x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508780
"მამული ბო#ობის ასპარეზად არის ქცეული, რა უფლება აქვთ სარწმუნოებაზე საუბრისა?"- რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის თავმჯდომარე" ლევან ლორთქიფანიძე ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდების მიერ ილია ჭავჭავაძის ცნობილი სლოგანის ახლებური ინტერპრეტაციით აღშფოთებულ "ქართულ ოცნებას" საგანგებო პოსტს უძღვნის და მმართველ გუნდს ბრალს ფარსევლობაში სდებს. ლევან ლორთქიფანიძის ვრცელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ხალხი, რომელიც კაკო ყაჩაღის მამას დაიმონებდა და შემდეგ მოკლავდა; პეტრეს გაოცებას დასცინებდა და მახათაზე სარჩობელას აღმართავდა; გაბოს თამროს მოსტაცებდა და დიდ სიყვარულს საკუთარი ახირების გამო მოსპობდა; ოთარაანთ ქვრივის საჭირნახულო ქისას ქრთამად მიითვისებდა; დარეჯანივით ტყუილუბრალოდ დაამცირებდა და ღირსებას შეულახავდა მშრომელებს; დღეს სარწმუნოებაზე გველაპარაკება ნიშნისმოგებით!????????????


მთელი თქვენი ქრისტიანობა საუკეთესო შემთხვევაში არის ლუარსაბ თათქარიძის ქრისტიანობა, სანთლის დანთება, რიტუალების აღსრულება და არანაირი აქტიური სიკეთე !!! უმრავლესობა, ალბათ, რიტუალებსაც არ ასრულებს და მხოლოდ კამერის გამოჩენისას მოიმარჯვებს კელაპტარს.


იმ ქვეყნის უმდიდრეს მმართველებს, სადაც: მოსახლეობის 1/4 სიღარიბეში ცხოვრობს, ხალხს სახლ-კარი არ აქვს, მთელი სახელმწიფო აპარატი მევახშეების, თაღლითებისა და სხვა მძარცველი ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობს; ავადმყოფობა და უმეცრება ანგრევს ადამიანთა ცხოვრებას; მამული ბოზობის, ნარკომანიის, ფულის გათეთრების, ჩაგვრისა და ბუნების გაჩანაგების ასპარეზად არის ქცეული, რა უფლება აქვთ სარწმუნოებაზე საუბრისა?!!!!!!!


მითხარით, რაში გამოიხატება “ქართული ოცნების” ქრისტიანობა? ფარისევლობაში!


დარწმუნებული ვარ, პარლამენტის ვერც ერთი ლიდერი ვერ აუხსნის ილია ჭავჭავაძის ვერც ერთი მხატვრული თუ პუბლიცისტური ნაწარმოების შინაარსს, ისტორიულ კონტექსტს, მნიშვნელობას რუსთაველის გამზირზე თავმოყრილ მოზარდებს! ვერც ქრისტიანობაზე ეტყვის მათ რაიმე ღირებულს. სამაგიეროდ, შეუძლიათ იდიოტური ფიცის გამო დემონებად გამოაცხადონ ბავშვები, რომელთაც არ უნდათ ჩვეულებად ქცეული კონფლიქტის ხილვა მათ სამშობლოსა და ევროპას შორის!


პროპაგანდის გამო ყველაფერს იკადრებენ…

მთავრობა რომ ქვეყნის მართვის მეთოდად კონტრდემონსტრაციების ორგანიზებას იყენებს, კი ვიცით, თუ რისი ნიშანია და რას მოასწავლებს... ვერაფერს ვსაწვლობთ უახლესი ისტორიიდან!


ღმერთმა მშვიდობა მისცეს ამ ქვეყანას! ღმერთო, ყველა უპასუხისმგებლო, იაფფასიანი მეთოდებით მებრძოლი მანახე სოციალურ დახმარებაზე და ძალაუფლების გარეშე.

1. მიიღეთ იმ დონის, იმ ხარისხის გამჭვირვალობა, რამდენიც გენებოთ !!!

2. ამოიღეთ დამამცირებელი და დაღის დამსმელი ტერმინები კანონიდან !!! "- წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალგზარდებმა ილია ჭავჭავაძის ცნობილი სლოგანიდან სიტყვა "სარწმუნოება" "ერთობით" ჩაანაცვლეს, რასაც "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხრიდან სრული აღშფოთება მოჰყვა.


ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 29 აპრილს ე.წ. "რუსული კანონის" მხარდასაჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. როგორც მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ისინი ითვალისწინებენ რა მათი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებენ. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება.







0
280
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
280