არ გაგიკვირდეს ღრმად თუ შევტოპე,
ლექსების წერამ თუ გადამრიოს,
თუმცა კი ვიცი, ახლოს ვერ მივალ,
ვერ შევედრები მე გალაკტიონს,
მაინც ლექსებს ვწერ, სახლში ბოლთას ვცემ,
ვურტყამ სიგარეტს კვლავ ღრმა ნაფაზებს.
ვიცი ჩემს ლექსებს, გულით დაწერილს,
ქვეყნად არავინ არ დააფასებს.
2013, 20 თებერვალი, 11:35
=====
თვითონ მოხვედი ჩემამდე, გახსოვს?!
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ბედია,
მე არ მიყვარხარ, რადგან რასაც ვგრძნობ,
ის სიყვარულზე ბევრად მეტია.
მზემ
გაგიტაცა თავისთან,
დაგმალა სხვენში,
მე ვიცი, რომ გიყვარვარ,
მაგრამ არ ვიცი, რა მოგწონს ჩემში.
ნუ ხარ პატარა ბავშვი,
გამიცივდები, ნუ დგახარ ქარში,
...
2020, 26 ოქტომბერი, 21:12
როცა შენზე უარი ვთქვი,
იმ დროს მოკვდა ჩემი გული.
რატომ გიკვირს თუ თვალები,
აღარ გიმზერს სიყვარულით.
როცა მორჩა ის ყოველი,
რაც გვათბობდა, არა გვწვავდა,
სიხარულიც მორჩენილა,
რომ მათრობდა, არა მკლავდა.
იმ დროს მოკვდა, გადაგვარდა,
ჩემი გული და ოცნება,
ვერ გაუძლო ამდენ ტანჯვას,
მონატრებას და ვაებას.
როცა შენზე უარი ვთქვი,
გულსა მწუხრი შეემატა,
ფიქრი...
|
|