს მსგავსი შიგთავსი, რომელიც შედგება უმეტესად წყლისგან და რომლითაც ამოვსებულია უჯრედები. ციტოპლაზმაში დაცურავს უჯრედთა ორგანელები, ენზიმები, მარილები და სხვადასხვა სახის ორგანული მოლეკულები.

4. უჯრედის მემბრანა, პლაზმური მემბრანა (Cell membrane; Plasma membrane) - ჩამოყალიბდა 3.8 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია როგორც პროკარიოტული, ასევე ევკარიოტული უჯრედებისთვის. ის შემოსაზღვრავს უჯრედთა ციტოპლაზმას და არეგულირებს სხვადასხვა ნივთიერების მიმოცვლას უჯრედსა და გარესამყაროს შორის.

5. ბუსუსები (Pili) - ჩამოყალიბდა 3.4 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია როგორც პროკარიოტული და ევკარიოტული უჯრედებისთვის. ეს არის თმების მსგავსი მოკლე სტრუქტურები უჯრედთა სხეულზე, რომლის საშუალებითაც ბაქტერიული უჯრედი ეკვრის სხვა ბაქტერიულ უჯრედებს ან სხვადასხვა ზედაპირს.

6. შოლტი (Flagella) - ჩამოყალიბდა 3.4 მილიარდი წლის წინ. ის დამახასიათებელია როგორც პროკარიოტული, ასევე ევკარიოტული უჯრედებისთვის. გრძელი, მათრახის, შოლტის მსგავსი ცალკეული წარმონაქმნი რომელიც უზრუნველყოფს ერთუჯრედიანი ორგანიზმების გადაადგილებას თხევად გარემოში.

7. რიბოსომები (Ribosomes) - ჩამოყალიბდნენ 3.8 მილიარდი წლის წინ. რიბოსომები აწარმოებენ სხვადასხვა სახის პროტეინს, განთავსებულნი არიან უმეტესად გოლჯის კომპლექსზე.

8. პლასმიდები (Plasmids) - ჩამოყალიბდნენ 3.8 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია როგორც პროკარიოტი, ასევე ევკარიოტი უჯრედებისთვის. ეს არის ადამიანის ან სხვა ნებისმიერი არსების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) ან რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) გენების მატარებელი ნაწილი, რომლებიც არ არიან ჩართულნი რეპროდუქციაში და რომელთაც დამოუკიდებლად შეუძლია გამრავლება.

9. ბირთვული რეგიონი (Nucleoid region) - არსებობს 3.8 მილიარდი წლის წინანდელი პერიოდიდან. დამახასიათებელია მხოლოდ პროკარიოტებისთვის და წარმოადგენს ციტოპლაზმის იმ რეგიონს, რომელიც შეიცავს ბაქტერიის დნმ-ს, მაგრამ არ არის ბირთვი.

10. ბირთვი (Nucleus) - ჩამოყალიბდა 2.7 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია მხოლოდ ევკარიოტებისთვის. ის წოდებულია"უჯრედის ტვინად", ვინაიდან ის არის ცენტრი, საიდანაც დიდწილად იმართება უჯრედის ცხოველქმედება და მასში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესი. ბირთვშივე არის განთავსებული ქრომოსომები და ორგანიზმის დნმ.

11. მიტოქონდრია (Mitochondria) - ჩამოყალიბდა 1.45 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია ევკარიოტული უჯრედებისთვის. მას უწოდებენ ასევე უჯრედის თუ ორგანიზმის ძრავას, ვინაიდან აქ ხდება მთავარი მეტაბოლური პროცესი, ნივთიერებების წვა და საკვები ნივთიერებებიდან უჯრედისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავება.

12. გოლჯის კომპლექსი (Golgi Aparatus) - წარმოიქმნა დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია ევკარიოტული უჯრედებისთვის. ამ ორგანელაში წარმოიქმნება, გადამუშავდება და მარაგის სახითაც ინახება ცილები უჯრედის მომავალში გამოსაკვებად. და იქ ინახება არამხოლოდ პროტეინები, არამედ ცხიმებისა და ნახშირწყლებისგან წარმოქმნილი საკვები ნივთიერებებიც.

13. ლიზოსომა (Lysosome) - წარმოიქმნა დაახლოებით 2.5 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია ევკარიოტული უჯრედებისთვის. ეს ორგანელები შეიცავს მომნელებელ ენზიმებს, რომლებიც ეხმარება უჯრედს დააქუცმაცოს და მოინელოს სხვადასხვა საკვები.

14. ენდოპლაზმური ბადე (Endoplasmic reticulum) - წარმოიქმნა დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია ევკარიოტული უჯრედებისთვის. მას ასევე უწოდებენ შიდაუჯრედულ მაგისტალს, ვინაიდან მისი საშუალებით ხდება უჯრედულ სივრცეში და მის სხვადასხვა ნაწილში უამრავი ნივთიერების გადაადგილება. მისი ორი სახესხვაობა არსებობს: გლუვი და ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე. მათ შორის ის სხვაობაა, რომ ხორკლიანზე რიბოსომები სხედან, რაც მათ ამგვარ ხორკლიან შესახედაობას აძლევს მიკროსკოპში.

15. ვაკუოლი (Vacuole) - წარმოიქმნა დაახლოებით 2.7 - 2.3 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია ევკარიოტული უჯრედებისთვის. მცენარეულ უჯრედებში ვაკუოლი გამოიყენება სხვადასხვა მარაგის შესანახად, ხშირად ისინი შეიცავს წყალს, უჯრედის წვენს. ცხოველურ უჯრედებში კი ვაკუოლი ორი სახისაა: მფეთქავი და მომნელებელი. უმარტივესები სწორედ მფეთქავი ვაკუოლებით გამოყოფენ უჯრედის გარეთ დაშლის პროდუქტებს.

16. ქლოროპლასტები (Chloroplasts) - წარმოიქმნა 2.1 მილიარდი წლის წინ. დამახასიათებელია ევკარიოტული, კერძოდ მცენარეული უჯრედებისთვის. ისინი მცენარეებს მწვანე ფერს ანიჭებენ და მათში მიმდინარეობს ფოტოსინთეზი.



კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (მეორე ნაწილი)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. მეცნიერება (ნაწილი მესამე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0