x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
წიგნები და შემოდგომა, სეზონური აქცია ბიბლუსში უკვე დაიწყო!

image


წიგნის მაღაზიასთან რიგი საქართველოში უკვე აღარავის უკვირს. საინტერესო წიგნებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ თავის ერთგულ მკითხველს მუდმივად ანებივრებს. ამჯერად საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში სეზონური ფასდაკლება გელოდებათ. 26–დან 30 სექტემბრის ჩათვლით თვის სამი ბესტსელერი და კიდევ 20-მდე პოპულარული წიგნი დიდი ფასდაკლებით გაიყიდება.


”მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება წიგნების მიმართ ყოველწლიურად იზრდება, რითაც ძალიან მოხარულები ვართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სექტემბრის ბოლო დღეებში სეზონური ფასდაკლება მოგვემზადებინა. აქციის ფარგლებში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი წიგნები 30 პროცენტიანი ფასდაკლებით გაიყიდება. ზაფხულში კანდელაკის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ ასეთივე გრანდიოზული აქცია და 3 ბესტსელერი განსაკუთრებული ფასად შევთავაზეთ მომხმარებელს. ფასდაკლებამ წარმოუდგენელი რიგები გამოიწვია და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბესტსელერი წიგნების კვლავ აქციის ფარგლებში მოქცევა გადავწყვიტეთ. 4 დღიანი ფასდაკლებით სექტემბრის თვეს სასიამოვნოდ დავასრულებთ, ” – განმარტავს ”ბიბლუსის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელითიკო ფეიქრიშვილი.

აქციის ფარგლებში ფასდაკლებით გაიყიდება თვის სამი ბესტსელერი წიგნი: ერიხ მარია რემარკის ”ტრიუმფალური თაღი”, ჰარპერ ლის ” ნუ მოკლავ ჯაფარას” და ”ჩემი პირველი ბიბლია”.


”ბიბლუსი” მაქსიმალურად ეცადა, აქცია ნებსიმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის მისაღები ყოფილიყო. სწორედ ამიტომ 26-30 სექტემბერს ფასდაკლებით გაიყიდება ”ლიბერთინსისა” და ”ლიბერ კიდსის” სერიის წიგნები ისევე, როგორც საბავშვო გამოცემები. ფასდაკლება იმოქმედებს სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გარკვეულ ასორტიმენტზეც.


0
31
10-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0