x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
სტეფანე მღებრიშვილი - „ეგეთი რთული კონკურსანტი არ მყოლია არასდროს“
image

დღეს „იქს ფატორის“ ნახევარფინალია. კონკუსანტები ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ, ვიხილავთ ქართული სიმღერების და უცხოური სუპერჰიტების ტურებს. მეხუთე ლაივზე პროექტს ორი მონაწილე გამოეთიშება, დანარჩენებს კი ერთი ნაბიჯი დარჩებათ გამარჯვებამდე..

უკვე მესამე სეზონია, სტეფანე მღებრიშვილი „იქს ფაქტორის“ უცვლელი მენტორია, მისი კონკურსანტი გიორგი ფუტკარაძე ორი ლაივია, ესემეს ლიდერობას არ თმობს.. მოლოდინებსა და მენტორობის გამოცდილებაზე სტეფანეს ვესუაბრეთ.


_ სტეფანე, მენტორობა „ახალი ხმიდან“ დაიწყეთ, სამი სეზონი იქ იმუშავეთ და უკვე მესამე სეზონია, „იქს ფაქტორის“ მენტორი ხართ.. შეაფასეთ ეს განვლილი გზა, რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?..


– ყველაზე მნიშვნელოვანი - პრაქტიკა მომემატა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირდაპირ ეთერში ნამუშვარი მაქვს, მაინც მნიშვნელოვანი იყო ეს გამოცდილება ჩემთვის. ეჩვევი პირდაპირი ეთერის სპეციფიკას - მოკლე დროში ჩამოაყალიბო მესიჯები, ისე თქვა ძირითადი სათქმელი, რომ ყველამ გაიგოს.. გარდა ამისა, ამ დროს ადამიანების სითბოს და ყურადღებას უკეთ გრძნობ.. მეც, ჩემი მხრივ ყოველთვის ვცდილობ, საკუთარ თავს ვაჯობო და ავყვე იმ პროგრესის რიტმს, რომელსაც „იქს ფაქტორის“ გუნდი განიცდის, არ ვიცხოვრო წარსულით და წავიდე წინ. ვცდილობ, ვიყო უკეთესი, ვიდრე ვიყავი, რამდენად გამომდის, ეგ სხვა საქმეა. რაც შეეხება „იქს ფაქტორს“, ბევრჯერ ვთქვი და კიდევ აღვნიშნავ, რომ „იქს ფაქტორის“ მიმდინარე სეზონი, განსაკუთრებული და განსხვავებულია. ამ პროექტზე იმდენად პროფესიონალი გუნდი მუშაობს, რომ ისინი ერთ ადგილას არ ჩერდებიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ ყოველი სეზონი, ყოველი გადაცემა იყოს წინაზე უკეთესი, შესაბამისად, შოუ პროგრესირებს, პროფესიონალთა გუნდი კი ყოველდღიურად ცდილობს, საკუთარ თავს აჯობოს და შედეგიც სახეზე გვაქვს.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე რთული კონკურსანტი თქვენი მენტორობის პერიოდიდან?

– გამიმართლა, რომ ეგეთი რთული კონკურსანტი არ მყოლია არასდროს, ან მე მაქვს ისეთი მიდგომა, რომ შემიძლია, რთულ ადამიანებსაც მოვუძებნო „გასაღები“ და საერთო საქმისთვის სასიკეთო გადაწყვტილებები მივიღოთ. ყველა ადამიანი, ყველა მუსიკოსი რთულია და ყველას საკუთარი მიდგომა სჭირდება, ამიტომ გამოყოფა გამიჭირდება.

– განგვიმარტეთ, რა მოვალეობა აქვს მენტორს.. პროექტში არსებობენ მუსიკალური ხელმძღვანელები, რომლებიც მუშაობენ მონაწილეებთან, მენტორს რა ფუნქცია-მოვალეობა აქვს?

– მენტორმა მიმართულება უნდა მისცეს კონკურსანტს, სულიერად-მორალურად-მუსიკალურად, ყველანაირად გვერდში უნდა ედგეს და გაიტანოს ბოლომდე მისი ფავორიტი, რომელზეც ფსონს დებს.

– ამ ეპატზე „იქს ფაქტორში“ გამარჯვებისთვის ერთმანეთზე ძლიერი კონკურსანტები იბრძვიან. როგორია პირადად თქვენი მოლოდინი??

– კი ბატონო, მაგრამ ზედიზედ ორი ლაივია, გიორგი ფუტაკარაძე ესემეს ლიდერია. მე თავიდანვე ჩავეჭიდე ამ ადამიანს და მგონია კი არა და, დარწმუნებული ვარ, რომ „იქს ფაქტორი“ 2018 არის გიორგი ფუტკარაძე, ის ყველა მონაცემით პასუხობს ამას, ყველაზე მუსიკლაურია.

0
52
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0