x
მეტი
  • 23.08.2019
  • სტატია:93822
  • ვიდეო:342232
  • სურათი:456076
წიგნები , რომლებიც სხვა სამყაროში გვამოგზაურებს

image
ამის საშუალებას ფენტეზი და სამეცნიერო
ფატასტიკა მოგცემთ. ბოლო პერიოდში მხატვრული ლიტერატურის ყველაზე პოპულარული ჟანრი


სწორედ ფენტეზი ხდება. ეს ის ლიტერატურული მიმართულებაა, რომელიც მკითხველს სხვა, ირეალურ სამყაროში მოგზაურობას, ახალ შესაძლებლობებსა და აზროვნების მეტ თავისუფლებას ჰპირდება.

ფენტეზი, რომელიც დღეს ასე პოპულარულია, რეალურად ახალი ჟანრი სულაც არაა. ადამიანი ოდითგანვე იჩენდა ინტერესს
არარეალურისადმი. სწორედ ამის შედეგია მითები, ლეგენდები, ზღაპრები. ფენტეზის სხვადასხვა ფორმით გამოხატული ელემენტები საუკუნეებია, ლიტერატურაში თავს იჩენს. თუმცა, ფენტეზი,
როგორც ცალკე ჟანრი, გაცილებით უფრო ახალგაზრდაა. მისი დღევანდელ სახედ ჩამოყალიბების პროცესი მე-20 საუკუნეში დაიწყო. ამ პროცესში უზარმაზარი როლი შეასრულეს ჯ.რ.რ. ტოლკინმა და კლაივ ს. ლუისმა. მათი ნაშრომები "ბეჭდების მბრძანებელი" და "ნარნიას ქრონიკები" წლებია, აქტუალობას არ კარგავს.

ბოლო პერიოდში ფენტეზის ჟანრიდან მეტი და მეტი წიგნი ითარგმნება ქართულ ენაზეც. მზარდია ფანტასტიკის ჟანრის წიგნების
მკითხველის რაოდენობაც.


აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, გამომცემლობა ”პალიტრა
L-მა” წიგნების სრულიად ახალი სერია ”პორტალი” შექმნა. ის ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შესთავაზებს მკითხველს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში.

”ესაა საჩუქარი მკითხველს მკითხველისაგან, ” - ასე განმარტავს სერიის
კონცეფციას ”პორტალის მენეჯერი” ანი ნემსიწვერიძე.

რას ნიშნავს ”პორტალი” და რომელი წიგნები გაერთიანდება აღნიშნულ სერიაში?

„პორტალი“ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეულ ავტორებსა და წიგნებს აერთიანებს. ალბათ ბევრისათვის ნაცნობი შეგრძნებაა, წიგნის კითხვისას ავტორისეულ სამყაროში გადასვლა, გათავისება და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრება. ასე რომ, წიგნი

ერთგვარი პორტალია სხვა სამყაროში. რა სჯობს, ისეთ ფანტასტიკურ სამყაროში მოგზაურობას, სადაც ელფები, დრაკონები, ან თუნდაც ანდროიდები ცხოვრობენ, სადაც შესაძლებელია დროში
მოგზაურობა, სადაც სულ სხვა წესები მოქმედებს და სადაც შეუძლებელი - შესაძლებელია?!


მისი სლოგანიც ასე ჟღერს „შეაბიჯე სხვა სამყაროში“. „პორტალის” მეშვეობით, მკითხველი ნამდვილად მოახერხებს ტელეპორტირებას და მისთვის აქამდე წარმოუდგენელი მოვლენების მონაწილე გახდება.

რომელი იქნება სერიის პირველი წიგნი?
სერია ჟანრის კლასიკოსის, ჯ.რ.რ. ტოლკინის „ჰურინის შვილებით“ იხსნება. მას კი „ჰიუგოსა“ და „ნებულას“ არაერთი ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ავტორის, კლიფორდ სიმაკის, „ქალაქი“ მოყვება. „პორტალის“ სერიაში შემავალი წიგნები საგულდაგულოდ ირჩევა და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, როგორც მსოფლიო რეიგინტებს, ასევე ჩვენი მკითხველებისა და ჟანრის მოყვარულების აზრს, თითოეულს ვთხოვ, აუცილებლად გაგვიზიარონ საკუთარი სურვილები
წიგნებთან დაკავშირებით.

”პალიტრა L” ფანტასტიკის მოყვარულებს ტელეპორტაციისთვის ბევრ
სურპრიზს ჰპირდება.

0
188
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0