x
მეტი
  • 13.05.2024
  • სტატია:134735
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508933
დიალოგი მწერლობაზე
ლიტერატურა და წიგნები ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.ეს ის უსაზღვრო, უსასრულო და თავისუფალი სფეროა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ.შეგვიძლია ვიმოგზაუროთ სადაც და როგორც გვინდა.მიუხედავად ამ თავისუფლებისა და ჩარჩოების არ არსებობისა, ხშირად ამბობენ რომ წიგნებში წარმოჩენილი სამყარო გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ის, რომელშიც ვცხოვრობთ.ვინ იცის?!ლიტერატურა ზედმეტად სენსიტიური და დელიკატურია, რომ მასზე ასე ზოგადად ისაუბრო, რადგან მისი გასაღები ინდივიდუალობას უფრო კარგად ერგება.წიგნების სარგებლიანობაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ გეტყვით, რომ ინტერვიუ ავიღე წარმატებული მწერლისგან, რომლის წიგნიც, „შენ საკმარისი არ ხარ", ბესტსელერთა შორის მოხვდა.ნინო მკალავიშვილს რამდენიმე შეკითხვა დავუსვი.მან ყველა მათგანზე გულწრფელად, ამომწურავად და საინტერესოდ მიპასუხა.პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმას თუ როდის და როგორ გადაწყვიტა მწერლობა და რას ნიშნავდა მისთვის ეს საქმე.

-მწერლობა გადავწყიტე მაშინ, როდესაც გარკვეულ ემოციებსა და გრძნობებს საკუთარ თავში ვეღარ ვატევდი.ამ ყველაფრისთვის რაღაც ფორმულირება უნდა მიმეცა და ვფიქრობ, რომ ლიტერატურა საუკეთესო არჩევანი იყო.მწერლობა უკიდეგანოდ დიდ სივრცეს, განზომილებას, თუ სამყაროს ნიშნავს.აქ საზღვრები არ მაქვს.შემიძლია ვიფიქრო და ვწერო ყველაფერზე.შემიძლია გავხვდე ის, ვინც, ალბათ, რეალურ ცხოვრებაში თავად ვერასდროს გავხდებოდი.

-თქვენი აზრით, მწერლებად იბადებიან თუ მწერლები ხდებიან?

-ალბათ, იბადებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, ყოველთვის შეუძლია გახდეს ის, ვინც უნდა.


-მწერლები ხშირად კრიტიკის მსხვერპლნი ხდებიან.მათ ქურდბაცაცებსაც კი უწოდებენ, რომლებიც სხვების ისტორიებს იპარავენ და თავიანთი წიგნების საშუალებით ღიად გამოფენენ.რას ფიქრობთ ამაზე?რა არის მწერლის მისია?

-კონკრეტული მისია არ არსებობს.მე ასე ვფიქრობ.უბრალოდ, მწერლებს აქვთ საშუალება, რომ საზოგადოება კონკრეტულ საკითხებზე დააფიქროს.მწერლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მკითხველის ფიქრები პოზიტივისკენ ან ნეგატივისკენ მიმართონ.მთავარია, ვინ როგორ იყენებს ამ ყველაფერს.მწერლები ნამდვილად ქურდბაცაცები არიან და ეს ასეც უნდა იყოს.ზოგჯერ, ჩვენ გარშემო წარმოუდგენელი ამბები ხდება და მათ ვერც კი ვამჩნევთ მანამ, სანამ ამის შესახებ სადმე არ ამოვიკითხავთ.წიგნებიც ხომ ამისთვის არსებობს, არა?ზოგჯერ, რეალურ სამყაროში უნდა გვამოგზაუროს, ზოგჯერ კი მას საერთოდ მოგვწყვიტოს.

-მწერლებს ხშირად აღიქვამენ უცნაურ და დეპრესიულ ადამიანებად, რომimage
ლებიც ილუზიებში ცხოვრობენ.მწერლობა ეს ნიჭია, თუმცა ხშირად ადამიანებს შენში ამ ნიჭის დანახვა არ უნდათ და ფანტაზიებში მცხოვრებ შეშლილადაც კი გნათლავენ.მწერალი რომ გახდე და მათ მტკიცე პასუხი გასცე, ამისთვის ბევრი დაბრკოლება უნდა გადალახო.რას ურჩევდით შეშინებულ, დამწყებ მწერლებს?

-ყველა იმას ხედავს და იჯერებს, რაც სურს.ადამიანები სხვა ადამიანებს იმიტომ ჩაგრავენ და აკნინებენ, რომ თავად იგრძნონ თავი უკეთ.აკნინებენ მათ, ვინც ასეა თუ ისე თქვა სიტყვა საკუთარი საქმით.ამას ვერ გავექცევით.უბრალოდ, უნდა შევძლოთ ფეხზე მყარად დგომა მაშინ, როდესაც გარშემომყოფები ჩვენს დაცემას ელოდებიან.


0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ცინაძე
ანა ცინაძე
37