x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა იქნება ხვალ ? ანუ ფერნანდო პესოა და მე
image


არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ თარგმნის ხასიათზე ვიყავი და რომ გამოგიტყდეთ, ცოტა სენტიმენტებიც მომეძალა.

ალბათ, ყველა თქვენგანს ჰქონია განცდა, რომ რაღაც ვერ გააკეთა და ამის გამო გარკვეულმა სიცარიელემ დაისადგურა ცხოვრებაში.?

იქნებ ეს განცდა არც არასდროს გამოგიცდიათ, მაგრამ თუ პესოას ნაწერებს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ოცნებიდან რეალობამდე ერთი ნაბიჯია.


ამას როცა ვწერ, ჩემს ოცნებიდან მე თითო-თითო ნაბიჯით უკან ვიხევ და ვემშვიდობები, მაგრამ იმედია, ეს სტატია მოგეწონებათ.


მაშ ასე, გაიცანით ფერნანდო პესოა

imageპორტუგალიელი პოეტი - მეოცე საუკუნის ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი.

მის ეგზოტიკურ ბიოგრაფიაზე ალბათ სხვა დროს მოგიყვებით.

ახლა კი მინდა მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ნაწყვეტი გაგიზიაროთ:

image

ესეც ჩემი განწყობა: არ ვიცი, ხვალინდელი დღე რას მოიტანს?

მკითხველო, შენ თუ იცი???


ესეც სიტყვები, რომლებიც პორტუგალიურად ძალიან ლამაზად გამოითქმის და მე ძალიან მიყვარს:


image

- ვცხოვრობ დღევანდელი დღით, მომავლის შესახებ არაფერი ვიცი, წარსული კი უკვე აღარ მაქვს.

image


" ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მე არასდროს დავტოვებ რუა დოს დოურადორესს, ერთხელ დავწერე, როგორც ჩანს ეს ჩემთვის მარადისობაა "


image


"საღამოს მოსვლის მოსალოდნელ სიახლოვეში, როგორც მე ვდგავარ მეოთხე სართულის ოთახის ფანჯარასთან და ვარსკვლავების მოლოდინში და გავყურებ უსასრულო სივრცეს, ჩემი ოცნებები რიტმულად მოძრაობენ და ითხოვენ ხანგრძლივ მოგზაურობას ჯერაც უცნობ ქვეყნებში ან იმ ქვეყნებში, რომლებიც სავარაუდოდ არსებობენ და შეუძლებელია მათი მონახულება...


ოცნებებში თავისუფლება ვიგრძენი, როგორც სამხრეთის ზღვას მოაქვს თავისუფლება საოცარი კუნძულებისთვის, რომლებიც ჯერ არ აღმოუჩენიათ...

თავისუფლება -უნდა იყოს დასვენება, ხელოვნების მიღწევები და ჩემი ყოფის ინტელექტუალური გამოვლინება" - ფერნანდო პესოა


სტატიას ვასრულებ ჩემი საყვარელი პორტუგალიური სიმღერით, ძალიან ძველია მაგრამ, ლაღი და ძალიან კეთილხმოვანი, ვიცი, მოგეწონებათ:





2
183
7-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
183
  
2018, 23 თებერვალი, 15:30
პორტუგალია..
0 1 2