x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
განცდა დაეუფლათ პირვანდელი

image
--ბებია! ბებიააა! ---ვაიმე ბებია რომელი ხარ?! ხომ მშვიდობაა ჩემ თავს?! თავშვი ხელბის ცემით, გავარდა ბებო საიდანაც ხმა ისმოდა. ბებოს კართან თავისი ათი წლის შვილიშვილი დახვდა, რომელიც ქალაქში ცხოვრობს. --ბებია შენ აქ რა გინდა? გააფრინა დედაშენმა?! მარტო როგორ გმოგიშვა?! ----არა ბებო გამოვიპარე, არ იცის დედამ, მაგრამ შენ არ იდარდო წერილი დავუტოვე.. ---ტიტუუ გადეირევა ბებია დედაშენი, ეს რავა გოუკეთე, მოკვდება ქალი ნერვიულობით. ------მოდი ბებია სახლში, მოდი რამ გაგხსენა ჩემი თავი. ----მე სულ მახსოვხართ ბებო, შენ და ბაბუ, უბრალოდ დრო არ მაქვს, აქ რომ მოვიდე სულ, თორემ სკოლა ჯანდაბასაც წაუღია, დედა მაძალებს სულ ისწავლე იწლავლეო. ეს სკოლა რომ არ არსებობდეს, სულ შენთან ვიქნებოდი ბებო. გაშლილი ხელებით ჩაეხუტა ბებოს შვილიშვილი. ---მოშიებული იქნები ბებიამ გენაცვალოს, საჭმელს გაგიმზადებ ახლავე, მეიხსენი მაგი ჩანთა მიაგდე კუთხეში. ---უჰ როგორ მომენატრა ბებო შენი გაკეთებული საჭმელი. დედა სულ ბოსტეულის სუპებს მაჭმევს სასარგებლოაო. --შენ გენაცვალე ბებია... ბებომ შვილიშვილს შემწვარი წიწილა ნიორწყალში ჩაწყობილი და ღომი გაუკეთა. პატარა მადიანად მიირთემვდა ბებოს ნახელავს. --უფ რა გემრიელია. წამოიძახებდა და ჭამას გააგრძელებდა ისევ. ---ბებო შენდა ბაბუს ერთმანეთი გიყვარდათ? --რატომ გაგიჩნდა ბებია ახლა ეგი კითხვა? დღეს ბებო ფულის გამო მიყვებიან ერთმანეთს. სად არის სიყვარული.ბებოს გაეცინა. --შენ რა იცი ბებია რა არის სიყვარული. -- როგორ არ ვიცი მე პატარა ვარ თორე ყველაფერი ვიცი, ჩემი მეზობელი გათხოვდა და ასე ამბობენ ფულის გამო გაჰყვა თორემ არ უყვარდაო. მომიყევი რა ბებო შენ და ბაბუას როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი. მოემზადა ბებო: თავსაფარი შეისწორა, წინსაფარი დაიფერთხა და სკამზე დაჯდა. გეგონებოდათ დიდი ხანი ელოდა ამ კითხვის დასმას და დაიწყო. ბებია ბაბუაშენი იმფერი მოხდენილი ბიჭი იყო მე კი არა მთელი სოფლის გოგოებს გვეჭირა თვალი მასზე, რომ შემოჯდებოდა ცხენზე და გააჭენებდა რა ჯობდა მის დანახვას, მარა ბებია იმფერი ცუდი ხასიათი ჰქონდა წარბს არ გახსნიდა. ---აბა ბებო ცუდი ხასიათი თუ ჰქონდა როგორ შეგიყვარდ. ბაბუაშენმა იმდენ ლამაზ გოგში მე ამომარჩია, მე კი მომწონდა მარა, ხომ არ გავუმხელდი. არც მე ვიყავი მაგაზე ნაკლები გოგო ბებია და თავის დაფასება გადავწყვიტე. გულიანად გაიცინა ბებომ. მოხუცი ისეთ განცდებში ჰყვებოდა თავის ახალგაზრდობას. დაბრუნდა წასულში და დაავიწყდა ახლა ღრმა მოხუცი რომ იყო. ერთხელ ცხენით დამხვდა მდინარესთან, იფიქრა შევაშინებო ალბათ, მარა მე მაგის შემეშინდებოდა?! ისევ გაიცინა, ისე რომ ლამის სკამიდან გადავარდა. თუ მომიტაცებდა მაგაზე რავა ვეტყოდი რამეს. ცოტა კი ვიკივლბდი მარა გულში კი გევიხარებდი ბებია. ხოდა დამხვდაა, ჩასულიყო ცხენით მდინარეში და როგორც მას ჩვეოდა მაღლიდან მიყურებდა, შეათამაშა ცხენი და გაიქცა. არავის მაკარებდა ვინც კი მეტრფოდა ყველას ერჩოდა და ეჩხუბებოდა. ვერავინ ბედავდა ახლოს მოსვლას ჩემთან. ყოველ დილა საღამოს ჩამეიარდა კაი კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით ჩემ ჭიშკართან. კაცო ვფიქრობდი რას დამჩერებია ახლა აი ბიჭი მე, მითხრას ქემაინც რამე მეც დავისვენებ და ეგიცთქვა, მარა არაფერს არ ამბობდა, ასე შორიდან მაწვალა ჯერე. ერთ დღეს გზაზე დამხვდა და ყვავილები მაჩუქა მეც სიამოვნებით გამოვართვი. მერე კონცერტები ტარდებოდა სოფელში და კი დავდიოდით ერთად. ერთ საღამოს კონცერტდინად მოვდიოდით ხელი მომკიდა ხელზე, დამიარა მთელ ტანზე ჟრუანტელმა. გამაჩერა და მითხრა წამოდი ჩემთან სახლშიო. ხოდა ბებია მეორეს რავა გავამეორებიებდი კი წავყევი სახლში და მოვედით აქამდე. შვილიშვილი გულდასმით უსმენდა ბებოს. ---ბებო სიყვარული არ აუხსნია ბაბუს შენთვის? ----სიყვარული კია არა ბებია მიყვარხარ არ აქ დავბერდი ქალი მასთან და ნათქვამი. მარა თვალებით ეტყობა კაცს როგორ უყვარს ქალი, დღემდე ის უყვარვარ ბაბუაშენს როგორც ახალგაზრდობისას. კი ესიამოვნებოდა გულს რომ ეთქვა ერთხელ მაინც, მარა უნაირო კაცია ბებია ბაბუაშენი. ეგიც არ გეიგოს ახლა რომ მოგიყევი, არ უყვარს წარსულზე საუბარი. კარის ზღუდეს დამდგარი მოხუცი გულისყურით უსმენდა მოხუც მეუღლეს და ულვაშებში ეღიმებოდა, ხელში მინდვრის პატარა თაიგული ეჭირა. ბებო ქმრის დანახვაზე სკამიდან წამოდგა, ტუცებზე ხელი მიიტანა, გეგონებოდა რაიმეს დალამვას სცდილობდა მეუღლისთვის. ---როდის მოდი მოხუცო? ვერ შეგამჩნიე აგე ბაღანე გამოპარულა სახლიდან და კი მევიდა ჩვენთან. ---რას შემამჩნევდი მე შენ, ისეთ განცდებში იხსენებდი წარსულს, ინტერვიუს გართმევდა ვითომ ვინმე. ყვავილები გაუწოდა და უთხრა ყოველდღე გიხსნი მე შენ სიყვარულს და დანახვა უნდა ამას. ხელი მოხვია და ყურჩი ჩასჩურჩულა მე შენ მიყვარხარ.ადგილზე გაქვავდა თითქოს ბებო, ისევ ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულზე როგორც მაშინ პირველად რომ ხელი მოჰკიდა. მოხუცს შერცხვა: -ბოვში გვიყურებს კაცო გეიწი იქით. იმის ნაცვლა მოხუცი მეუღელე მოეცილებინა პირიქით უფრო ჩაეხუტა და მიიკრა გულზე. მე უფრო ძლიერ მიყვარხარ... მოხუცებს ცრემლები წამოუვიდათ თვალებიდან. განცდა დაეუფლათ პირვანდელი. შვილიშვილი სიხარულიდან დახტოდა და გაიძახოდა ბებო და ბაბუ ქორწინდება. მოხუცებმა შვილიშვილის თხოვნით ჯვარი დაიწერეს იქვე პატარა სოფლის ტაძარში და მარადიული სიყვარული შეჰფიცეს ერთმანეთს.

1
86
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
86
  
2018, 27 დეკემბერი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1