სხვა თსუ-ს ლექტორი, მწერალი და მხატვარი ინგა მილორავა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 2020, 3 ივნისი, 20:24 რემარკი რომ წერს - "საკვირველია... რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი... როდესაც უყვარსო...", მე ვფიქრობ, რომ ისიც საკვირველია, როცა ადამიანი კვდება, იმის მიუხედავად, რომ თავად ის უამრავ ადამიანს უყვარს და ეძვირფასება. 2013 წელს დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გავიცანი ქალბატონი ინგა. ხშირად ჩემს საკონფერენციო ნაშრომებს ხელმძღვანელობდა და ამან უფრო დაგვაახლოვა. უსაყვარლესი ლექტორი იყო, მიყვარდა მისი ნაწერების კითხვა. განსაკუთრებით ლექსებისა და ზღაპრების. შემდეგ გავიგე, რომ ხატავდა, თანაც საოცრად გამორჩეული სტილი ჰქონდა. მისი ცისფერი თვალები, მისი ნათელი და სიკეთითსავსე მზერა ახლაც თვალწინ მიდგას. სამყარო, რომელიც თავად შექმნა და გამოიგონა. მის ნაწერებშიც იგრძნობა სევდა, მარტოობა, ადამიანური ტკივილი, ხანდახან გაბრაზებაც ამ "ფაშიტურ სამყაროზე ", რადგან თავად იყო უდიდესი სიყვარულის მატარებელი ადამიანი, თუმა ცხოვრებასთან მაინც იუმორნარევი დამოკიდებულება ჰქონდა. მახსოვს მეცხრამეტე საუკუნის სატირა და იუმორის სემინირზე ხშირად ვიწერდი ხოლმე არა სასწავლო მასალას, არამედ იმას, რასაც ზოგადად ლაპარაკობდა. მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მაინც სწრაფად დაგვტოვა, თვითონ კი აპრილში დაუწერია სტატუსად - დროზე ხდება ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ყველაფერიო... მარტო დარჩნენ მისი კატა კატო და ძაღლი კაროჟნა. სახლის კედლებიდან კი მის მიერ დახატული დიდთვალება ანგელოზი იმზირება. წერითაც გამორჩეული, მისთვისდამახასიათებელი სტილით წერდა. აი, ისეთი, წაკითხვისას რომ მოგინდებოდათ, ამდგარიყავით და ძალიან მაგრად ჩახუტებოდით. რამდენჯერ, უკვე საქართველოდან წამოსული, შორიდან მოვფერებივარ, ხან მოკითხვის გარეშეც მიმიწერია, რომ ძალიან მიყვარდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. აქვე წარმოდგენთ მის ერთ-ერთ ნაწერს, რომელსაც დღეს ინტერნეტში ბევრი აზიარებს. "ხელოსანი მოვიდა, რა ვიცოდი ვინ მოვიდოდა, გამოვიძახე და მოვიდა. პატარა ყვითელი მოხუცი კაცი, ძალიან პატარა და სველი. ვერ ვიტან ხელოსნებს, ცალკე მოჯალათო კასტაა, მაგრამ ეს ხელოსანია? ჩიტი თუ გნომი...
წაიღო და წავიდა, მაგრამ მჯერა, რომ დაბრუნდება. პირადად ჩემთვის - იად, იასამნად ანდა ბეღურა ჩიტად მოვა, ყოველთვის მეყვარება და არასოდეს დავივიწყებ! სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მისმა გარდაცვალებამ გული ატკინა! სტატიის ავტორი: ანი სპარსიაშვილი
2211 6-ს მოსწონს
|