დილის სიმყუდროვეს, მხოლოდ , , ცოცხის ხმა არღვევს, რომელიც, თითქოს უკვე, დამოუკიდებლად აკეთებს თავის საქმეს, რადგან უკვე წელზე მეტია, რაც ამ საქმეშია. მისი პატრონი კი, ჩვეულ ფიქრებში გართულა, მაგრამ ნიკოს დღეს სულ სხვა ფიქრები აწუხებს. ის ფიქრობს რა ჩაიცვას ხვალ, ძმის ქორწილში. ახალსაც ვერაფერს იყიდის, რადგან თვის ბოლომდე საარსებოდ აღარ ეყოფა გასამრჯელო...არა, ...
2018, 5 სექტემბერი, 15:11
ხანდახან გარეთ გასვლა არ მინდა,
ცხოვრების შიში მაქვს,
არ ვიცი რატომ,
დამღალა ამდენმა ცოდვების ტანგომ.
მინდა ოთახში, რომ ვიჯდე მარტო,
ფანჯრებს, ფარდები ფარავდეს ფართოდ,
ჩემო უფალო ღმერთო და ვარდო,
არ მინდა ეშმაკმა იცეკვოს ტანგო.
კვლავაც დარდების ემიგრანტი ვარ,
შიშის ურჩხულის პატიმარი ვარ,
მაგრამ ურჩხულს განვგმირავ მარტო,
არ მი...
ახლა ასე ვარ,
არაფერს ვგრძნობ
და ამის განცდა მფატრავს შიგნიდან,
სათქმელს ისევ ნახველს ვაყოლებ.
იცი,
მე მხოლოდ გამიგია,
ჭიანჭველები თუ როგორ ხრავენ,
ტვინის ფსკერზე გაჭიმულ ნერვებს,
სუსტი სარეცხის თოკებივით
რომლებზეც უკვე
მე გასაშრობად გადავკიდე ყველა ოცნება,
გაუწურავი,
სისხლისაგან,
ცრემლებისაგან,
მერე იქიდან მიძვრებიან...
დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,
როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან.
გარყვნილების და გაქრობის შიშში
გავჩნდი ეპოქის წარმოსაშობად!
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ!
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ, ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზქურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ - დედამიწაზე.
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ, ...
|
|